IMEDI /  26 ნოემბერი 2021, 20:27 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: ჩვენი თანამშრომლების მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის

კომუნიკაციების კომისია, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც არხის მხრიდან ბრალდებები მოჰყვა, განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით,„მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოსდა კომისია „მთავარი არხის“ დაჯარიმების შესახებ 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია „მთავარი არხის“ წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, აკრძალულია არასათანადო ზემოქმედება, არასამართლებრივი ჩარევა, ან სხვა სახის ზემოქმედება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა განიმარტება, როგორც ზემოქმედება, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებსა და გადაწყვეტილებებზე იმ მიზნით, რომ პირმა სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა მიიღოს. „მთავარი არხის“ წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები შეიცავს კანონით აკრძალული არასათანადო ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

კომუნიკაციების კომისიის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „მთავარ არხს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა, სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ყურადღებით დააკვირდნენ აღნიშნულ პროცესს. კომისიის ყველა გადაწყვეტილება ღია და ხელმისაწვდომია, თუმცა, კომისია მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს დამატებით მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სტანდარტებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დატოვონ ყურადღების მიღმა ის მასობრივი მუქარის და ბულინგის მცდელობის ფაქტები, რომელსაც „მთავარი არხის“ მენეჯმენტი დამოუკიდებელი რეგულატორის და მისი თანამშრომლების მისამართით ეწევა.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამა განთავსდა კანონმდებლობის დარღვევით იმ პერიოდში, როდესაც მაუწყებელს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების უფლება არ ჰქონდა. მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად ადგენს მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროსა და პირობებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და 761 მუხლის 21-ე პუნქტები ზუსტად განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდის დროის რომელ შუალედში არის დასაშვები პოლიტიკური რეკლამის განთავსება. აღნიშნულის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ წინაასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე და დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში - მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე 8 საათით ადრე. აღნიშნული ჩანაწერი, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ადგენს, როდის და რამდენი დღით შეიძლება მაუწყებელმა ეთერში პოლიტიკური რეკლამა განათავსოს.

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში განათავსა. აღსანიშნავია, რომ „მთავარმა არხმა“ ანალოგიური დარღვევა უკვე მეოთხედ ჩაიდინა, ხოლო ბოლო 1 წლის განმავლობაში ორჯერ. სწორედ ამიტომ, კანონის თანახმად, მაუწყებელს ჯარიმის სახით მისი წლიური შემოსავლის 1% დაეკისრა.

პოლიტიკური რეკლამის განმარტებისას კომისია ხელმძღვანელობს ქართული კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით, რამდენადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირლანდია სადაც სრულად აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა. ირლანდიის მედიის მარეგულირებელმა (BAI) 2016 წელს განიხილა BAI-მ Irish Wind Energy Association (IWEA)-ის რეკლამა და მიიჩნია, რომ ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. კერძოდ, რეკლამა შეეხებოდა ქარის ენერგიის დადებით მხარეებს და მისი უფრო აქტიურად ათვისების მნიშვნელობას ირლანდიის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

მარეგულირებელმა - BAI-მ მიუთითა, რომ ვიდეორგოლი მიზნად ისახავდა ირლანდიაში არსებული ენერგო-პოლიტიკის კრიტიკას, რეკლამის განთავსება ხდებოდა საერთო არჩევნებამდე „მოსამზადებელ“ პერიოდში და მიუხედავად იმისა რომ ქარის ენერგია და გადამუშავებული ენერგია (განახლებადი) კომერციული საკითხებია, არჩევნების წინა პერიოდში აღნიშნული საკითხები საჯარო განხილვის საგანი იყო და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

ევროპის მასშტაბით არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა, მათ შორის არაპოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის გავრცელება აკრძალა. მათ შორის, არსებობს ისეთებიც, რომლებმაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლოს კონტროლი გაიარა.
სწორედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ აღიარებული მიზნების მიღწევას ემსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და მისი განმარტება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში იკრძალება, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში - ექვემდებარება სათანადო რეგულირებას, რომელიც აბალანსებს ძლიერი ჯგუფების მხრიდან ნეგატიურ გავლენას, იცავს თავისუფალ პლურალისტურ დებატს და აღკვეთს საზოგადოების პოლარიზებას.
და ბოლოს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით სრულად არის დაცული, კომუნიკაციების კომისია როგორც ქვეყანაში მედიის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო იყო და იქნება სიტყვის თავისუფლების გარანტი და ვერც ერთი პოლიტიზირებული და დაუსაბუთებელი განცხადება, ბრალდება, მუქარა ამ ფაქტს ვერ შეცვლის. სწორედ სახელმწიფო ლიბერალური მედიაპოლიტიკის შედეგად გახდა თავად „მთავარი არხი“ 5 დღეში ეროვნული მაუწყებელი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2022, 05:37

მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მოსკოვი ჰიბრიდულ ომშია ჩართული.

17 იანვარი 2022, 05:24

მსოფლიო

FBI: პირი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე, მალიკ ფაისალ აკრამი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, 44 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, მალიკ ფაისალ აკრამი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 05:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკლ მაკკოლი

17 იანვარი 2022, 04:39

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

17 იანვარი 2022, 04:17

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მის მოპყრობას სკანდალური უწოდა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 03:43

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გამოცდილება ვიცით - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ

რუსეთის გამოცდილება ვიცით, რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

17 იანვარი 2022, 03:22

COVID19

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 იანვარი 2022, 02:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ - ერთი წლის წინ, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ, ახლა კი გვეთამაშებიან

არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 02:27

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

17 იანვარი 2022, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტური ტაფა დაამზადეს, რომელიც 6 500 კილოგრამზე მეტს იწონის. ვიდეო

2022 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი სამზარეულოს გიგანტურ ჭურჭელს იხილავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, როგორ გადააქვთ მუზეუმისთვის დამზადებული გიგანტური ტაფა სატვირთო ავტომობილით.

17 იანვარი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალმა კაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრი იყო და 8-საათიანი ავიარეისი მხოლოდ მისთვის სრულდებოდა. ვიდეო

ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალი კაცის ფრენა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება - აღმოჩნდა, რომ British Airways-ის ავიარეისზე ის ერთადერთი მგზავრი იყო და ავიაკომპანიამ 8-საათიანი ფრენა მხოლოდ მის გამო შეასრულა.

17 იანვარი 2022, 00:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2022, 23:51

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

16 იანვარი 2022, 23:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

16 იანვარი 2022, 23:29

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

კახა კალაძე

16 იანვარი 2022, 23:16

სპორტი

კახა კალაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს

„საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ შედეგს - სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ვულოცავ სანდროს ამ დიდ წარმატებას. იგი პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. წარმატებები ქართულ სპორტს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

16 იანვარი 2022, 23:11

რეგიონი

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

ხვიჩა კვარაცხელია

16 იანვარი 2022, 23:10

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ დედას „იმედის“ ეთერიდან მიმართა

„ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელსაც ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. იყო ფინანსური პრობლემებიც. ცუდი დრო მაქვს ნანახი და ამან მოტივაცია მომცა. მინდოდა ჩემს ოჯახს ის ჰქონოდა, რაც სხვებს. ჩემი ოჯახის წევრები ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ. ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი. მამა მაგ დროს მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა. დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

16 იანვარი 2022, 23:00

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

16 იანვარი 2022, 22:46

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.