imedi /  16 ივნისი 2021, 14:10 / სანდო წყარო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქციური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.

მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქციური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება.

წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების - გ.ა.-ს, გ.გ.-ს, გ.ჩ.-ს, მ.ც.-ს და დ.დ.-ს მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა: 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იყო დანაშაულის ორგანიზატორის ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით, შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ, 155 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი. ამავე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებული იყო 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა.

2021 წლის 15 ივნისს, დაკავებული იყო დანაშაულში მონაწილე ხუთი პირი - გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ, რომელთაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო ორგანიზატორის ფ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლითა და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაუსწრებლად დაიწყო.

ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

ყველა სიახლე

ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 14:13

მსოფლიო

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

04 აგვისტო 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ

„ზოგადად არ ვართ სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ შეიძლება ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ. ამას ჯობია ყველაფერი. ამას ჯობია, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ზაალ უდუმაშვილი

04 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 14:05

საზოგადოება

,,ციფრული იუსტიციის სახლი“ - სერვისების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 14:04

სამართალი

საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება

რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს“

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

Probbox

04 აგვისტო 2021, 13:51

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

„პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს“, - დასძინა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:48

სამართალი

რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:47

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: საქართველოში 2 700 სოფელი სრულად დამისამართდება, რითაც ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს ზუსტი მისამართი ექნება

10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

„მობილური იუსტიციის სახლი“ აგვისტოდან ამოქმედდება

„პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და 6 რეგიონის ათეულობით სოფელს მოიცავს, საბოლოოდ კი, პროექტი სრულად დაფარავს საქართველოს ყველა იმ სოფელს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია“, - განაცხადა მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 13:44

საზოგადოება

იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების“ პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.

04 აგვისტო 2021, 13:38

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება".

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:38

საზოგადოება

ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

04 აგვისტო 2021, 13:37

საზოგადოება

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მეწყერი წყნეთში

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე: სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს და საავტომობილო გზა აღდგეს

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 13:32

საზოგადოება

დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

„12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

04 აგვისტო 2021, 13:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას ეკადრება

სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ.

04 აგვისტო 2021, 12:50

მსოფლიო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ვიდეო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.