01 ნოემბერი 2021, 18:12 / სანდო წყარო

პროკურატურა გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს

საქართველოს პროკურატურა 29 ოქტომბერს, „მთავარის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, მას დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად დაამახინჯა ფაქტები.

საქმე ეხება საქართველოს პროკურატურის მიერ, გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რის შედეგადაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

„ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ერთის მხრივ, საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, ხოლო მეორეს მხრივ, წარმატებული სპეციალური ოპერაციის დაკნინების მცდელობა. აქვე, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასთის მხარდაჭერით.

ამასთან, პროკურატურა განმარტავს, რომ, 19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით, ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, მათ შორის - ორგანიზებული დანაშაულის რამოდენიმე ხელმძღვანელი პირი.

„ღონისძიების ჩატარებაში, ჩართული იყო 90-მდე ქართველი სამართალდამცავი, ასევე 20-მდე გერმანელი ოფიცერი და პროკურორი. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ყველა ის პირი, რომლის ბრალეულობაც, ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეში იკვეთებოდა. საქმეზე კვლავ გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჩატარებული სპეციალური ოპერაცია მაღალ დონეზე შეფასდა გერმანული მხარისა და ევროჯასთის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი საქმიანობის, ამ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენაში ჩართულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

„ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სატელევიზიო გადაცემაში ნახსენებ კომპანიას სს „მიდელ სის კაპიტალს“ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და საქმის მასალებში, მათ შორის, გერმანული მხარის მიერ მოწოდებულ მასალებში, დასახელებული კომპანია არც პირდაპირ და არც ირიბად არ ფიგურირებს. რაც შეეხება გადაცემაში ნახსენებ შოთა შალელაშვილის ოჯახის წევრს - გარი შალონს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სს ,,ქართუ ბანკის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მიმდინარეობს ცალკეული ფიზიკური პირების მიერ, განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. საქმეზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებულია ათეულობით მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა კოორდინაციაშია და აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ღონისძიებაში ჩართულმა გერმანელმა სამართალდამცველებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ და ევროჯასთმა (სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელი) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების სპეციალური ოპერაცია წარმატებულად შეაფასეს და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

„მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია ,,მთავარმა“ მოგონილი და არარსებული ინფორმაცია გაავრცელა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმატებული სპეციალური ოპერაციის დაკნინების მცდელობას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენი

09 დეკემბერი 2021, 02:06

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 01:38

მსოფლიო

პენტაგონი: ამ ეტაპზე არ გვაქვს განცხადებები ან გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.

09 დეკემბერი 2021, 00:47

საზოგადოება

გაზგამანაწილებელ ქსელზე დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

09 დეკემბერი 2021, 00:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:32

საზოგადოება

გიორგი კალანდია: თუ იმაზე ვკამათობთ, ბიძინა ივანიშვილი რატომ არის საქართველოს ისტორიის წიგნში შეტანილი, ეს უბრალოდ სასაცილოა

თუ ჩვენ იმაზე ვკამათობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რატომ არის შეტანილი საქართველოს ისტორიის წიგნში ეს უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ბულინგი, სიძულვილის ენით საუბარი უფრო პოპულარული და მისაღებია, ვიდრე მადლიერების გამოთქმა.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:29

საზოგადოება

გიორგი კალანდია: ამ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები და თავიანთი საქმის მაღალი პროფესიონალები

მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ სახელმძღვანელოების ავტორებს, ისინი არიან უმაღლესი პროფესიონალები. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. საქართველოს ამ ისტორიის წიგნში, რომელზეც ახლა კამათია, ამ ადამიანებს ისტორიული ფაქტების აღნუსხვის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:13

საზოგადოება

გიორგი კალანდია: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი

თამამად შემიძლია გითხრათ და ამის გადამოწმებაც შეიძლება, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ გავექცევით, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 დეკემბერი 2021, 00:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 დეკემბერი 2021, 00:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ისტორიის სახელმძღვანელოს მონაკვეთი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა

ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომის შესახებ არსებულ მონაკვეთთან დაკავშირებით აგორებული კამპანია, ჩემი ვარაუდით, გამიზნული რუსული საქმის კეთება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რომელია სახელმძღვანელოში არასწორი? ბიძინა ივანიშვილი არ იყო და არ არის მეცენატი?!

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან აღიზიანებს. რომელია სახელმძღვანელოში არასწორი, ეს ადამიანი არ იყო და არ არის მეცენატი?! არ იყო და არ არის ქველმოქმედი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის წამებაზე საუბარი არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის

„თუ აინტერესებთ რა არის წამება, ჰკითხონ თავიანთ მაშინდელ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პენიტენციურ სისტემებში მუშაობდნენ. წამება არის ის, რაც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე და წამება იყო ის, რის გამოც ის 10 000 ადამიანი მიდიოდა შუაღამეს ნოტარიუსთან და სახელმწიფოს „ჩუქნიდა“ მთელი ცხოვრება ნაგროვებ ქონებას. ეს ხდებოდა წამების საფუძველზე, მაგრამ სააკაშვილის წამებაზე საუბარი და ის, რაც დღეს ხდება, არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის, მათ მომხრეებშიც კი. მათ მხარეს რამე სიმართლე მაინც რომ იყოს, ისინი კარგად შეფუთავდნენ ამ სიმართლეს. პიარი ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ - წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის

იმ ნაწილში, სადაც სააკაშვილი ამბობს საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ ჩადიოდა დანაშაულს სამშობლოს სიყვარულით და ამიტომ ეს დანაშაული არ იყო, სააკაშვილმა ბრალდების მიერ გაჟღერებული ფაქტები დაადასტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 დეკემბერი 2021, 23:42

მსოფლიო

მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა

მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, ხოლო სამი - მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ მალიში გაეროს მისია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს

​​​​​​​შესარიგებელიც არაფერია, როგორც ერთ ადამიანს, გულწრფელად ასე მგონია. თავი დაანებონ ტყუილებს, რაღაცეების მოგონებას და მერე ამ მოგონილი ამბებით ვითომ სიბრაზის დემონსტრირებას, თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს, არეულობის ყველა სქემა ჩავარდა. ყველაფერი იკადრეს და როცა ზუსტად მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ, ააფრიალეს თეთრი დროშა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

08 დეკემბერი 2021, 23:17

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად.

08 დეკემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენი უწყების მიმართ ბათუ ქუთელიას ბრალდებები უსაფუძვლოა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტია „დროას” წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბათუ ქუთელიას ბრალდება საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, თითქოს ისინი არ გამოხატავენ უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, უსაფუძვლოა.

ჯასტინ ტრიუდო

08 დეკემბერი 2021, 22:05

მსოფლიო

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ დაწერა.

08 დეკემბერი 2021, 22:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიღებით გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

08 დეკემბერი 2021, 21:55

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ.