IMEDI /  12 ოქტომბერი 2021, 00:30 / სანდო წყარო

პროკურორი ვალერი გელაშვილის საქმეზე: მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა მოსამართლის წინაშე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ გასცა ბრძანება ანგარიშსწორება მომხდარიყო

ჯარჯი წიკლაური

ჯარჯი წიკლაური

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა, სხვა შემთხვევაში, პროკურორის შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა. აღნიშნულის შესახებ ჯარჯი წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ვალერი გელაშვილის საქმეში იკვეთება, რომ მისი ცემის ბრძანება უშუალო მიხეილ სააკაშვილმა გასცა? - ჯარჯი წიკლაურმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, საქმეში რომ არ ყოფილიყო უტყუარი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა“.

„არც საერთაშორისო, მაღალი რანგის ექსპერტები შეაფასებდნენ, რომ დევნის დასაწყებად საკმარისი სტანდარტი იყო. მტკიცებულებები არის მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ამხელენ მიხეილ სააკაშვილს. სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, რადგან მიზანშეწონილი არ არის. თითოეული ეს ადამიანი სასამართლოში წარსდგა და მოსამართლის წინაშე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ გასცა ბრძანება ანგარიშსწორება მომხდარიყო. აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილზე, სხვა ადამიანებიც ამბობენ ამას. ის, რომ პოლიტიკოსები ამხელენ მიხეილ სააკაშვილს და მათი ჩვენებები სანდო ვერ იქნება, ეს არ არის რელევანტური. როდესაც საუბარია მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, ბუნებრივია მის გარშემო მყოფი ადამიანები, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალჩინოსნები, საჯარო მოხელეები, ბუნებრივია, პოლიტიკოსები იქნებოდნენ. როგორ შეიძლება ასეთი რანგის საქმეზე მიგვითითონ, რატომ არის მოწმე პოლიტიკოსები, ეს არარელევანტური არგუმენტია“, - განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაურმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, ანგარიშსწორება მოეხდინა ვალერი გელაშვილზე, რის შემდეგაც ეს საქმე ივანე მერაბიშვილმა შეასრულა.

„ამას გიდასტურებთ. ეს არის უტყუარი ჩვენება, რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ჩვენება“, - განაცხადა წიკლაურმა.

ჯარჯი წიკლაურმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ არის დადებითად შეფასებული მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებამ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა ბრალდებასთან დაკავშირებით გამოიყენა.

„მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე ბრალდებულია ორ საქმეზე - ე.წ. 7 ნოემბრის საქმე და ე.წ. „გაფლანგვის საქმე“, ხოლო მსჯავრდებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ „გირგვლიანის საქმეზე“ და „ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე“. თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილის მიმართ დევნა დაიწყო, ჩვენი ოპონენტები ყოველთვის აყენებდნენ ეჭვქვეშ საკითხებს, რომ არ არსებობდა მისი ბრალეულობის დასადასტურებლად მტკიცებულებები, გვაკრიტიკებდნენ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული იყო. როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსის მიმართ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, პროკურატურის მოლოდინი იმთავითვე იყო, რომ გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნებოდა ყველა ბრალდების საქმე. ამიტომაც ჩვენი ინტერესი იყო უმაღლესი რანგის, რეპუტაციის და გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტები ჩართულიყვნენ და მათი მხრიდან შეფასებულიყო. დღეს ამ ბრალდების საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს. სამი წამყვანი სახელმწიფოს - ამერიკის, ისრაელის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები მოვიწვიეთ. ეს ადამიანები არაერთხელ იყვნენ უშუალოდ ჩართულები მაღალი რანგის თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების ბრალდების საქმეებში. ჩვენი ოპონენტები რომ მიუთითებენ, მათ რაღაც დაინტერესება შეიძლებოდა ჰქონოდათო, ასე ყველაფრის თქმა შეიძლება. პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ნებისმიერი ადამიანი იღებს გასამრჯელოს, მათ შორის, მოსამართლე, მათ შორის, ევროპული სასამართლოს მოსამართლეებიც და რა ვქნათ ახლა, მოსყიდულები ვეძახოთ მათ?“, - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა „ეს საქმეები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ყველა სიახლე

მამუკა წოწერია

24 ოქტომბერი 2021, 19:32

რეგიონი

მამუკა წოწერია: მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება

მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, ანზორ მელიას მოუწოდა, რეალურად შეაფასოს ზუგდიდში არსებული ვითარება. წოწერიას აღნიშნა, რომ მის კონკურენტს სათანადო საარჩევნო კამპანიაც არ უწარმოებია.

