imedi /  22 ნოემბერი 2021, 11:02 / სანდო წყარო

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტეზე 13 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ., 1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „ტტ-ს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება, 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ა.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ-1" -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.პ.-ის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო 1976 წელს დაბადებული ი.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: “ტიგრის” და “ტოზის” მოდელების შაშხანები, 5 მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ა.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი დაკავებულის - 1994 წელს დაბადებული ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 14:00

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემების დაახლოებისა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაში მათი ინვესტორების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სახელმწიფოს ციფრული ტრანსფორმაციის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს კერძო სექტორის თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:59

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად, 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

30 ნოემბერი 2021, 13:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

დენის შმიგალი

30 ნოემბერი 2021, 13:53

პოლიტიკა

დენის შმიგალი: საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში; წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძე

30 ნოემბერი 2021, 13:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილმა გუშინ სასამართლო დარბაზში, რომელიც როგორც ჩანს პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო

ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ვეღარ ხვდებიან ხელისუფლებას ებრძვიან თუ საკუთარ საზოგადოებას. ის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სოზარ სუბარი

30 ნოემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა, დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება, ერთი მხრივ, იყო კანონიერი და მეორე მხრივ, ამან არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა გადაეტანათ დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ვხედავ პარლამენტში, საკრებულოებში, თვითმმართველობებში და საზოგადოების ყველა დონეზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:39

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ურთიერთობა კრედიტის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული

„მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს ურთიერთობა კრედიტის და ვალის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული და ადამიანური“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც. მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი სურათი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სულხან ჩიხლაძე

30 ნოემბერი 2021, 13:35

სპორტი

სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველი რეფერი გახდა, რომელიც დუბაის ტურნირზე იმსაჯებს

სულხან ჩიხლაძე, 2-4 დეკემბერს, წვეული გუნდების საერთაშორისო ტურნირს – International invitation Man მოემსახურება, სადაც საქართველოს 7-კაცაც ითამაშებს, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

იოსებ არჩვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:32

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი.

დავით ზილფიმიანი

30 ნოემბერი 2021, 13:31

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე, შემოდგომაზე, ხიდან ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს მაშინ შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად?!

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან ისე ოპოზიციიდან გულშემატკივრობს იმ დასანან ფაქტს, რაც „სტერეო +“-ის დარბევა იყო. უნდა გითხრათ, რომ ცხრაწელიწად-ნახევარი გავიდა და როგორც იქნა წინა კვირას პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ ძიების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 13:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ - შედეგს ვერ მიაღწევენ

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხი წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 ნოემბერი 2021, 13:27

COVID19

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდოგომა“. გუშინ ყველამ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.