IMEDI /  20 იანვარი 2021, 14:33 / სანდო წყარო

პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს

მიხეილ სადრაძე

მიხეილ სადრაძე

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

„დღეს მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფუძველს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, დავაანონსეთ, რომ მოტივი დადგენილი და გამოკვეთილი გვქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

მისი თმით, დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას. „პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების - მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა. აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწდვით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, - განაცხადა სადრაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე, დავალებებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი და ამას უახოლეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ და დემონსტრაციას მოვახდენთ. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ვაგრძელებთ გამოძიებას, გამოყოფილი საქმეა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად, როცა შესაბამისი შედეგები იქნება, ამასაც რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწდვით“, - განაცხადა სადრაძემ.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

ყველა სიახლე

მოლდოვა

28 თებერვალი 2021, 11:22

COVID19

მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტანეს

მოლდოვაში ვაქცინა რუმინეთიდან ჩაიტანეს. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა. „რუმინეთი ასრულებს დანაპირებს. დღეს ჩვენ ვიღებთ პირველ დოზებს, AstraZeneca-ს 21,600 დოზას”, - დაწერა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ ციტუმ Twitter- ზე.

28 თებერვალი 2021, 11:19

სპორტი

ბაკურიანში, სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასასრულს უახლოვდება

​​​​​​​სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასასრულს უახლოვდება. შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება FIS-ის Ski Cross მსოფლიო თასის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოში პირველად ტარდება. სათხილამურო ფედერაცია დღევანდელ განრიგს აქვეყნებს.

28 თებერვალი 2021, 11:09

მსოფლიო

არგენტინაში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სკანდალს საპროტესტო აქციები მოჰყვა

„დამიბრუნეთ ჩემი ვაქცინა!“, - ამ ლოზუნგით ბუენოს აირესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. როგორც News 18-ი იუწყება, ამის მიზეზი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალი გახდა. არგენტინაში კოვიდვაქცინით მოსახლეობის აცრა დეკემბრის ბოლოს დაიწყო.

28 თებერვალი 2021, 11:04

რეგიონი

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს მაშველები რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებენ. ის წყალში 17 თებერვალს სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგვის დღიდან მამაკაცს ყველა საშუალებით ეძებენ.

28 თებერვალი 2021, 10:59

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს დღეს კიდევ 2 დაემატება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს დღეს კიდევ 2 დაემატება. როგორც ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტმა განაცხადა, დღეს პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდება და მეტად ორგანიზებული სახე არ მიეცემა. რაც შეეხება ხელისუფლებისთვის მიცემულ 2-კვირიან ვადას. როგორც შეკრებილები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან, მათი თქმით პოლიტპატიმრები, გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება.

28 თებერვალი 2021, 10:54

პოლიტიკა

თეიმურაზ მღებრიშვილი სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულ დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. თემურაზ მღებრიშვილმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციებისა და პრიორიტეტების შესახებ.

28 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.96 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.55%.

28 თებერვალი 2021, 10:52

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 265 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 30, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

28 თებერვალი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების 248 ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

28 თებერვალი 2021, 10:48

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. პირველი ტურის პირველ შეხვედრას „დინამო არენამ“ უმასპინძლა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. 30- წუთზე ანგარიში თბილისელთა კარში გატანილი ბურთით გაიხსნა. 33-ე ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი სერგო კუხიანიძე გახდა. 71-ე წუთზე, ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ „სამგურალის“ კარი გიორგი გაბედავამ აიღო და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

28 თებერვალი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 248 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 248 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 114-ს შეადგენს.

28 თებერვალი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 114-ს შეადგენს.

28 თებერვალი 2021, 10:43

კულტურა

სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება

არხოტის ხეობაში, სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას. მიმდებარე ტეროტორიის გასუფთავებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკის მშენებლობა, პროექტი გულისხმობს ქართველი და უცხოელი მოხალისეების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის ყველა საქმიანობაში.

ჯო ბაიდენი

28 თებერვალი 2021, 10:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს

მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მარეგულირებელმა კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, გვირაბის ბოლოს უფრო მეტი შუქი გამოჩნდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. „ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.

28 თებერვალი 2021, 10:27

მსოფლიო

მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი

მიანმარში პოლიციამ აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება უკვე მე-2 დღეა მკვეთრადაა დაძაბული, გუშინ პოლიციასთან დაპირისპირებას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტაილანდი

28 თებერვალი 2021, 10:26

COVID19

ტაილანდში ვაქცინაცია დაიწყო

ტაილანდმა ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინა მიიღო. ვაქცინა პრემიერ-მინისტრს გადაეცა, რომელიც ასევე არის ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „იმედი მაქვს, რომ ვაქცინაცია გამოიწვევს COVID19-ის გავრცელებისგან დაცვას და ეს საშუალებას მისცემს ტაილანდს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას,” - განუცხადა ანუტინ ჩარნვირაკულიმ ჟურნალისტებს.

28 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 70,000-ს გადააჭარბა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7,890 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 157 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,442,336 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 70,045 ადამიანი გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 09:59

თავდაცვა

„კრწანისის“ ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან.

28 თებერვალი 2021, 09:46

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

28 თებერვალი 2021, 09:37

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 61 602 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 61 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 386 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 10 517 232 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 221 ადამიანი გარდაიცვალა.