imedi /  17 ივნისი 2021, 15:47 / სანდო წყარო

პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების და ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 10 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ჯ.ქ.-ს მიწის ნაკვეთები, ფართობებით 3203 კვ.მ და 703 კვ.მ, დ.ფ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 3001 კვ.მ, ნ.ქ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 2801 კვ.მ, დ.გ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 7103 კვ.მ, გ.ქ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 4252 კვ.მ, ო.კ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 12,500 კვ.მ, პ.კ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 1400 კვ.მ, გ.ს-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 5174 კვ.მ, სოფელ გურიფულში მდებარე ზ.ჩ-ს მიწის ნაკვეთები ფართობებით 2629 კვ.მ და 4338 კვ.მ და სოფელ პირველი მაისში მდებარე ზ.ბ-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 4802 კვ.მ. საერთო ჯამში 51 906 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები.

დეპარტამენტის მიერ ყველა ხსენებული პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი, შესაბამისად, შემდგომი სამართლებრივი პროცედურების დაწყების მიზნით დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა 10 დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 12 მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ყოფილი მსჯავრდებულის, ა.შ.-ს მიმართ მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა ხსენებული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ა.შ. 2011 წელს გასამართლებული იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისა ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიება მას ედავებოდა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 6298 კვ.მ მდებარე ქედის რაიონი სოფელი ორცვაში, კერძოდ ე.წ. ,,გორგინაულის’’ ტერიტორიაზე. 2010 წლის 19 მაისს ინდივიდუალურ მეწარმეს დაამზადებინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაშიც არ მოაქცია კრების ოქმით გაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი და ნახაზში მოაქცია ე.წ. „გორგინაულის“ ტერიტორიაზე თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილთან ერთად მომიჯნავე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6298 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 11 021,50 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, დამტკიცდა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და ა.შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა პირობითი სასჯელი 6 წელი და ჯარიმა 3000 ლარი. ამასთან, 2011 წლის 25 აგვისტოს ა.შ-ს და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე საჯარო რეესტრს წარედგინა განცხადებები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც გაუქმებულ იქნა რეგისტრაცია და უძრავი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.შ-მ 2010 წლის 10 მაისს სრულიად კანონიერი მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისთვის 1998 წლის 5 მარტის სოფელ ორცვას მეკომურთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. გამოძიება მის მიმართ წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ა. შ-ს მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.

დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოფილი მსჯავრდებულის ნ.ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ნ.ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ნ.ა-ს ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტზე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულების გამამართლებელი მტკიცებულებები. გამოიკითხა ათამდე მოწმე, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაიკითხნენ ნ.ა-ს დაკავების შემსწრე მოწმეები, რომლებიც თავდაპირველად, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულან. ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები. ვინაიდან საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით ნ.ა-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა და ამასთან, მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან არაჯანსაღი დაინტერესება, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ნ.ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 418 პირი, რომელთაგან 303 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 57 800 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 01:13

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი

05 აგვისტო 2021, 00:59

COVID19

ენტონი ფაუჩი: არავაქცინირებული ადამიანების დიდმა რაოდენობამ ვირუსის უფრო ძლიერი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.

05 აგვისტო 2021, 00:38

პოლიტიკა

საგარეო უწყება: რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

05 აგვისტო 2021, 00:28

პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანდრე ლიპანდმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

მაია კობახიძე

04 აგვისტო 2021, 23:36

COVID19

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი პედაგოგებს: ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, აღსაზრდელებსა და ოჯახის წევრებს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ის პედაგოგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვაქცინაციის ნებაყოფლობა მათ მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაგან, არ ათავისუფლებს.

04 აგვისტო 2021, 23:30

პოლიტიკა

ევროკავშირის ანგარიში: საერთო ჯამში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მეოთხე მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომები მიიღო .

ტარიელ კიპაროიძე
თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2021, 23:26

საზოგადოება

ტარიელ კიპაროიძე: თეა წულუკიანთან პირდაპირი პოლიტიკური ბრძოლის უნარი არ შეგწევთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გსურთ გადაიტანოთ ძეგლთა დაცვის პოლიგონზე

მისივე თქმით, თეა წულუკიანის გუნდს გულისყრი აქვს მიპყრობილი ევროატლანტიკურ ღირებულებებზე და ვექტორად მიაჩნია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ქარტია.

04 აგვისტო 2021, 23:20

საზოგადოება

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება

ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე.

ჯენ ფსაკი

04 აგვისტო 2021, 22:58

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაცია ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმის გამოცხადებას მხარს არ უჭერს

აშშ-ის ადმინისტრაცია ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმის გამოცხადებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 22:39

რეგიონი

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლების სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ააიპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა.

04 აგვისტო 2021, 21:53

COVID19

ამერიკელი ექსპერტები: კორონავირუსის „დელტა“ შტამის პიკის პროგნოზირება რთულია და ბევრი რამ ადამიანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული

ამერიკელი ექსპერტები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის პიკის პროგნოზირება რთულია და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არაპროგნოზირებად ფაქტორზე - ადამიანის ქცევაზე.

არჩილ თალაკვაძე

04 აგვისტო 2021, 21:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მიიღებს ბოიკოტის გადაწყვეტილებას, მათი ადგილი არ არის მათი კუთვნილება და ამ ადგილს სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილებას მიიღებს, მათი ადგილი არ არის მათი კუთვნილება და ამ ადგილს სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ელექტორატის ნაწილი მხარს დაუჭერს მმართველ პარტიას, ხოლო ნაწილი გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მომავალს ხედავენ არა ომში, არამედ თანამშრომლობაში.

მამუკა მდინარაძე

04 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ მოუწევთ ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ბოლომდე გავლენ პოლიტიკური სცენიდან

არსებობს მონაცემები, გარკვეული ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ თითქოს აპირებს არჩევნების ბოიკოტირებასაც კი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბოლომდე გამარგინალდებიან ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2021, 20:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში, რაზეც უმრავლესობაა პასუხისმგებელი. მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, მათ არ აქვთ დესტაბილიზაციის შექმნის არავითარი რესურსი.

ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს

შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვქონდა უალტერნატივო არჩევანი ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

მამუკა მდინარაძე

04 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს

პრეზიდენტმა ასე თქვა, რომ პოლარიზაცია შემცირდა. ეს არ არის ის რეალური მოცემულობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით იმ ამორალური კამპანიებით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს რეალურად - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 20:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას: დაბადების დღეს გილოცავ - ვამაყობ, რომ ძმასა და მეგობარს გიწოდებ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას 60 წლის იუბილეს ულოცავს.

04 აგვისტო 2021, 20:10

საზოგადოება

კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება, საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს

ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პროკურატურაში საერთშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნაზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 20:07

COVID19

Reuters: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 20:05

რეგიონი

ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებთი შეზღუდვები დაწესდება

კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.