imedi /  15 სექტემბერი 2021, 17:23 / სანდო წყარო

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე

ამ წუთებში, თბილისის პროკურატურაში „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე იმყოფება.

ნოდარ მელაძე უწყებაში მედიაში გავრცელებულ საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით დაიბარეს. მისი თქმით, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და მზადაა გამოძიების ფარგლებში, პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2021, 16:53

ეკონომიკა

დღეისათვის საქართველოდან ექსპორტირებულია 31.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი

დღეისთვის საქართველოდან 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

22 სექტემბერი 2021, 16:49

COVID19

თამარ არჩუაძე: აეროპორტების თანამშრომელთა ვაქცინაცია მათი მუშაობის სპეფიციკიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2021, 16:45

ტაბლოიდი

აშშ-ში ერთ-ერთ მოტელში ონკანიდან წყალთან ერთად მეტამფეტამინის კრისტალები მოედინებოდა

მოტელში წყალი გადაკეტეს და სასტუმრომ დროებით სტუმრებს მიღებაც შეწყვიტა. გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით მეტამფეტამინი ვიღაცამ წყალმომარაგების სისტემაში შეიყვანა. ქალაქის სხვა შენობებში მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა. სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს ეძებენ.

22 სექტემბერი 2021, 16:38

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 16:15

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 16:07

ტექნოლოგიები

IPhone დეპრესიის დიაგნოსტირებას „ისწავლის“

IPhone-ს მწარმოებელი კომპანია Apple გეგმავს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოავლენს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემა წერს Apple ამ საკითხზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ კომპანია Biogen-თან თანამშრომლობს.

ნათია თურნავა

22 სექტემბერი 2021, 15:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,51%-დან 8,5%-მდე გაზარდა

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს. „აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში ნათლად აღნიშნავენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ

22 სექტემბერი 2021, 15:52

კულტურა

ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა

"პრინცი ალბერტი აგრძელებს პრინც რენიეს და გრას კელის კულტურულ ტრადიციებს მონაკოს სამეფოში. ახლახან პრინცმა შექმნა ფონდი ახალგაზრდა მუიკოსების ხელშესაწყობად. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი ნორჩი ტალატების ხელშეწყობის საკითხებს. შესაძლო მომავალი პროექტი დამუშავების პროცესშია . მისასალმებელი და სასიხარულოა საქართველოს საპატიო კონსულის ბატონი დავიდ რანდალის ჩართულობა ამ პროცესში"-განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ.

22 სექტემბერი 2021, 15:42

საზოგადოება

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530; 2021 წელს გარდაიცვალა 86 აივ ინფიცირებული. 2020 წელს – 157, 2019 წელს – 116, 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი. 2021 წელს 86 გარდაცვლილთაგან: 71 მამაკაცია და 15 ქალი.

22 სექტემბერი 2021, 15:34

რეგიონი

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა. იმ მისამართებზე, სადაც უკვე დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ხორციელდება გადარეცხვის ღონისძიებები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

22 სექტემბერი 2021, 15:31

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო უწყება კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა. უწყების კომენტარს აღნიშნულ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 15:26

მსოფლიო

„თალიბანმა“ ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, თავიანთ რიგებში კორუფციაში, ამორალურ ქმედებებსა და შუღლის გაღვივებაში შემჩნეული პირები არ მიიღონ

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, თავიანთ რიგებში კორუფციაში, ამორალურ ქმედებებსა და შუღლის გაღვივებაში შემჩნეული პირები არ მიიღონ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Pajhwok-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 15:26

ტაბლოიდი

ბოსტონში ცნობილი „ვიწრო სახლი“ $1,25 მილიონად გაიყიდა🏠

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ორმა ძმამ მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთი მიიღო. ერთი ჯარს შეუერთდა და სანამ მსახურობდა, მეორე ძმამ მიწაზე დიდი სახლი ააშენა, რომელიც ნაკვეთის უდიდეს ნაწილს იკავებდა. სახლში დაბრუნებულმა ჯარისკაცმა კი „ვიწრო სახლი“ ააგო, რითაც ძმის სახლიდან გაშლილი ხედი გააფუჭა.

22 სექტემბერი 2021, 15:19

ტაბლოიდი

აუცრელობის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი ნიუ-იორკში პიცერიაში არ შეუშვეს 🍕

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აუცრელობის გამო ნიუ-იორკში პიცერიაში არ შეუშვეს, რის გამოც ქვეყნის მეთაურს ქუჩაში ჭამა მოუწია.

22 სექტემბერი 2021, 15:12

საზოგადოება

თბილისის მერმა 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ბინები, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ალბათ, ამის ნებაც არ იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემების მოგვარება“.

ნანა კაკაბაძე

22 სექტემბერი 2021, 15:05

სამართალი

ნანა კაკაბაძის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების კუთხითაც უნდა დაიწყოს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ნანა კაკაბაძე სავარაუდო ფარული ჩანაწერების საკითხს დღეს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ნანა კაკაბაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სხვა მუხლებითაც უნდა დაიწყოს. კაკაბაძე კერძო პირების მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობს. იგი მომხდარზე რეაგირებას ომბუდსმენისა და სახელმწიფო ინსპექტორისგან ითხოვს.

22 სექტემბერი 2021, 14:54

კულტურა

ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სინდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს პიერ დუტიოს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სინდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს პიერ დუტიოს შეხვდა.

22 სექტემბერი 2021, 14:53

კულტურა

თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი წარადგინა და ეროვნული პავილიონის კონკურსის თარიღი გამოაცხადა

„ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ერთი მხრივ, მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორეს მხრივ, ეპიდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ მსოფლიო სახელოვნებო მედიის, საერთაშორისო მაყურებლის და პროფესიული წრეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების ჩვენების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგდა გურულმა.

ეკატერინე ტიკარაძე კარლ ჰარცელი

22 სექტემბერი 2021, 14:52

საზოგადოება

ევროკავშირი, გაეროს ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ

„პირველადი ჯანდაცვა ეს არის ის რგოლი რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებებს ჯანმრთელობის კუთხით და ეს აისახება როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე შემდგომში რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზე. ჩვენ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ ტექნოლოგიებზე. ამ ტექნოლოგიებთან ერთად არის დაგეგმილი პერსონალის ინტენსიური გადამზადება, რომელიც ასევე არის დაწყებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ხარისხს. ამ სიახლით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ არამხოლოდ კონსულტაციის მიღებას, არამედ შესაძლებელი ხდება, ვიწრო სპეციალისტების ჩართულობით, პაციენტებისთვის კონკრეტული დიაგნოზის დასმა და დანიშნულების გაცემა. სამინისტრომ ძალისხმევით აღნიშნული უკვე დაინერგა 50 სოფლის ამბულატორიაში, ამ პროექტის დახმარებით კი წლის ბოლომდე 100-ზე მეტ ამბულატორიაში იქნება უკვე ტელემედიცინის აღჭურვილობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ბურდილაძე

22 სექტემბერი 2021, 14:49

საზოგადოება

ირაკლი ბურდილაძე: თბილისს მართავს გუნდი, რომელიც პრობლემებში შესაძლებლობებს ხედავს

ქალაქს აქვს განვითარების სერიოზული სტრატეგია. მილიარდ 700 მილიონი ლარის ბიუჯეტი, ეს არაა სახუმარო თემა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ განუცხადა.