01 დეკემბერი 2021, 14:03 / სანდო წყარო

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას აპირებს

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, მის ღვიძლში ფერმენტებია მომატებული, თუმცა, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად ემზადება.

„იმედი გვაქვს, რომ ექიმები ამ მაჩვენებელს დაარეგულირებენ და სისუსტის პრობლემა აღარ ექნება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაშიც კი, ის მზადაა ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად. ასევე, ის დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მათ შორის, სამთავრობო კონსილიუმის ჩათვლით და მადლიერია ყველაფრისთვის“, - აღნიშნავს ადვოკატი.

შოთა თუთბერიძის თქმით, ჰოლანდიიდან საქართველოშია ჩამოსული ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი, რომელიც მამის მონახულებას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2022, 18:32

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2022, 18:24

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე მართლაც ისტორიული მოვლენაა - მსურს, მადლობა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს

ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ზალკალიანი ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობას უხდის.

19 იანვარი 2022, 18:23

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს, აშშ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

19 იანვარი 2022, 18:10

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: მზად ვართ, რუსეთთან შემდგომ დიალოგში ჩავერთოთ, თუმცა ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

19 იანვარი 2022, 18:08

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში FITUR მონაწილეობს. ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.

ნიკა გვარამია

19 იანვარი 2022, 17:59

სამართალი

ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა

„გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის, ამიტომაც გავიდნენ. ლოგიკა მწყობრში იყო, თუმცა, ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 17:52

მსოფლიო

ანგელა მერკელმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბარი გამართა და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარს ამბობს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რეგიონში და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია რუსეთის და „ნაცმოძრაობის“ ინტერესშია

საქართველოს გარშემო დღეს არის ორი ძალა - გარედან რუსეთი, შიგნიდან კი „ნაცმოძრაობა“ - რომელთა ინტერესია რეგიონში და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ამ კაცს სამონასტრო არაფერი ეტყობა - ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა

დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: რა სახის ფსიქოთერაპია უნდა ჩაუატარო ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ციხიდან ძალის გამოყენებით დაიხსნან და სისხლი დაიღვაროს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოროშენკოს არ დაურღვევია და არ გადაუკვეთავს ტრაილერით კიევის საზღვარი, სააკაშვილი კი ამბობს, რომ ძალიანაც კარგი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა არაჟნის ჭიქით ხელში

ყოფილი პრეზიდენტი [პეტრო პოროშენკო] ჩავიდა კიევში, არ გადაუკვეთავს ტრაილერით საზღვარი და არ დაურღვევია საზღვარი, მეორე არის პრეზიდენტი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც ამბობს, რომ ძალიანაც კარგი და სწორი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა ისე, როგორც გადმოკვეთა - არაჟნის ჭიქით ხელში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სულხან მოლაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის სარკაზმი და ხალხის დაცინვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სულხან მოლაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის რაღაც სარკაზმი და ხალხის დაცინვა. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

19 იანვარი 2022, 17:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გათვალეს, თუ რა აღქმები არსებობს ჩვენ საზოგადოებაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის მიმართ და კონკრეტულად სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით

როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ თუ ასეთ პარალელებს გაავლებდნენ, უფრო მეტი რეზონანსი ექნებოდა სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის საქმეების შედარების საკითხს.

გელა ნიკოლაიშვილი

19 იანვარი 2022, 17:20

საზოგადოება

გელა ნიკოლაიშვილი: სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია

ექსპერტ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 იანვარი 2022, 16:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ, იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?!

„ეს ივან ნეჩეპურენკო, სად იპოვეთ? თან როგორ გაგახარათ?! იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული და როგორც კრემლის რუპორი გამორჩეულად ანტიდასავლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკიდებულებას! ყოჩაღ თქვენ თუ ეს ტიპიური ვიგინდარა თქვენი მოკავშირეა! „ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

პეტრო პოროშენკო

19 იანვარი 2022, 16:45

მსოფლიო

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პირველი მოთხოვნისთანავე პროცესზე ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი რიაბკოვი

19 იანვარი 2022, 16:41

მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი: ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს

ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

19 იანვარი 2022, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

„შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით“.

19 იანვარი 2022, 16:06

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია გაბრიჭიძე

19 იანვარი 2022, 16:03

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება

„ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.