imedi /  20 იანვარი 2021, 10:59 / სანდო წყარო

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 103 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 103 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 989 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2025, 09:54

მსოფლიო

ებრაული მედია: ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ისრაელმა და დაჯგუფება „ჰამასმა“ კატარის დედაქალაქ დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ებრაელების ტყვეობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

17 იანვარი 2025, 09:49

მსოფლიო

„ეს შეთანხმება წაშლის ომის მიღწევებს“ - ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი, თანამდებობის დატოვებით იმუქრება. იტამარ ბენ-გვირი მიიჩნევს, რომ შეთანხმება დაუფიქრებელია, რომელიც ისრაელის ყველა მიღწევას წაშლის.

17 იანვარი 2025, 09:34

რეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, ახალი საბავშვო ბაღები შენდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, ახალი საბავშვო ბაღები შენდება. ახალი ბაღების მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო, სადაც მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედნები და ატრაქციონები

17 იანვარი 2025, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

17 იანვარი 2025, 09:13

ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება.

17 იანვარი 2025, 09:04

საზოგადოება

„მიჭირს და რთულია" - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. ვიდეო

„მიჭირს და რთულია“ - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ,ემოციური ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რიკ კროუფორდი

17 იანვარი 2025, 09:00

მსოფლიო

Bloomberg: აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტს უკრაინის დახმარების კრიტიკოსი რიკ კროუფორდი უხელმძღვანელებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა დაზვერვის საკითხებში მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ რიკ კროუფორდი დანიშნა, რომელიც უკრაინის დახმარების კრიტიკით გამოირჩევა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

17 იანვარი 2025, 08:57

მსოფლიო

„დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია!“ - ენტონი ბლინკენი პრესკონფერენციაზე რამდენიმე ჟურნალისტმა მწვავედ გააკრიტიკა

ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი, ერთ-ერთი მათგანი კი დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბლინკენმა მწვავე კრიტიკა მიიღო რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.

17 იანვარი 2025, 08:51

საზოგადოება

დღეიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის განცხადებით, ამის მიზეზი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა.

სოზარ სუბარი

17 იანვარი 2025, 08:42

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა

შარშან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან, - პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარმა.

17 იანვარი 2025, 08:37

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ლევან მახაშვილი

17 იანვარი 2025, 08:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: პროკურატურის შუალედური დასკვნითაც და სხვა დასკვნებითაც გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ახალი არჩევნების მოთხოვნის

ვინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ერთადერთი მიზანი აქვს ამისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

17 იანვარი 2025, 08:27

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: პროკურატურის გამოძიება, შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული

პროკურატურის ეს გამოძიებაცა და შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა

მაკა ბოჭორიშვილი

17 იანვარი 2025, 08:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტზე: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იქნება საჭირო, ამ ფორმატში იქნება განხილული

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის საკითხზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

17 იანვარი 2025, 08:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და თუნდაც იმ მილიონ ას ოცი ათას ადამიანს უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს და ქვეყნის ინტერესებს დაათმობინებს

ის რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და მითუმეტეს დემოკრატიიდან უკან დაიხია, იმხელა აბსურდია, რომ მხოლოდ მიკერძოებულ მიდგომაზეა შესაძლებელი საუბარი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე

17 იანვარი 2025, 08:04

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

რობერტ ფიცო

17 იანვარი 2025, 02:33

მსოფლიო

რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

17 იანვარი 2025, 01:57

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი: კირ სტარმერი არ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას - აშშ-ში მიღებულია, რომ უცხოურ მთავრობებს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად წარმოადგენენ მათი ელჩები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტარმერი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას.

ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელია

17 იანვარი 2025, 01:10

სპორტი

„ნაპოლის“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიას: მეგობარო, რაც შენ გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში - მიყვარხარ

„ნაპოლის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობა.

ზაზა შათირიშვილი

17 იანვარი 2025, 00:08

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო

„როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! შინაგანად მათი [ოპოზიციის] დისკურსი არის შიზოფრენიული. როგორც ესენი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის უნიათო, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია და თან რეჟიმია. მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო. კრიტიკა შეიცავდა ერთ მომენტს - ეს იყო ძალადობა და ის, რომ სააკაშვილი არ მიდიოდა დასავლური ღირებულებების გზით. გეოპოლიტიკაზე კი არ იყო საუბარი. რასაც აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი ძველი, აღმოსავლური ტიპის დესპოტია“, - აღნიშნა შათირიშვილმა.