imedi /  17 იანვარი 2021, 10:25 / სანდო წყარო

2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებულ, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ ა.დ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1978 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს კი ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 პისტოლეტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ 2020 წლის 29 დეკემბერს, თბილისში, სოფელ დიღმის ახლოს მდებარე სასაფლაოზე, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და იმ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან, ბრალდებულ გ.ღ.-სთან ერთად, მისივე ავტომობილით მიიმალა.

ა.დ.-სა და გ.ღ.-ს 2021 წლის 15 იანვარს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება მათ მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნ ათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 იანვარი 2025, 09:43

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 იანვარს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

15 იანვარი 2025, 09:25

საზოგადოება

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ვითარებაში დასრულდა

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ვითარებაში დასრულდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2025, 09:17

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება

ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

15 იანვარი 2025, 09:05

სამართალი

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იუნ სუკ იოლი

15 იანვარი 2025, 08:59

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი მეორე მცდელობით დააკავეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, ქვეყნის სამართალდამცველებმა მეორე მცდელობით დააკავეს. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

15 იანვარი 2025, 08:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი

ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

ვახტანგ ჩოჩია

15 იანვარი 2025, 08:43

პოლიტიკა

ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია გამოეხმაურა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2025, 08:34

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

15 იანვარი 2025, 08:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში

მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

გიორგი ვოლსკი

15 იანვარი 2025, 08:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე

ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

15 იანვარი 2025, 08:02

პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს. ამავე ინფორმაციით მას თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ, სახელდება კონკრეტული გვარებიც.

15 იანვარი 2025, 00:46

მსოფლიო

სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს

სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

15 იანვარი 2025, 00:23

ტაბლოიდი

იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს

იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს.

14 იანვარი 2025, 23:48

საზოგადოება

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

რიკარდ იოზვიაკი

14 იანვარი 2025, 23:48

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

14 იანვარი 2025, 23:24

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან

აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან.

14 იანვარი 2025, 22:54

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“.

ლევან მგალობლიშვილი

14 იანვარი 2025, 22:14

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

გია ცაგარეიშვილი

14 იანვარი 2025, 21:47

ჯანდაცვა

გია ცაგარეიშვილი ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე: ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან და დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული

ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან და დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული.

14 იანვარი 2025, 21:25

პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე: ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან

აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედინიუსს“, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა.