IMEDI /  13 თებერვალი 2021, 19:24 / სანდო წყარო

ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ვ., ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს – 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 10:24

თემა

„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე კივილი ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა- ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა სისხლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.

01 მარტი 2021, 10:24

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

01 მარტი 2021, 10:19

COVID19

ჩეხეთში მოსახლეობის იმუნიზაცია რუსული ვაქცინით დაიწყეს

ჩეხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით დაიწყეს. რესპუბლიკის პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება, როდის დაამტკიცებს ევროკავშირი რუსულ ვაქცინას, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

01 მარტი 2021, 10:10

რეგიონი

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

01 მარტი 2021, 09:53

თავდაცვა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 09:40

საზოგადოება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 09:25

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იმართება

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბშილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

01 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

01 მარტი 2021, 09:13

ეკონომიკა

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ დღეიდან საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით

პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

01 მარტი 2021, 08:53

რეგიონი

აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

აჭარაში, სადაც ღია კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფეების გახსნა ყველაზე ადრე გადაწყდა. ეს ობიეტები დღეიდან მომხმარებლებს უკვე შიდა სივრცეებშიც მიიღებენ. შეზღუდვა ამ ეტაპზე შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

01 მარტი 2021, 08:36

საზოგადოება

ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება დღეიდან ნებადართულია

ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების დანლაგება

01 მარტი 2021, 08:30

საზოგადოება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

01 მარტი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

01 მარტი 2021, 08:13

საზოგადოება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება. ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 08:07

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 07:58

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოში დღეს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 01:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორსაა დასრულებისგან

ჯო ბაიდენს თანამედროვე ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.