03 აპრილი 2021, 10:43 / სანდო წყარო

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს, - ინფორმაციას ანტიკორუფციული სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 9 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგულებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას“ - აღნიშნულია ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს და გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა სიახლე

ლოიდ ოსტინი

15 აპრილი 2021, 01:35

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, აშშ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 01:13

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ენა ქვეყანასთან ხვალინდელი ურთიერთობის საფუძველი და საყრდენია

საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - „ჩემი ენა ქართული“ გამარჯვებულებს მიმართა, რომელშიც მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს საქართველოს ისტორიისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და კულტურის უკვდავებისთვის.

ანგელა მერკელი ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 01:05

მსოფლიო

ანგელა მერკელმა და ჯო ბაიდენმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს რეგიონში ვითარების დეესკალაციის მიზნით. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

15 აპრილი 2021, 01:02

რეგიონი

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორი საპატრიარქო იქნება

ნამახვანჰესის“ საკითხზე, ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავრცელებული განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჯოან როულინგი

15 აპრილი 2021, 00:57

კულტურა

ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დაწერა

ზღაპრის მთავარი გმირი ბიჭი სახელად ჯეკია, რომელსაც საყვარელი სათამაშო ეკარგება. მის პოვნაში კი ბიჭს ახალი სათამაშო - საშობაო გოჭი ეხმარება. წიგნი 12 ოქტომბერს გამოვა.

იენს სტოლტენბერგი

15 აპრილი 2021, 00:31

მსოფლიო

ნატო რუსეთს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებები და აგრესია შეწყვიტოს

ნატო რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

15 აპრილი 2021, 00:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:28

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი: წინა ხელისუფლების პრობლემური პრივატიზებების გამო, დღეს ჩვენ 3-4-ჯერ ძვირად გვიწევს ამ მიწების გამოსყიდვა

პრობლემური პრივატიზაციის გამო, დღეს ჩვენ ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უფრო ძვირად გვიწევს ამ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემური პრივატიზაციის ფაქტები ძალიან ცუდად დაუბრუნდა სახელმწიფოს.

თავდაცვის სამინისტრო

15 აპრილი 2021, 00:19

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება ნატო-სა და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს, - აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:17

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: საპარკინგე სივრცეების შექმნა სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინსტრუმენტით გვაკრიტიკებენ, რომ „სითი პარკი“ გაუშვეს, მაგრამ მიწისქვეშა პარკინგები არ ააშენესო. „სითი პარკის“ ვალდებულება არ ყოფილა საპარკინგე სივრცეების შექმნა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:13

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: პარკირების პოლიტიკის მიზანია მოქალაქეები საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ

გვინდა მოვახერხოთ, რომ ადამიანი, რომელსაც მანქანა ჰყავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ. პარკირების პოლიტიკის მიზანიც სწორედ ეს არის, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 00:07

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს

ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი: წინა ხელისუფლებამ ჯერ გაყიდა მიწები და შემდეგ დააგეგმარა ქალაქი

პირადად მე ასე დავარქმევდი, რომ ჯერ გაყიდეს მიწები და მერე დააგეგმარეს მთელი ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო მასობრივი პრივატიზაცია და იყიდებოდა ყველა თავისუფალი სივრცე.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წარმოუდგენელია უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელშიც ადამიანს თანხა აქვს გადახდილი და წლებია ცხოვრობს

უკანონო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები არიან ჩვენი მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იქ აღარაფერი ესაქმება ამშენებელს. შენობა რომ ვერ მიიღება ექსპლუატაციაში და სამართლებრივად არის არასრულფასოვანი აქტივი, ამ პრობლემის პირისპირ დგება მისი მესაკუთრე, რომელიც საერთოდ ვერ აცნობიერებდა შეძენის პროცესში, რომ ყიდულობდა ისეთ აქტივს, რომელიც შემდეგ სამართლებრივად პრობლემური გახდებოდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

ვაკის პარკი პრეფერენციული გადაწყვეტილებების ტიპური მაგალითია. გიგი უგულავას მერობის დროს გაცემულია ნებართვა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის რეკრეაციული ზონა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, კანონმდებლობაში წერია, რომ ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერმა მიიღო სპეციალური, საგამონაკლისო გადაწყვეტილება.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:38

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წლების განმავლობაში გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტია დაშვებული

ცუდია ის, რომ წლების განმავლობაში დაშვებულია ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტი გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში. მხედველობაში მაქვს პრეფერენციული პირობების მიცემა სამშენებლო კომპანიებისთვის: კერძოდ, ისეთ ადგილას მშენებლობის ნებართვის გაცემა, სადაც არ არის მიზანშეწონილი. ისეთი სიმაღლის და გაბარიტის შენობის დამტკიცება, რომელიც გარემოს და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და უფლებებს ლახავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ, რაც აშშ-თან კოორდინაციით მოხდება

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

14 აპრილი 2021, 23:26

მსოფლიო

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

14 აპრილი 2021, 23:18

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ჯო ბაიდენი

14 აპრილი 2021, 23:12

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.