imedi /  13 ივნისი 2021, 10:52 / სანდო წყარო

პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.რ., ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს. ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 10:22

კულტურა

როგორ გამოიყურება დედოფალი ელისაბედი Netflix-ის ახალ სერიალში. პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან

სტონტონი სერიალ „დედოფლის“ მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობს. ამ ეპიზოდს მაყურებელი, სავარაუდოდ, 2022 წელს იხილავს. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სერიალში, სნოუდონის გრაფინია პრინცესა მარგარეტის როლს ლესლი მენვილი ითამაშებს, პრინც პილიპისას - ჯონათან პრაისი, პრინცესა დიანას კი - ელიზაბეტ დებიკი.

31 ივლისი 2021, 10:12

თავდაცვა

სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.

31 ივლისი 2021, 10:09

რეგიონი

თეა წულუკიანი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ მდგომარეობას. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად იმსჯელა ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

31 ივლისი 2021, 09:48

სპორტი

სიმონე ბაილსი ბჯენით ხტომასა და ნაირსიმაღლის ორძელზე შეჯიბრიდანაც მოიხსნა

ამერიკელი ტანმოვარჯიშე, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონ ბაილზი ბჯენით ხტომასა და ნაირსიმაღლის ორძელზე შეჯიბრს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.

31 ივლისი 2021, 09:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია. მასთან ერთად სასტუმროს საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე გაეცნო.

31 ივლისი 2021, 09:12

მსოფლიო

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელე კოკ ტელოტია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

31 ივლისი 2021, 08:53

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები. გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა.

როშელ ვალენსკი

31 ივლისი 2021, 08:31

COVID19

როშელ ვალენსკი: აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს, - ამის შესახებ Fox News-ის ეთერში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 08:22

სპორტი

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა, ხოლო ძალოსნობაში, 96 კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას ანტონ პლესნოი ეცდება.

31 ივლისი 2021, 08:12

COVID19

საქართველო დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს არის ნაყიდი ვაქცინები. მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.

31 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 ივლისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო „ბოლი“

გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო „ბოლი“ - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

30 ივლისი 2021, 23:31

ტექნოლოგიები

Science Advances: მეცნიერებმა ტერაქტების პროგნოზირების ალგორითმი შექმნეს

მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.

30 ივლისი 2021, 23:02

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გაფრთხილებაა, რამაც მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გაფრთხილებაა, რამაც მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს მკაფიო ნიშნები, რომ გიორგი გახარიას პარტია კიევიდან ფინანსდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება. ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია

ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს. მე გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ვნახოთ, როგორ ჩამოვა, მაგის თავი არ აქვს, მშიშარა კაცია

ასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ, როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს. მშიშარა კაცია და შესაბამისად ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის მისია ასეთი განცხადება, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი - რაც შეეხება ახალ შესაძლო დოკუმენტს, ეს ფურცელი გადაშლილია

დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია და ეს იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

30 ივლისი 2021, 22:02

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზებული პირების დაახლოებით 85% ვაქცინირებული არ იყო

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზებული პირების დაახლოებით 85% ვაქცინირებული არ იყო. აღნიშნულს საფრანგეთის სოციალური სამინისტროს სტატისტიკური სამსახურის მონაცემები ცხადყოფს.

30 ივლისი 2021, 21:40

COVID19

ჯანმოს კვლევით, საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებების და სიკვდილის რისკს - ამ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს .