IMEDI /  10 ნოემბერი 2021, 13:06 / სანდო წყარო

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებისგან ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს არ დაესწრება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა ამის მიუხედავად, მას სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია. ამ ვითარებაში სიცოცხლის რა მონაკვეთი დარჩა, ამის თქმა ძალიან რთულია. მას დაეწყო შიმშილობიდან გამომდინარე შინაგანი ორგანოების ტკივილები. ამავდროულად, ახლა 13:00 საათზე სასამართლოში არის პროცესი, სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. მას გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული. მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, ჰქონდა სურვილი, რომ სასამართლო პროცესს დასწრებოდა. ის მოიკრეფდა ძალებს და სასამართლო პროცესზე მივიდოდა. პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გამოცხადება“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ყველა სიახლე

ლევან იოსელიანი

02 დეკემბერი 2021, 20:53

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ვალერი გელაშვილს, სანდრო გირგვლიანის ოჯახს, 26 მაისს დაზარალებულებისა და გარდაცვლილის ოჯახებს, უამრავ ადამიანს

„გაურკვეველია და უცნაურია, რატომ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რასაც შემდეგ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი აღშფოთება მოჰყვება. მე ვეტყვი, ვის უნდა მოუხადოს ბოდიში. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ უამრავ ადამიანს, ვისაც ციხეში არაადამიანურად მოექცა. აი, მათ უნდა მოუხადოს ბოდიში. ასევე, ბოდიში უნდა მოუხადოს ვალერი გელაშვილს, სანდრო გირგვლიანის ოჯახს, 26 მაისს დაზარალებულებისა და გარდაცვლილის ოჯახებს. უამრავ ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს ყველაფერი. თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მას აქვს ეს ბოდიში მოსახდელი და ბოდიშის მოხდა, ჩემი აზრით, ღირსეული საქციელია“, - განაცხადა იოსელიანმა.

02 დეკემბერი 2021, 20:52

თავდაცვა

ირაკლი ბერაიამ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

„მინდა აღვნიშნო ქალბატონი როსარიას წვლილი ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში. ასევე, ხაზგასმას იმსახურებს მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც კომიტეტს სამეკავშირეო ოფისთან ჩამოუყალიბდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და იმ პროგრესზე, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსში ინტეგრაციის გზაზე აქვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ალიანსის მხრიდან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ანრი ოხანაშვილი

02 დეკემბერი 2021, 20:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არცერთ სახელმწიფო მოხელეს უფლება არ აქვს თავს უფლება მისცეს ოჯახსა და საკუთარ თავს რაიმე თანხა არადანიშნულებისამებრ მოახმაროს

„სინამდვილეში ეს არის არა „პიჯაკების“, არა ე.წ. ბილეთის ხარჯის საქმე, არამედ ეს არის არამიზნობრივად, არადანიშნულებისამებრ, პირადი ფუფუნებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 დეკემბერი 2021, 20:45

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა

„ძალიან მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა იმისთვის, რომ რუსთავს ჰქონოდა სავაჭრო მოლი. მთავარი არის ის, რომ აქ დასაქმდება არაერთი რუსთაველი. ამ ეტაპზე დასაქმებულია 1000 ადამიანი და მას შემდეგ, რაც „რუსთავი მოლი“ სრულად დაიტვირთება, სამუშაო ადგილების რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება, ეს კი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები და ადგილობრივ მოსახლეობას აქვს რეალური დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

02 დეკემბერი 2021, 20:44

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: კვლავ მოვითხოვთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ევროკავშირთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება

კვლავ მოვითხოვთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ევროკავშირთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ირაკლი ბათიაშვილი

02 დეკემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 26 მაისს აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო, ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ

„თავისუფლების მოედნის მხრიდან, რუსთაველის მხრიდან, ზევიდან, ქვევიდან - აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო. ალყა იყო შემორტყმული და თავიდანვე დაიწყეს შემოტევა და ძალიან დიდი რაოდენობით ძალები ჰყავდათ მობილიზებულები. ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ. მე პირდაპირ მოსაკლავად მომდევდნენ, სროლა-სროლით მოდიოდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, როდესაც რუსთაველის კინოთეატრის ზემოთ ავედით სახურავზე“, - ამბობს ბათიაშვილი.

02 დეკემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

02 დეკემბერი 2021, 19:49

COVID19

ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

02 დეკემბერი 2021, 19:25

პოლიტიკა

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა“ გაიმართა

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პლატფორმის მიზანია გააერთიანოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქალაქეების ჩართულობის გამოცდილება და ასევე, თვითმმართველ ერთეულებში საბიუჯეტო პროცესის განვითარების ხელშეწყობა.

02 დეკემბერი 2021, 19:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ

„ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები როდის გამოეხმაურებიან ამას ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ – ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზალკალიანი
მიხაელ ლინჰარტი

02 დეკემბერი 2021, 19:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.

ოლაფ შოლცი

02 დეკემბერი 2021, 19:10

მსოფლიო

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro გერმანიის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2021, 18:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

02 დეკემბერი 2021, 18:49

COVID19

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:49

საზოგადოება

იაპონიის მთავრობის დახმარებით, დევნილთა 3 დასახლებას მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

02 დეკემბერი 2021, 18:45

რეგიონი

ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს მიიღებს, როგორებიცაა გზები, კანალიზაცია, სასმელი და სანიაღვრე სისტემები.

02 დეკემბერი 2021, 18:43

თავდაცვა

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისთვის, საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა, რომლებიც 28 ნოემბერს ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდნენ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმისთვის.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ

„შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მთავარი მწამებელი მეგის ქარდავა და თავად ამ რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორიოდე კვირის დაშორებით აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების ხელსა და ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ორივეს მოუწევს სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ“, - განაცხადა სუბარმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 დეკემბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, ამის შემდეგ ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესო არ არის

როგორც სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დაკარგა. დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება უინტერესო ხდება.