21 თებერვალი 2021, 12:01 / სანდო წყარო

რა წერია საქართველოს პირველ კონსტიტუციაში. დეტალურად

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. იგი ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, პარლამენტში, კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი გამართულ ღონისძიებაზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას გულისხმობდა დოკუმენტი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლის შესაქმნელად.

„1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდგომ, შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა კონსტიტუციის პროექტის შემუშავება. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დაწყება და სამუშაო პროცესის ქრონიკა ნათელყოფს ქართული პოლიტიკური კლასის მოწიფულობას. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, იმდროინდელ ევროპაში, სადაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იმპერიების დაშლის შედეგად, ახალი სახელმწიფოები წარმოიქმნა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო გადაედგა კონსტიტუციური აღმშენებლობის მსგავსი გაბედული სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. გულწრფელად აღმაფრთოვანებელია ქართული საზოგადოების მზაობა, შეექმნა ლიბერალურ საწყისებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლები“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.

მისივე განცხადებით, აღიარებულია, რომ 1921 წლის კონსტიტუცია იმდროინდელ ევროპაში იყო გამორჩეულად პროგრესული სამართლებრივი დოკუმენტი, რის შესახებაც ხაზგასმით აღინიშნა არაერთი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის თუ მეცნიერის მიერ.

„გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშნავდა, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა“ - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მან ასევე განმარტა, რომ პირველი ქართული კონსტიტუციით განისაზღვრა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც იმავდროულად ხასიათდებოდა ბევრი თავისებურებით:

· კონსტიტუცია აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობის პრინციპს;

· გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, წოდებრივი განსხვავების არარსებობა, ქალთა საარჩევნო უფლება. აღსანიშნავია, რომ ქალთა თანასწორი საარჩევნო უფლების აღიარება მანამდე კანონის დონეზე მოხდა, უფრო ადრე, ვიდრე არაერთ ევროპულ სახელმწიფოში;

· გაუქმებულ იქნა სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის გამოყენება;

· განმტკიცებულ იქნა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი,

· ისევე როგორც უმცირესობათა უფლებები, ასევე

· სხვა ძირეული სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური უფლებები.

„მოგეხსენებათ, რომ საომარი მდგომარეობის გამო, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, დევნილი ხელისუფლების მიერ, 1921 წელს პირველად ბათუმში დაიბეჭდა, ქალაქში, სადაც, სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, რომელიც წარმოადგენს მოქმედი კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს“ - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მისივე განცხადებით, დღეს მოქმედი კონსტიტუცია, თავის მხრივ, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.

„მიმდინარე წელი არის არა მარტო საქართველოს პირველი კონსტიტუციის საიუბილეო წელი, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს თავისი არსებობის 25 წლის იუბილეს“ - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 17:37

მსოფლიო

აშშ-ში ქირურგი ოპერაციას ატარებდა და პარალელურად Zoom-ში სასამართლო სხდომას ესწრებოდა

ექიმი სკოტ გრინი სასამართლოში საგზაო მოძრაობის წესების გამო დაიბარეს. პანდემიის გამო სხდომა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა მოსამართლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ექიმი გრინი Zoom-ში ოპერაციის დროს ჩაერთო.

გიორგი ჩიქოვანი

28 თებერვალი 2021, 17:25

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა განხორციელდეს

„ჩვენი მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი კილოვატ/საათი იქნება. ანუ ჩვენ დამატებით გვჭირდება 8-9 მილიარდი კილოვატ/საათი 10 წელიწადში. იმისთვის, რომ ჩვენი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია გვქონდეს ჩვენი საკუთარი საშუალებები და ეს არის რაღაც ახალი იდეა. ყველა ქვეყანა ამის მიმართავს. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს საკუთარი რესურსით დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მიხეილ სააკაშვილი

28 თებერვალი 2021, 17:24

პოლიტიკა

რას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესზე 2012 წელს და რას ამბობს დღეს. ვიდეო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია. სააკაშვილის თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია ჩადებული.

