imedi.ge /  19 ივლისი 2021, 15:32 / სანდო წყარო

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობის და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოცი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 7 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანასა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით, კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.

მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება.

წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა ცამეტი იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა - 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ, 155 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი.

ამავე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებული იქნა 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა.

2021 წლის 15 ივლისს, დანაშაულში მონაწილე 2 ფიზიკურ პირს - გ.ჩ.-ს და შ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო 5 ფიზიკურ პირს - ნ.გ.-ს, ა.ა.-ს, რ.გ.-ს, გ.გ.-ს და მ.ჰ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ. ამავე დღეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი დევნა 13 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამავე საქმეზე ბრალდებულ ფ.ნ.-ს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრს - გ.ა.-ს, გ.გ.-ს, გ.ჩ.-ს, მ.ც.-ს და დ.დ.-ს, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარე წლის 15 ივნისს დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით

ყველა სიახლე

დასტი ჰილი

29 ივლისი 2021, 09:12

კულტურა

ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ZZ Top-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზერნ-როკ ჯგუფია ისტორიაში. მხოლოდ აშშ-ში მათ თავიანთი ალბომების 25 მილიონ ასლზე მეტი გაყიდეს.

ლაშა ბექაური

29 ივლისი 2021, 09:00

სპორტი

ლაშა ბექაური: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში

„მე ვიტყოდი, რომ უფრო ხასიათით, ქართლი მებრძოლი სულით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს დღეც მოვიდა და იქ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

ჯომართ ახმედოვი

29 ივლისი 2021, 08:42

რეგიონი

საგარეჯოს რაიონში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

დაკარგულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ქრონიკას აცნობეს. შსს-ში განმარტავენ რომ გამოძიება 143-ე მიხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 08:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს თბილისში კონსულტაციების გამართავს

ევროპელი დეპუტატი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე ის Twitter-ზე საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეაფასა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ქმედებები.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივლისი 2021, 08:14

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ამინდი წვიმა

29 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი.

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „მედია-ტერორისტი“ „ჯიჰადს“ აანონსებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დააანონსა, რომ მისი ტელეკომპანია - გამოდის სპეციალური მუშაობის რეჟიმიდან და უბრუნდებიან მწვავე კრიტიკული გაშუქების სტანდარტებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილიუ

28 ივლისი 2021, 21:51

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ

დიახ, ეს ჟურნალისტები, მედია მფლობელებთან ერთად, ქმნიან და ემსახურებიან კონკრეტული პარტიის შენარჩუნების უნარს, ამ ტელევიზიებში შექმნილი გადაცემათა შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია დამფინანსებელთა ინტერესებთან. მათ მიერ ხდება ინფორმაციული პროპაგანდა, როგორც მიზანმიმართულად მანიპულირებული კომუნიკაცია, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი აზრით, გაუგებარია ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომ გამოდიან სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და უბრუნდებიან მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს, ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით

რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე: შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა

შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა, მათ „საქართველოსთვის“ კი არა, ობიექტურად თუ შევხედავთ, უნდა ერქვათ 43%-ისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა.

ჯო ბაიდენი სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:14

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.