Imedi /  11 ნოემბერი 2021, 18:48 / სანდო წყარო

საქალაქო სასამართლო სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დამატებითი რისკისა და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბრალდებულის წარმოდგენა სასამართლოში მიზანშეწონილად არ ჩაითვალა

თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ სხდომის მომზადებისას მოთხოვნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის დარბაზში მოყვანის თაობაზე, თუმცა შესაბამისი უწყების მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი მომართვის წერილის თანახმად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამატებითი რისკისა და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ბრალდებულის წარმოდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით საქალაქო სასამართლო განმარტავს, რის გამო არ მოხდა გუშინ, ე.წ. 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდებულ მიხელ სააკაშვილის დასწრება.

„2021 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა, ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ.

სასამართლომ სხდომის მომზადებისას მოთხოვნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის დარბაზში მოყვანის თაობაზე, თუმცა შესაბამისი უწყების მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი მომართვის წერილის თანახმად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამატებითი რისკისა და მისი ეტაპირების უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ბრალდებულის წარმოდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე პრიმა მუხლის შესაბამისად ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხზე. მხარეთა გამოუცხადებლობა, მათ შორის ბრალდებული პირის არ ყოფნა სასამართლო სხდომის დარბაზში არ აბრკოლებს სასამართლოს იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე. სასამართლომ გააუქმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე 2015 წლიდან დაცვის უფლებას ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ახორციელებს ადვოკატი ბ.ბასილაია. დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა დაცვის უფლება და არ იქნა დაშვებული სხვა დამცველები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არის გადაჭარბებული და გაზვიადებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა სასამართლო სხდომის დაწყებამდე, გარდა ადვოკატ შ.თუთბერიძის ორდერისა სხვა პირთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრული იყო 2021 წლის 14 სექტემბერს. ამავდროულად სასამართლო სხდომაზე დაცვის უფლება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით აყვანილი ორი დამცველის მონაწილეობით, რომლებიც სასამართლოს თანხმობის გარეშე სოციალურ ქსელში სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში გავრცელებულ საკითხს სასამართლო სხდომის მიზანმიმართულად არ დანიშვნასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობს 2015 წლიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ, კოლეგიური შემადგენლობით. საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა ხდება მოსამართლეთა დატვირთულობისა და საქმის მოცულობის მხედველობაში მიღებით და მხარეთა შეთანხმებით. 2021 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე დამსწრე პირთა დაშვება პანდემიის გამო შეზღუდულია, პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორები/დამკვირვებლები, სახალხო დამცველის და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეო -აუდიო გადაღებას ახორციელებდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე. საზოგადოებრივი მაუწყებელი სხდომის მიმდინარეობის გადაღების პარალელურად, სხვა მედია საშუალებებს უზიარებდა გადაღებულ ვიდეო მასალას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

დღეს კი პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.

ყველა სიახლე

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:04

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: მაღალი რისკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, კლუბ „ხიდის დაჯარიმებისა და დალუქვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ღამის კლუბების ფუნქციონირება, ამ ეტაპზე, ნებადართული არაა და ამასთან, ობიექტმა რეგულაციების დარღვევით დააანონსა ღონისძიების გამართვა.

06 დეკემბერი 2021, 09:51

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული სიუჟეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების შეფასებით, სიუჟეტი ხაზგასმით წარმოაჩენდა ტელეკომპანიის მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესს, არასრულად მოპოვებული ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, არაპროფესიონალიზმსა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას.

თენგიზ ცერცვაძე

06 დეკემბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

06 დეკემბერი 2021, 09:21

სამართალი

15 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

თაზო ფაცაცია

06 დეკემბერი 2021, 09:15

რეგიონი

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ზუგდიდის განვითარების შეფერხება სურს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში დაგეგმილ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ზუგდიდის საკეთილდღეოდ საკრებულოში კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 09:05

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი რადიკალური პროცესების მომხრეა და სურს, მათი რადიკალიზმი კონსტიტუციის დონეზე წავახალისოთ

უმრავლესობის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თემაზე კონსულტაციები მაშინ ექნებათ, როცა ეს რადიკალური ნაწილი გონს მოეგება და პოლიტიკურ პროცესებში ნორმალურად ჩაერთვება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: შეიძლება, ახლა ვიღაცას მეტად ან ნაკლებად აწყობს დაბალი ბარიერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის ბევრად უკეთესი იქნება

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება, მოცემულ მომენტში ვიღაცას აწყობს დაბალი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის უკეთესი იქნება.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელის უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეებში უფრო მეტად პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე

„თუ მოქალაქეს იბარებენ, ვალდებულია, უწყებაში მივიდეს. აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება ერთადერთ რამეს - მას უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო მეტად, პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე და, როგორც ჩანს, მოუნდა, რომ რაღაცნაირად, საზოგადოებას თავი გაახსენოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ნიკა მელია

06 დეკემბერი 2021, 08:27

სამართალი

ნიკა მელიას თქმით, სუს-ში დაიბარეს, თუმცა მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა, მისვლას არ აპირებს. ინფორმაცია მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვარაუდობს, რომ გამოკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ბექა დავითულიანი

06 დეკემბერი 2021, 08:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული

„მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ექიმები ჩათვლიან, რომ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ის რეაბილიტირებულია და მოვიდა დრო, რომ სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას დაუბრუნდეს, ასეც მოხდება“, აღნიშნა ბექა დავითულიანმა

06 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება. +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ენტონი ფაუჩი

06 დეკემბერი 2021, 05:32

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

ჟოზეფ ბორელი

06 დეკემბერი 2021, 05:09

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს.

კარინ ჟან-პიერი

06 დეკემბერი 2021, 04:45

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 04:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება

თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

06 დეკემბერი 2021, 04:01

მსოფლიო

მედია: ისრაელი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი და „მოსადის“ დირექტორი, დავიდ ბარნეა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2021, 03:38

COVID19

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია 10 იანვარს დაიწყება.

06 დეკემბერი 2021, 03:20

COVID19

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერიკ ზემური

06 დეკემბერი 2021, 03:07

მსოფლიო

ერიკ ზემური: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს იქნება არა ძალაუფლების მორიგი როტაცია, არამედ მსოფლიოს ყველაზე დიადი ქვეყნის დაბრუნება

თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს იქნება არა ძალაუფლების მორიგი როტაცია, არამედ მსოფლიოს ყველაზე დიადი ქვეყნის დაბრუნება, - განაცხადა საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ერიკ ზემურმა ქალაქ ვილპანტში გამართულ მიტინგზე.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 02:46

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი დეესკალაციას აირჩევს, უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს გაიყვანს და დიპლომატიურ გზას გაჰყვება

დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი დეესკალაციას აირჩევს, უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს გაიყვანს და დიპლომატიურ გზას გაჰყვება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.