imedi /  02 თებერვალი 2021, 12:00 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 145 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

აღნიშნულ ორ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 12:33

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:33

საზოგადოება

ნათია თურნავამ ფრენებთან დაკავშირებული ანგარიში წარადგინა

თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს: „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში 4 სიხშირით, „ეარარაბიამ“ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება „ბუტა ეარვეისი“, ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირე, რაც არის lowcoster-ი და ასევე „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“, ასევე ყაზახეთის lowcoster-ი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის გზავნილი მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში სწორია - პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:26

საზოგადოება

Wizz Air-ი ფრენებს ანახლებს

Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება

წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:22

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმის შემუშავებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულე ბის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

04 მარტი 2021, 12:17

სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზეა საუბარი.

ანგელა მერკელი

04 მარტი 2021, 12:12

COVID19

გერმანიაში Astrazeneca-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულებიც გაიკეთებენ

გერმანია Astrazeneca-ს პრეპარატთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის და 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

საბა ლობჟანიძე

04 მარტი 2021, 12:10

სპორტი

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა. ჩემპიონატის 28-ე ტურის დაპირისპირებაში „ანაკარაგუჩუმ“, „გალათასარაის“ უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ლობჟანიძემ მეორე ტაიმის 55-ე წუთზე მოწინააღმდეგე ეფექტური მოძრაობით მოატყუა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. მატჩის მიწურულს „გალათასარაიმ“ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა გატანილი გოლი სტუმრებს მატჩის გადასარჩენად არ ეყოთ. საბა ლობჟანიძის ანგარიშზე თურქთის „სუპერ ლიგის“ მიმდინარე სეზონში, 26 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

04 მარტი 2021, 12:07

ეკონომიკა

გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული.

04 მარტი 2021, 12:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 10,057 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 10,057 ადამიანს დაუდასტურდა, 194 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,374,762 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,591 პაციენტი ემსხვერპლა, 1,186,873 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

Starshio10

04 მარტი 2021, 11:58

ტექნოლოგიები

SpaceX-მა რაკეტა Starship-ი პირველად დასვა წარმატებით, თუმცა შემდეგ რაკეტა აფეთქდა. ვიდეო

საცდელი ფრენა ტეხასში ჩატარდა. აპარატი 10 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც ყველა ძრავა გამორთო. Starship-ი ჰორიზონტალურად გადაბრუნდა და კონტროლირებადი დაცემა დაიწყო. შემდეგ რაკეტამ ძრავები კვლავ აამუშავა და წინა ორი სატესტო ფრენისგან განსხვავებით წარმატებულად დაეშვა.

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 11:58

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: „სამართლიან არჩევნებს“ აქვს რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება

„ზოგადად, „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაა, რომ იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმას ჰქონდეს მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან, უნდა იყოს იმ დიალოგის ნაწილი, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რომელზეც ჩვენი ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებენ. ვფიქრობთ, რომ თუ ეს რეფორმა იქნება იმ დიალოგის ნაწილი და ვისაუბრებთ სისტემურ საარჩევნო რეფორმაზე, მზად ვართ, რომ უფრო ამბიციური რეკომენდაციები წარვადგინოთ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

04 მარტი 2021, 11:57

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 491 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 491 ადამიანს დაუდასტურდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 173,307 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,208 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,085.

04 მარტი 2021, 11:40

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

04 მარტი 2021, 11:34

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

04 მარტი 2021, 11:32

სამართალი

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 მარტი 2021, 11:29

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება სიტუაცია, იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ

„ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება სიტუაცია, იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

04 მარტი 2021, 11:27

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლება 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.