imedi /  26 თებერვალი 2021, 13:17 / სანდო წყარო

პროკურატურამ ე.წ. ,,ყინწვისის“ საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე პროკურატურამ ე.წ ,,ყინწვისის“ საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, ზვიად კვარაცხელია ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ზვიად კვარაცხელიას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - ჰეროინის შეძენა-შენახვისათვის ედებოდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის დაიკითხნენ ზვიად კვარაცხელიას დაკავების შემსწრე მოწმეებიც, გამოვლინდა ახალი ფაქტები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები. მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზვიად კვარაცხელიას მხრიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა და მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართული დაინტერესება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ზვიად კვარაცხელიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეზე თორმეტი ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ბესელიას, თეიმურაზ ცამბაიას, გიორგი აღაჯანაშვილის, გიორგი ბეროშვილის, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილების, ბადრი ჩიგოგიძის, ვარლამ ჩარკვიანის, ირაკლი ჩარბაძის, მიხეილ მაისურაძის, ბორის გურულის და ზურაბ გელაშვილის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამის საპირისპიროდ, ახალი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

​საქმის გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, მამუკა ბესელია, თეიმურაზ ცამბაია, გიორგი აღაჯანაშვილი, გიორგი ბეროშვილი, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილები, ბადრი ჩიგოგიძე, ვარლამ ჩარკვიანი, ირაკლი ჩარბაძე, მიხეილ მაისურაძე, ბორის გურული და ზურაბ გელაშვილი. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2011 წლის 28 მაისს, ზემოაღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, ზემოაღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი.

„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, მამუკა ბესელია, თეიმურაზ ცამბაია, გიორგი აღაჯანაშვილი, გიორგი ბეროშვილი, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილები, ბადრი ჩიგოგიძე, ვარლამ ჩარკვიანი, ირაკლი ჩარბაძე, მიხეილ მაისურაძე, ბორის გურული და ზურაბ გელაშვილი აღიარებული იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ფაქტის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ დადგენილ იქნა კონვენციის მესამე მუხლის როგორც პროცედურული, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა.

გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით დადგინდა, რომ ე.წ. „ყინწვისის“ საქმის სხვა ფიგურანტების, - ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, რაც თავისთავად ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 100 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 83 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად 14 პირის მიმართ, რომელთაგან 12 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, დადგენილი იქნა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტები, რის შედეგადაც უარი ითქვა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე და აღნიშნულ პირთა მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენები.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 405 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 56 150 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 17:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას

„შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენებენ თუ არა მას. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვმკურნალობ, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ, და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს?!

„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა არჩევნები არ გაყალბებულ;ა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

23 აპრილი 2021, 17:43

COVID19

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

„აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

23 აპრილი 2021, 17:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

23 აპრილი 2021, 17:33

საზოგადოება

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას. ეს არის დიდი პატივი და და ამავდროულად ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის

„ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს. რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა, პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველ მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:15

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: დღეიდან თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

„პირველ რიგში ვულოცავ თბილისის მერს და თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი გაუჩნდა. იუნესკოს ეს ინიციატივა შესაძლებლობას მოგვცემს წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:13

კულტურა

კახა კალაძე: მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

დღეს თბილისისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

23 აპრილი 2021, 17:08

მსოფლიო

ტრამპი: ლებრონ ჯეიმსი შესანიშნავი კალათბურთელი შეიძლება იყოს, თუმცა არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს „ტვიტერში“ გაკეთებული ჩანაწერისთვის აკრიტიკებს.

გიორგი ვაშაძე

23 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამნისტიაზე: მე ხელებს არ დავიბან - რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას და პროტესტის მონაწილე სხვა პირების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კახი კავსაძე

23 აპრილი 2021, 16:57

საზოგადოება

ლევან რატიანმა კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლევან რატიანის თქმით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

23 აპრილი 2021, 16:55

საზოგადოება

USAID-ისა და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად

​​​​​​​USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი თანამშრომლობის ფარგლებში აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ, რომელიც თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ საგრანტო პროგრამას მოიცავს. საგრანტო პროგრამის მიზანია შერჩეული კულტურებისთვის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა) შემგროვებელი, სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ჯორჯიან მანგანეზი

23 აპრილი 2021, 16:54

რეგიონი

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდას სთავაზობს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდას სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

23 აპრილი 2021, 16:49

COVID19

იმერეთში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით, პაციენტი გამოჯანმრთელდა.

23 აპრილი 2021, 16:41

პოლიტიკა

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიციისა და ალიანსის პოლიტიკური განზომილების შემდგომი გაძლიერება, მდგრადობის განმტკიცება და ღია კარის პოლიტიკის, ისევე როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორების მხარდაჭერა, კვლავაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ნატო-ს მუდმივი ინტერესი პარტნიორებთან არსებითი დიალოგის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა, ყველა მხარისთვის უნდა დარჩეს მომგებიანი“.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 16:31

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური ამნისტიაზე: პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია ნიკა მელიას წინააღმდეგ

„ქართული ოცნებისა“ და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, რომ როგორმე ჩაფარცხონ ის დანაშაული, რომელიც მოხდა 20 ივნისის ღამეს. მიგვაჩნია რომ ის პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის სრულიად დაუშვებელი და მიმართულია ციხეში მყოფი კაცის ნიკა მელიას წინააღმდეგ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებების სიმძიმე გადააბრალონ სწორედ მას“ - ამბობს წიკლაური.

23 აპრილი 2021, 16:19

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალს ეხმაურება.

23 აპრილი 2021, 16:19

საზოგადოება

„თბილისი ენერჯი“: ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

გაზმომარაგების კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქში, ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. „ყაზბეგის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები დატოვეს ჩართული, საიდანაც გაზი ჟონავდა. კორპუსი აფეთქებას 114-ის ბიჭებმა გადაარჩინეს“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

იაგო ხვიჩია

23 აპრილი 2021, 16:10

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა მელიაზე: როცა გირაოთი არ გამოდიხარ და ამნისტიაზე მომუშავე ხალხს ამორალურს უწოდებ, ეს არის უპასუხისმგებლობა

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტია შეთანხმების დოკუმენტში ნიკა მელიას გამო ჩაიდო და თუ ის გირაოთი გამოსვლაზე უარს ამბობს და ამნისტიის აქტზე მომუშავე ხალხს ამორალურს უწოდებს, ეს არის უპასუხისმგებლობა.