imedi /  22 თებერვალი 2021, 11:58 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: სრული მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს

სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს და მე მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

„მე მინდა პირველ რიგში დავიწყო იმით, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს და მე მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად. ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც მომდინარეობს ნაცმოძრაობის მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ! სრული მხარდაჭერა ჩვენს პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის!“, - განცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 მარტი 2021, 19:08

COVID19

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე თვეს წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 19:02

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ბრიუსელში ორ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება გვექნება

„ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის“, - განაცხადა მიშელმა.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 18:54

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არ ესმით ევროპელებს ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის

„ასეთი მეგობრები ჩვენს ქვეყანას 90-ანების დასაწყისში რომ ჰყოლოდა, როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩვენ არ დაგვატყდებოდა თავს ის, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უკომპრომისობით დაატეხეს. შეხვედრაზე ძალიან გულახდილი ლაპარაკი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს“.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:51

პოლიტიკა

შარლ მიშელი: შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დილოგისთვის ჩარჩოსისტემა შეიქმნება

შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოსისტემა დილოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ​როგორი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა დღევანდელი შეხვედრის დროს და რა როლი შეუძლია მას ითამაშოს საქართველოში პოლიტიკური პროცესების დეესკალაციაში, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს იქნება შანსი, რომ საკითხში წინსვლას მიაღწიონ.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:50

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ბორდერიზაცია და ადამიანების უკანონო დაკავება მიუღებელია

მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ქართულ თემს. მე ვხედავ რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

01 მარტი 2021, 18:50

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნული ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა, მამუკა საღარეიშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:47

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი

დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთია საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვა შემთხვევაში კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება.

შარლ მიშელი და არჩილ თალაკვაძე

01 მარტი 2021, 18:46

პოლიტიკა

შარლ მიშელი არჩილ თალაკვაძეს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარის გარდა მას დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან იოსელიანი ესწრებიან.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 18:42

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პრობლემა დღეს თვალსაჩინოა

„იმედის მომცემია, რომ გარკვეული ვაქცინები უკვე დაწინაურების პოზიციაშია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება ვაქცინებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:35

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინაზე წვდომა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქარველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისთვის რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე, რომ საქართველოს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:34

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მზად ვართ, რომ ყველა დადებით ძალისხმევას შევუწყოთ ხელი, იმისთვის, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ პოზიტიური და კონსტრუქციული როლი ითამაშონ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს

ყველამ ვიცით, რომ საქართველო ძალიან რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. ეს არა მარტო საქართველოს ეხება. ეს არის გლობალურად კოვიდით გამოწვეული სირთულეები, ვაქცინებზე წვდომა და ა.შ., - ამის შესახებ შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აქცენტი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს იმის აუცილებლობა, შემუშავდეს სტრატეგია, რაზეც პრემიერ-მინისტრთან ისაუბრა. ასევე, ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საჭიროა ევროკავშირის შემდგომი დახმარება, რათა უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქცინის საჭირო რაოდენობა და შარლ მიელისგან მივიღეთ მხარდაჭერის დაპირება

მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, შარლ მიშელს ევროკავშირის აქტიური ჩართულობისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:19

პოლიტიკა

პრემიერმა შარლ მიშელს დაუდასტურა, რომ დღეს ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და ვართ მადლიერნი

ჩვენ შევეხეთ ერთ-ერთ მთავარ თემას, ესაა ოკუპაცია. მინდა მადლობა გადავუხადო შარლ მიშელს, რომ თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული მძიმე ვითარება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:16

პოლიტიკა

შარლ მიშელმა დღეს საღამოს, მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე დაპატიჟა

„დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ. დიალოგი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს: პირველ რიგში, ესაა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო. ესაა ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი კომპონენტი. ასევე, მოგიწოდებთ, მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ესაა ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობასა და კიდევ უფრო ძლიერ პარტნიორობას. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:16

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის, საქართველო კი არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის

ჩვენი მთავარი გზავნილი ის არის, რომ ევროკავშირი არის, სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის, საქართველო კი არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელებიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონიერებას. ჩვენი მეორე მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ კოვიდ-19-ის ბრძოლაში. თქვენ რთული სიტუაცია გაგაჩნიათ ამ მხრივ კომპლექსურ და რთულ რეგიონში. მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ აქ და ახლა მე მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია, თქვენი და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უდნა გამოსწორდეს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის ხელისუფლების მტკიცე მზაობა დავუდასტურეთ

ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი თვალსაჩინო დადასტურებაა იმის, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

„ჩვენ შევეხეთ არაერთ ასპექტს, არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგული ვართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 მარტი 2021, 18:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ასოცირების შეთანხმების შესრულება იმის წინაპირობაა, რამაც ევროკავშირში ინტეგრაციამდე უნდა მიგვიყვანოს

მისი თქმით, დემოკრატია არის უპირობო ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ღირებულებები რაც ევროკავშირთან გვაერთიანებს იყოს მაქსიმალურად დაცული.

01 მარტი 2021, 17:53

ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის ხელმძღვანელობით ADB-ის დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის ხელმძღვანელობით ADB-ის დელეგაციას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.