imedi /  01 ოქტომბერი 2021, 15:53 / სანდო წყარო

შსს: ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას

შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. ამასთან, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; 900-მდე პოლიციელმა გაიარა სწავლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

„პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სწრაფი და კოორდინირებული გაცვლის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან საკონტაქტოდ გამოყოფილია სხვადასხვა დეპარტამენტის კონკრეტული თანამშრომლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ, შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ.

წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც უკავშირდება ან შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში, დღეის მდგომარეობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 27 საქმეზე.

საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის 10 საქმეზე მიმდინარეობს წინაასარჩევნო პროცესში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე.

სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე.

სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მომხდარზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანების ფაქტზე.

აქტიურად გრძელდება გამოძიება ცაგერის მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ავტომანქანის მიმართულებით სროლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2021 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 169 -ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების სამსახურიდან იძულებით შესაძლო გათავისუფლების ფაქტზე.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, უკვე გამოკითხულია 6 პირი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია 23 პირის მოწმის სახით გამოკითხვა. სამწუხაროდ, 6 პირი გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ასევე დაიწყო გამოძიება ამავე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შესაძლო იძულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით დღეის მდგომარეობით, გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა 30-მდე პირმა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მოწმეთა საგამოძიებო ორგანოში გამოძახება. სამწუხაროდ, 12 პირი დღემდე გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე ოპერატიულად ახდენს რეაგირებას და მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით აქტიურად უზრუნველყოფს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებას.

დამატებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე“, - განაცხადა დარახველიძემ.

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 14:04

პოლიტიკა

წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანულ კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ.

18 ოქტომბერი 2021, 14:00

პოლიტიკა

„ენგურჰესი“: ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება

შპს „ენგურჰესი“, ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებას პასუხობს. „კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.

18 ოქტომბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ.

18 ოქტომბერი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი, ამ ეტაპზე, უკვე გამოითქვა უკვე IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ, სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ - აღნიშნა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 13:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება

18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

18 ოქტომბერი 2021, 13:41

პოლიტიკა

„ენგურჰესი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრალდებებზე: დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 13:36

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 13:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 13:28

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მოსახლეობის ნაწილი მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ხმაური იყო.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი

მოველოდი, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელა წავიდოდა, რადგან ანტივაქსერები მძლავრობენ, მაგრამ ამას, რაც მოხდა, არ ველოდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და წელს გრიპის კომპონენტი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, რადგან მოსახლეობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

„რამდენიმე ვარიანტია: პირველი - ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იგივე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირებაა საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია. მეორე - როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს. და ბოლოს, მესამე - შეიძლება ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კოვიდიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ ორი ვაქცინაცია“, - განმარტა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია - ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან

„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! საბოლო ჯამში, ქვეყანას აზარალებს. გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანსა და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

18 ოქტომბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის ბიზნეს შეხვედრები იმართება

ფორუმში 20 -მდე სლოვაკური და 50-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

ლოიდ ოსტინი
ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:03

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინის დახვედრის ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავადაცვის სამინისტროს ეწვია, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:00

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი ვაქცინაციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი, პირბადის ტარებაზე, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებაზე უარი და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული დიდი თავყრილობებია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთაც ქვეყანაში ეპიდვითარება დაამძიმა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ნამდვილად აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს - მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი იყო

„სულ ახლახან, საკმაოდ დიდი პოლიტიკური აქტივობა, თავყრილობა იყო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, საბედნიეროდ, არა უმრავლესობამ, წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროში, იმ კოშმარში დაბრუნების სურვილი გამოხატა“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას.

18 ოქტომბერი 2021, 12:44

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:44

COVID19

ნათია თურნავა: ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება, ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ

„ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს, გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, - განაცხადა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 12:39

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკა „პერსონა“ 10 წლისაა

ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკა „პერსონა“ 10 წლისაა. „პერსონა“ ქართული ტელესივრცის ერთადერთი გადაცემაა, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად მასპინძლობს ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს - ხელოვნების ლეგენდარულ, ცნობილ, დავიწყებულ თუ ისეთ წარმომადგენლებს, რომლებიც ტელესივრცეებს არ სწყალობენ.