ჯარჯი წიკლაური: მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი

ჯარჯი წიკლაური
ფოტო: IMEDI
ჩვენ საქმეში გვაქვს 100-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და წლის რუკა ამოღებული, მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი, ყველა ისტორიული ძეგლი ამ კომპლექსის არის ჩვენი და ამ რუკაზე ეს ჩანს ყველაზე მკაფიოდ, - ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით„დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ბრალდებულებმა ხელმძღვანელების დავალებით გამოიყენეს ბოლო პერიოდში, 80-90-იან წლებში შედგენილი რუკები.
„რაც შეეხება ბრალდებულების მოტივს, მოკლედ გავიმეორებ, გამოძიებამ დაადგინა ის მთავარი საკითხი, რატომ ჩაიდინეს ბრალდებულებმა ეს დანაშაული. ფარულ ჩანაწერში, საზოგადოებამ იხილა, საკმაოდ მაღალი სტანდარტით დადგენილია, რომ ისინი კარგად ხვდებოდნენ, რომ მაგალითად, დავით გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის შეთანხმება იმ ფორმით, რომ აზერბაიჯანს შესაძლოა, დარჩეს მნიშვნელოვანი ნაწილი და ისტორიული ძეგლები, იყო ქვეყნისთვის საზიანო, მაგრამ ვინაიდან იყო დავალება, რომ ეს ასე გაეკეთებინათ მელაშვილს და ილიჩოვას, თავად ბრალდებულიც კი ამბობს, რომ იგი წინააღმდეგი იყო თავიდან ამ ფორმით შეთანხმებაზე, მაგრამ რა ექნა, ყველაფერს ხომ არ მოყვება, რაც მოხდა, ესაა მისი სიტყვები, ამიტომ მან ზემდგომების დავალებით შეათანხმა საზღვარი. რაც შეეხება იმას, რატომ ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ ე.წ. 200 ათასიანი რუკა არის ხარვეზიანი. როდესაც 1996 წელს შეთანხმდა ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც უნდა მომხდარიყო დემილიტაციის პროცესი, მთავარი საკითხი იყო შემდეგი, რომ საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წელს ისტორიულად დადგენილი საზღვრის ხაზის მიხედვით. ეს ისტორიული საზღვარი ასახულია მათ შორის 1938 წლის 200 ათასიანი მასშტაბის რუკაზე. მათ ამას გადაუხვიეს და ხელმძღვანელების დავალებით გამოიყენეს ბოლო პერიოდში, 80-90-იან წლებში შედგენილი რუკები, სადაც საქართველოს საზიანოდ საზღვარი ისე იყო გავლებული, რომ 5 ათასამდე ჰექტარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო მოქცეული. ეს კარგად იციან ბრალდებულებმა. ჩვენ საქმეში გვაქვს 100-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და წლის რუკა ამოღებული, მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი ეს არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი, ყველა ისტორიული ძეგლი ამ კომპლექსის არის ჩვენი და ამ რუკაზე ეს ჩანს ყველაზე მკაფიოდ. ყველა დანარჩენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის რუკებში უკვე შეცვლილი და დამახინჯებულია რეალობა და მნიშვნელოვანი ძეგლები უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ექცევა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე

13 ივნისი 2025, 11:44
სპორტი
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ გამარჯვებით დაიწყო - შენგელია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა
ბოლონიელებმა „ბრეშას“ უმასპინძლეს და 90:87 დაამარცხეს. შედეგიანი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას - მან 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და ამ მაჩვენებლებით, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი კვლავ ბოლონიაში, 14 ივნისს გაიმართება.

13 ივნისი 2025, 11:39
რეგიონი
შიდა ქართლში 400 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

13 ივნისი 2025, 11:25
პოლიტიკა
აქცია პოლონეთის საელჩოსთან - შეკრებილები, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების ლობირებასთან დაკავშირებით, დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილები დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.

13 ივნისი 2025, 11:19
პოლიტიკა
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.

13 ივნისი 2025, 11:19
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს კრიმინალის მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში
„ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა პოლონეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის სიმრავლის გამო დაიწყო მხარდამჭერების მოგროვების კამპანია, რათა საქართველოს შეუჩერდეს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

13 ივნისი 2025, 11:14
პოლიტიკა
პოლონეთის საელჩოსთან მიმდინარე აქციის მონაწილე: მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა, ჯიბის კაცმა დონალდ ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. გამოვიდეს ბატონი და შანტაჟის და მუქარის ენის გამო საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში
პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილები დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.

13 ივნისი 2025, 11:09
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.

13 ივნისი 2025, 11:01
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის მიღებული.

13 ივნისი 2025, 10:59
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, აქტივობა იქნება მაღალი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.

13 ივნისი 2025, 10:54
მსოფლიო
Reuters: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9% გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:42
საზოგადოება
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

13 ივნისი 2025, 10:39
რეგიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.

13 ივნისი 2025, 10:33
საზოგადოება
GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

13 ივნისი 2025, 10:23
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:03
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა
ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54
ჯანდაცვა
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49
საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35
საზოგადოება
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

13 ივნისი 2025, 09:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს
მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.