28 თებერვალი 2021, 17:11

პოლიტიკა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, მომხრეები და ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებების ტრანსფორმაცია 2012 წლიდან დღემდე

ქუთაისში, ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ამიტომ, ისინი მშენებლობისთვის გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ქუთაისის ცენტრში შეკრება არ არის პოლიტიკური ხასიათის, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2021, 17:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ავანტიურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია, საქართველოში არავის უკვირს

სააკაშვილის ავანტიურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია, საქართველოში არავის უკვირს, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე სახის არეულობა მოახდინოს, ყველაფერზეა წამსვლელი, - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ფილიპინები

28 თებერვალი 2021, 17:02

COVID19

ფილიპინებმა კოვიდვაქცინა მიიღო

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ​​​​​​​პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები წელს კიდევ კორონავირუსის ვაქცინის 25 მილიონ დოზას მიიღებს.

რობოტი „ნიკობო“

28 თებერვალი 2021, 16:53

ტექნოლოგიები

Panasonic-მა კომპანიონი რობოტი შექმნა

პანდემიის შედეგად, სოციალური დისტანციისას მარტოობის დაძლევის მიზნით ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Panasonic-მა კომპანიონი რობოტი შექმნა. ამის შესახებ techcult წერს.

სებასტიან მოლინეუსი

28 თებერვალი 2021, 16:49

პოლიტიკა

სებასტიან მოლინეუსი: საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის

საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც ქვეყანაში დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

28 თებერვალი 2021, 16:42

საზოგადოება

მსოფლიო ბანკმა პროფესიულ განათლებაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროექტი შეაჯამა

პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.

28 თებერვალი 2021, 16:34

მსოფლიო

ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს კაცი საკუთარმა ფრინველმა მოკლა

ბრძოლაში მონაწილე მამლებს ფეხებზე სპეციალურ დანებს უმაგრებენ. ერთ-ერთმა ფრინველი რინგიდან გაიქცა, მისმა პატრონმა კი მისი დაჭერა სცადა და სწორედ ამ დროს 7-სანტიმეტრიანი დანა საზარდულში მოხვდა. კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 15:44

სპორტი

დაღესტანში ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვიდეო

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოს და დაღესტნელ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ასპარეზობა დაღესტნელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

28 თებერვალი 2021, 15:39

COVID19

ირანში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 60,000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას XinhuaNet-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,631,169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 60,073 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

28 თებერვალი 2021, 15:30

სპორტი

ნათია თურნავა: საქართველო უკვე დატანილია მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ კროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი

28 თებერვალი 2021, 15:19

რეგიონი

ბაკურიანში, სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში, სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. ღონისძიების ფინალურ ნაწილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრს საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა.

28 თებერვალი 2021, 15:07

საზოგადოება

მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინტური გაიმართა

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, ეპიდემიის გამო, მსჯავრდებულებისთვის ონლაინაქტივობები გრძელდება. ამჯერად, მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინჩართვა მოეწყო.

28 თებერვალი 2021, 14:55

მსოფლიო

ვენეციაში არხები დაშრა

ვენეციის არხების მონაკვეთები თითქმის სულ დაშრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყლის დონემ - 48 სმ-მდე დაიწია, რის გამოც ნავები და გონდოლები ტალახშია ჩაფლული.

28 თებერვალი 2021, 14:54

პოლიტიკა

პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლამდე, უძრავი ქონების რეგისტრაცია ოჯახის სოციალურ ქულაზე არ აისახება

1-ელ მარტს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილებას გულისხმობს.

28 თებერვალი 2021, 14:27

რეგიონი

ზაზა გახელაძის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება

ზაზა გახელაძის ოჯახი, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას ელოდება. შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ოჯახს ახალი ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულ მამაკაცზე არ აქვს, მათ არც გახელაძის ადვოკატი დაკავშირებია.

28 თებერვალი 2021, 14:18

COVID19

ბელგიის ერთ-ერთ ციხეში პატიმრების თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდგინდა

ბელგიაში, ნამურის ციხეში პატიმრების თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდგინდა. პატიმრები კარანტინის რეჟიმში არიან და სასეირნოდ და შხაპის მისაღებად, საკნიდან გასვლა ეკრძალებათ. მათ ყოველდღიურად, საკნებში აწვდიან ჰიგიენის საშუალებებსა და ცხელ საკვებს.

28 თებერვალი 2021, 14:13

რეგიონი

ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს. მათ ხელისუფლებას ორ კვირიანი ვადა მისცეს. თუ ამ დროში არ შეჩერდება სამუშაოები და ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ იქნება ცნობილი, ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირებას გეგმავენ.