imedi /  04 ნოემბერი 2021, 13:58 / სანდო წყარო

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი: იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული შეფასებები აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომიტეტის განცხადებით, ეს შეფასებები აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია.

„ყველა სუბიექტს შევახსენებთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარეშე ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელების ჩათვლით, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია - პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ყველა გარეშე სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ - ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება. კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო.

გაუგებარია, თუ რატომ შეფასდა აღნიშნული კონფერენციის ჩატარება ,,ნაჩქარევად“: კონფერენცია დაინიშნა და მისი დღის წესრიგიც გამოქვეყნდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით. ამდენად, ყველა დაინტერესებული პირისათვის 7 დღით ადრე გახდა ცნობილი კონფერენციის თარიღის და განსახილველი საკითხების შესახებ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე ,,ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და რომ ,,დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს“. ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ასარჩევად კანონი საკონკურსო პროცედურების განხორციელებას არ ითვალისწინებს. უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს. არც წარსულში ყოფილა შემთხვევა და არც 31 ოქტომბრის კონფერენციაზე შეზღუდულა რომელიმე მოსამართლე - დაესახელებინა კანდიდატურა და ამგვარად ჩაბმულიყო საარჩევნო პროცესში. არჩევნები ჩატარდა სრულიად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში, კანონით დადგენილი ფარული კენჭისყრის პირობებში. თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი,მზად ვართ ვიმსჯელოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა. არადა, სასამართლო ხელისუფლებისთვის უპირველესი მიღწევა, მისი რეალური დამოუკიდებლობის გამოხატულება სწორედ ისაა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სისტემისავე შიგნით აღიარებული მათი დამსახურების და ჩამოყალიბებული შეხედულებების საფუძველზე.ამიტომ, საბჭოს წევრად ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა ან აურჩევლობა ვერ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ სისტემის გარეთ არსებული, რიგ შემთხვევებში სუბიექტური განწყობების საფუძველზე.

2013 წლიდან მოყოლებული სასამართლო ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა რეფორმების 4 ეტაპი, რომელთა შედეგად სრულად არის უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება. ჩვენ კვლავაც გახსნილნი ვართ ყველა შესაძლო რეფორმის მიმართ, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ სისტემურ გაუმჯობესებებზე და არა ცალკეული მოსამართლეების დევნაზე. ამასთან, რეფორმის პროცესში სასამართლო უნდა მონაწილეობდეს სრულუფლებიანი, კვალიფიციური პარტნიორის სტატუსით, რომლის აზრიც მოსმენილი და გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას და რომელიც დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო თავდასხმებისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა, ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს წარმოადგენს. საკითხს ასევე გამოეხმაურნენ აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2021, 13:59

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი მისია, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეოთხედი ან მეხუთედი სანდრასია, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბორის ჯონსონი ემანუელ მაკრონი

02 დეკემბერი 2021, 13:59

მსოფლიო

Le Canard Enchaîné: ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა კრიზისის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბორის ჯონსონი „კლოუნად“ მოიხსენია თავის მრჩევლებთან გაცხარებული ბრიფინგის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Canard Enchaîné ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:43

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასამართლო დარბაზში არსებული გისოსების შიდა მხარე ლურჯადაა შეღებილი და ეს არ მოსწონს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გისოსები, რომელშიც სასამართლო დარბაზში უწევს ჯდომა, გარედან ყავისფრადაა შეღებილი, თუმცა, შიგნიდან ლურჯია. მისი აღქმით, ეს შეთხვევითი არაა.

მიხეილ სააკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი და კომედიებზე ფუჭად ხარჯვის დრო არ მაქვს

„მომიყვანეთ ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ არის ახლა. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

02 დეკემბერი 2021, 13:30

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული კავკასიაში EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს და საინვესტიციო კლიმატის ანალიტიკოსს ნიკოლა ლიპარის შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გია აბაშიძე

02 დეკემბერი 2021, 13:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა, ნიშანდობლივად სიმბოლურია, რომ დღეს, განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი

,,შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა.’’ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

02 დეკემბერი 2021, 13:25

საზოგადოება

პარლამენტის ბრიფინგების დარბაზს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ,,ნინო წილოსანის წინადადებით, პარლამენტის B კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. „ბრიფინგების ოთახი“ დღეიდან საქართველოს ეროვნული გმირის სახელს ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2021, 13:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ დაარქვა „პიჯაკების საქმე", თუმცა, პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?

ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე" დაარქვან, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:17

სამართალი

პროკურორი აცილებაზე: მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა

პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

02 დეკემბერი 2021, 13:16

რეგიონი

აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 13:13

სამართალი

პროკურორი სააკაშვილის ადვოკატებს: თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით

თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით, - ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებმაც მისი აცილება მოითხოვეს.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ბიუჯეტის მიმართ არსებული 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

ედიშერ გვენეტაძე

02 დეკემბერი 2021, 13:04

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ეს კაცი ნელი ტანჯული სიკვდილით მოკლეს მისივე შვილის, ნათლიის სააკაშვილის დავალებით, მან დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს

მიხეილ სააკაშვილმა დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს! ამიტომაც მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით!’’ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.

02 დეკემბერი 2021, 13:04

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

02 დეკემბერი 2021, 13:00

სამართალი

სასამართლომ პროკურორის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმე განიხილება, დაცვის მხარემ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის იყო შუამდგომლობა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შესახებ. ნიკა გვარამიას მტკიცებით, მუჯირმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია.

დავით ქართველიშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11-წლამდე განაჩენს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა წყვილიდან - ერთია განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია

,,დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე "გენერალი" ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

02 დეკემბერი 2021, 12:53

COVID19

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 12:34

COVID19

გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს

გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა - სინამდვილეში, საქმე ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება და უნდათ, დაიყვანონ პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას.

02 დეკემბერი 2021, 12:29

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა უწყების მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.