03 ნოემბერი 2021, 15:45 / სანდო წყარო

სუსი: ბოლო დროს სოცქსელებსა და მედიაში მოქალაქეები პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით მოუწოდებენ, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას განახორციელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.

მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, - აცხადებენ სუსში.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2021, 08:24

პოლიტიკა

დღეს შვედეთში ეუთოს მინისტერიალი იწყება, რომელშიც დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას

დღეს შვედეთში ეუთოს მინისტერიალი იწყება, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოვა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გარდა, დეოკუპაციის დასაწყებად გადასადგმელ ნაბიჯებსა და მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ნინო გოგორიშვილი

02 დეკემბერი 2021, 08:18

სამართალი

ექიმი ნინო გოგორიშვილი: სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კვების რაციონი არის სრული, რასაც თქვენ ჭამთ, იმას ჭამს, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით

„დღევანდელი დღით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მზად არის ხვალინდელი დღისთვის. გუნება-განწყობა არის დამაკმაყოფილებელი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არ არის. ანალიზების მხრივ ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რიგზეა. ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არის პრობლემა. მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ. ფერმენტები არის უამრავი. ნათქვამი იყო არასპეციალისტის მიერ. ფერმენტებთან დაკავშირებით შემიძლია, ვილაპარაკო სპეციალისტთან და არასპეციალისტმა უნდა მიხედოს თავის სფეროს. რაც იყო ნათქვამი, ისიც უკვე თითქმის ნორმის ფარგლებშია“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

02 დეკემბერი 2021, 08:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ძლიერი გარანტიაა, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 08:05

ეკონომიკა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 01:00

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: დასავლეთში მას რეალური მხარდამჭერი აღარავინ ჰყავს

ნიკა გვარამიას სახე ნახეთ სასამართლოზე? როცა ხედავდა, რომ წამგებიანია, რასაც ბოდავდა სააკაშვილი და შემდეგ ფურცლებს უცურებდა. შემდეგ კი თქვა, არ მოგენატრათ, რომ კითხულობსო? ეს ბრეჟნევის მარაზმის სცენა იყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:59

საზოგადოება

პეტრე მამრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია

ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია, სპეკულაცია სიკვდილზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რესურსი ამოწურული აქვს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილის შიმშილობა რეალურად ძვირადღირებული დიეტა იყო

საერთოდ არ გაინძრა დასავლეთი სააკაშვილისთვის. სააკაშვილის თანამზრახველებმა ძალიან კარგად იციან, რომ იმ დღეს, როდესაც დააპატიმრეს, როდესაც აჩვენეს მისი არაადეკვატურ მდგომარეობაში ყოფნა რუსთავის ციხეში შეყვანის დროს, როდესაც აჩვენეს მისი დაკავება ბინაში, თბილისში ვინმე გაინძრა? გულის კარნახით ვინმე გამოვიდა ქუჩაში?, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ლონდონის ბირჟაზე გაჰქონდა „საქართველოს რკინიგზა“

„ოქროს მოპოვება, სპილენისა და მანგანუმის მოპოვება და სხვა - ყველაფერი გადავიდა ექსკლუზიურად რუსული ფირმების ხელში, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 დეკემბერი 2021, 00:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:28

საზოგადოება

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება

ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა და თქვა, რომ სააკაშვილთან ფსიქოლოგიც საჭიროა და ფსიქიატრიც. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მელიას ამოშლა პოლიტიკური სპექტრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ნომერ პირველი ამოცანა იყო

„მელიას დაპატიმრების კადრებმა მოიარა CNN-ი, BBC-ი, „ევრონიუსი“, სააკაშვილისთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ნებისმიერი ადამიანი ფეხებით ჩამოკიდებას და ცეცხლის შენთებას უფრო მოითმენს, ვიdრე სააკაშვილი მის გადაფარვას საერთაშორისო მედიაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.ვ

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა. გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი ეს იყო ე.წ. „ტროიკა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა

სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 00:04

სამართალი

გიორგი მუჯირი: 26 მაისს უამრავი ადამიანის დასახიჩრებიდან მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს

2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

01 დეკემბერი 2021, 23:55

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:52

სამართალი

პროკურორმა დაასახელა ის ადამიანები, ვისი საჩუქრებისთვისაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა

„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი აიფონი, ივანა მელაისთვისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

გიორგი მუჯირი: კანონით, ლიპოსაქცია სახელმწიფო საიდუმლოება ვერ იქნება

როდესაც პრეზიდენტი მიდის ოფიციალურ შეხვედრაზე, გამოიცემა განკარგულება და ის ოფიციალური მივლინებით მიემგზავრება. ამ პროცედურები არის პროტოკოლით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად იხდის ხარჯებს. არანაირი სამართლებრივი საბუთი არ არსებობდა და არც მონაკოში, არც ტაილანდში და არც სხვა კურორტებზე დასვენება არ ემსახურებოდა ოფიციალურ, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს ხარჯები იყო ცალსახად მხოლოდ დასვენებისა და გართობის, - ამის შესახებ გაფლანგული 9 მილიონის საქმის პროკურორმა,გიორგი მუჯირმა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

პროკურორის თქმით, გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის 114 000 ლარი დაიხარჯა

9 მილიონი ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით არის წარმოდგენილი. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა: ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:33

სამართალი

პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა

„ასევე დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მილიონი ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მილიონი ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები“, - განაცხადა პროკურორმა.