24 ოქტომბერი 2021, 19:12

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ ბუნტზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლევან ანდრიაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:36

პოლიტიკა

ლევან ანდრიაშვილი: 30 ოქტომბერს ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას

ზუსტად ვიცით, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

24 ოქტომბერი 2021, 18:31

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თელავში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, უმრავლესობის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.

24 ოქტომბერი 2021, 18:11

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე

გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. აი, ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გივი სიხარულიძე

24 ოქტომბერი 2021, 18:06

რეგიონი

გივი სიხარულიძე: იოსებ ხახალეიშვილი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, ვაჟკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში

„მე არც „ოცნების“ წევრი ვარ, არც „ნაციონალების“, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვარ „ოცნების“ მხარეს, რადგან აქ ქართული სული ტრიალებს. ქართველი ერის მიმართ სიყვარულია. მე არაფერი ლიბერალური არ მომწონს. ახლა მერად რომ ირჩევენ, ახალგაზრდა ბიჭია, იოსებ ხახალეიშვილი, მომწონს იმით, რომ ვიცი, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ვიცი, რომ ვაჟკაცია, ვიცი, რომ კაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში", - განაცხადა სიხარულიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, ლევან ანდრიაშვილმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას მე პირადად ვპირდები

ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ნინო ლაცაბიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:44

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“

„დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა - ადამიანების დაშინება, ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფა და განსაკუთრებულად კარგად ეს ყოველთვის დავით კირკიტაძეს გამოსდიოდა. დღესაც წარმატებით აგრძელებს ამას რუსთავში. მთელი არჩევნების განმავლობაში მოვუწოდებდით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიეცათ რუსთაველებისთვის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში ჩაგვეტარებინა საარჩევნო კამპანია და მშვიდ გარემოში მივსულიყავით არჩევნებზე და მიგვეცა ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ერთი რამით არიან დაკავებულები - ეს არის დესტრუქცია, ტყუილზე აგებული საარჩევნო კამპანია და ამას აგრძელებენ დღესაც. 3 და 4 ადამიანი კი არა, ათასობით ადამიანი, ოჯახები იყვნენ რეპრესირებულები მათ დროს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც ძალადობის მეტი არაფერი უკეთებია და დღესაც ამას აგრძელებს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან

მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამწუხარო ფაქტია, მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბრამდე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სიმშვიდის შენარჩუნება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა დავივიწყოთ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, ჩავაბაროთ წარსულს და 30 ოქტომბრიდან გადავერთოთ საქმის კეთებაზე

„30 ოქტომბერს დასრულდება კიდევ ერთი, სამწუხაროდ, პოლარიზებული არჩევნები და 3 წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში 2024 წლამდე. ეს გვაძლევს მშვიდი განვითარების საშუალებას. შემდეგი 3 წელი თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნის, ამ რეგიონის, თელავის განვითარებას დაეთმობა და ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ამ კუთხისთვისა და მთლიანად ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს - 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის პირველი მაჩვენებელი რეგიონის, ევროპის მასშტაბით. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ, დანარჩენი ჩვენი საქმე შემდეგი 3 წლის განმავლობაში იქნება თავიდან ბოლომდე ქვეყანასა და ყველა რეგიონზე ზრუნვა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, ხალხი დაიღალა, ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს

სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება

„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლიციის მანქანა

24 ოქტომბერი 2021, 16:58

რეგიონი

სვანეთში დაკარგულ კაცს ეძებენ

გაუჩინარებული წალენჯიხის მკვიდრია. ოჯახის ინფორმაციით, ის მესტიის სოფელ ჭუბერში მდებარე ხის საამქროში მუშაობდა. კაცი საამქროდან სახლის მიმართულებით ერთი კვირის წინ წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ოჯახის ცნობით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.

ნინო ლაცაბიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:57

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში

დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, „ინტერპრესნიუსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადების პასუხად.

24 ოქტომბერი 2021, 16:37

რეგიონი

ხათუნა ჟორდანია: მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ ვუჭერ მხარს იოსებ ხახალეიშვილს

„ქუთაისი ჩემი დედულეთია, მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს“, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში

„როგორც მოგეხსენებათ, 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება. თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლისა და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. ზუსტად ამაზე გვქონდა დღეს საუბარი. მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც თიანეთის განვითარება ჰქვია . ლევან წიკლაური ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე ღირსეული კანდიდატია და თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება

არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.