16 ნოემბერი 2021, 16:10 / სანდო წყარო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გ.მ. და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ამავე კომპანიის ყოფილმა კონსულტანტმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოსა და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუ“-ს, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

აღნიშნულის გამო, ორივე ტენდერში მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ხელოვნურად დარჩა უკონკურენტო გარემოში და გამოცხადდა გამარჯვებულად.

ორივე ტენდერში გამარჯვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტის დახმარებით, ქრთამის სახით ჯამში 215 025 ლარი მიიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შემდეგ, უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კონსულტანტის დახმარებით, 2020 წლის აგვისტოში შეიძინა 43 850 ლარის ღირებულების ,,AUDI’’-ს მარკის Q5 მოდელის ავტომანქანა, რომელიც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზემოაღნიშნული თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ამ დანაშაულში დახმარების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე.

კერძო კომპანიის დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა - უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების კვალიფიკაციით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კორუფციის გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა.

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით“, - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

30 ნოემბერი 2021, 10:19

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი იქნება

„დღეს არსებული ვაქცინების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ვერ დაიცვან ადამიანი ან ნაკლებად დაიცვას ახალი შტამისგან, რამეთუ ისინი მოქმედებენ ვირუსის იმ სეგმენტზე, რომელმაც მუტაცია განიცადა. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი უკვე მუშაობენ ვაქცინის მოდერნიზაციაზე, „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც იმუშავებს ახალ შტამის მიმართ, მაგრამ 100 დღე ხომ დიდი დროა, ვერ დაველოდებით სანამ ვაქცინის ახალ მოდიფიკაციას არ შექმნის კომპანია. მედიკამენტი იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ის უკვე მზად არის და ელოდება ნებართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

30 ნოემბერი 2021, 10:16

რეგიონი

საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის და ფოთის ხიდის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

ნუნუ მიცკევიჩი

30 ნოემბერი 2021, 09:50

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

30 ნოემბერი 2021, 09:36

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვახტანგ მახარობლიშვილი

30 ნოემბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

ლიზ ტრასი იაირ ლაპიდი

30 ნოემბერი 2021, 01:39

მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:08

საზოგადოება

კახა კალაძე: ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ - ამბობს ის.

უაიტფორდის შუქურა

30 ნოემბერი 2021, 00:44

კულტურა

ფოტოკონკურსის Historical Photographer of the Year გამარჯვებულები გამოვლინდნენ📷გალერეა

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფებმა ისტორიული ლოკაციებისა ან ობიექტების ფოტოები უნდა გაგზავნონ. წელს საუკეთესოდ სტივ ლიდარდი დასახელდა, რომელმაც ფოტო უელსში, უაიტფორდ პოინტის შუქურას გადაუღო.

30 ნოემბერი 2021, 00:32

მსოფლიო

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს. ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

30 ნოემბერი 2021, 00:24

COVID19

ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენელი: სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები

სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.

30 ნოემბერი 2021, 00:19

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცმა ცოლისთვის თაჯ-მაჰალის ასლი ააშენა

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიძულვილია. ჩემთვის ეს სახლი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სოციალურ განსხვავებებსა და პოლიტიკურ ხმაურს სცდება“, - ამბობს ბიზნესმენი.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პაატა იმნაძე

30 ნოემბერი 2021, 00:00

COVID19

პაატა იმნაძე: შესაძლოა, ძალიან მალე მთელ დედამიწაზე ისეთივე დომინანტური გახდეს „ომიკრონი", როგორიც თავის დროზე ბრიტანული შტამი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.