imedi /  12 აპრილი 2021, 19:49 / სანდო წყარო

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა.

აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა შ.ზ. 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დღეს, 12 აპრილს წარედგინა.

შ.ზ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე 10 აპრილს დააკავეს.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 17:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, მიზნად გვაქვს დასახული ძალიან ამბიციური გეგმა, ევროკავშირში 2024 წელს წევრობაზე განაცხადის დაყენება, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი.

06 მაისი 2021, 16:56

ეკონომიკა

ევროკავშირის ენერგოგაერთიანება: მზად ვართ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06 მაისი 2021, 16:52

COVID19

ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 16:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩვენი ვიზიტი გრძელდება გერმანიაში. დღეს გვქონდა ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრა. დეპუტატებს ძირითადად საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ვესაუბრეთ, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

06 მაისი 2021, 16:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებამ (UKNF) ევროკავშირის Twinning-ის პროექტის შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, შემაჯამებელი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

06 მაისი 2021, 16:27

საზოგადოება

„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა.

06 მაისი 2021, 16:11

COVID19

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

„შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2021, 16:03

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, ის ციხიდან გამოსასვლელს ვერ პოულობს

ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია დარჩება ციხეში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გირაოს სახით გამოვა ციხიდან, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.

სერგეი ლავროვი

06 მაისი 2021, 15:57

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში.

თამარ არჩუაძე

06 მაისი 2021, 15:47

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 5 ქვეყნის 9 მიმართულებით შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ეტაპობრივად ფრენები აღდგება. 18 აპრილიდან Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერაა შესაძლებელი.

Starship SN15

06 მაისი 2021, 15:40

ტექნოლოგიები

Starship-ის პროტოტიპი პირველად აფრინდა და დაეშვა ისე, რომ არ აფეთქდა🚀ვიდეო

მორიგი ტესტის დროს, ტეხასში ხომალდის პროტოტიპმა SN15 წარმატებულად აიღო სტარტი, 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი უსაფრთხოდ დაეშვა. დაშვების შემდეგ ხომალდს მცირე ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ის მალევე ჩააქრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Starship-ის პროტოტიპი ტესტირების პროცესში არ აფეთქდა.

ლერი ბარნაბიშვილი

06 მაისი 2021, 15:33

რეგიონი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილი კომისიის მეორე სხდომა შედგა

დღეს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რიგით მეორე სხდომა შედგა კომისიისა, რომელიც პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

ერეკლე ღვინიანიძე

06 მაისი 2021, 15:24

სამართალი

ერეკლე ღვინიანიძე: სააღსრულებო წარმოება უფრო ეფექტური უნდა გახდეს

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ენტონი ბლინკენი

06 მაისი 2021, 15:16

მსოფლიო

სახელმწიფო მდივანი: უკრაინის საზღვართან რუსეთის საფრთხე კვლავ რჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს.

საქართველოს პროკურატურა

06 მაისი 2021, 15:07

სამართალი

პროკურატურამ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ, ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

06 მაისი 2021, 14:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, სამშენებლო მასალების საწარმოს „ფორმულა ქონსთრაქშენს“ ესტუმრა. საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი. საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

06 მაისი 2021, 14:51

კულტურა

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე

06 მაისი 2021, 14:50

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე: პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი, ეს მოლაპარაკებები სადავო პრობლემას სასიკეთოდ გადაწყვეტს

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, - განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

06 მაისი 2021, 14:46

სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

„საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

ნინო წილოსანი

06 მაისი 2021, 14:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას რა მოტივით მოითხოვს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.