Imedi.ge /  14 იანვარი 2022, 09:52 / სანდო წყარო

2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2010 და 2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების შედეგად მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

უწყების ცნობით, უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე პატიმრების მიმართ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ბრალდებულის ქმედებების შედეგად, პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრების უფლება. ასევე, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომლის მხრიდან პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება ხდებოდა, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა.

ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მუშაობისას ბრალდებული სხვა თანამშრომლებთან ერთად, პატიმრებს ჯგუფურად, ფიზიკურად უსწორდებოდა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა. გამორჩეულად სასტიკად ექცეოდნენ იმ პატიმრებს, რომელთაც საჩივრები ჰქონდათ შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ).

სასამართლომ გ.ა.-ს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ამ განაჩენით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა N8 დაწესებულებაში დანერგილი პრაქტიკა იყო, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ. პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2022, 22:15

მსოფლიო

იტალიაში პრეზიდენტის არჩევის მეხუთე მცდელობა ჩავარდა

იტალიის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მეხუთე ცდაზე აირჩია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატის „კონსერვატორი“ ლიდერმა, მარია ელიზაბეტა კასელატიმ, რომელიც პარტიებმა „წინ, იტალია“, „ლიგა“ და „იტალიის ძმები“ წარადგინეს, 382 ხმა მიიღო, 406-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტად არჩევისთვის კასელატის 505 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:40

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციაზე: უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის - უკრაინა წინ მიდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:11

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში გაწევრიანებაზე: კონკრეტიკა გვჭირდება! ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით - რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

კახაბერ ილურიძე

28 იანვარი 2022, 20:54

საზოგადოება

რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

დღეს ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა. პროცესს კანონდამრღვევთა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით აქტიურობდა მოქალაქე კახაბერ ილურიძე, რომელიც აცხადებდა, რომ უკანონო მშენებლობისკენ გაჭირვებამ უბიძგა. მისი თქმით, არის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული და სახლმწიფომ მას მხოლოდ „მიზერული თანხა“ გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სერგეი ლავროვთან როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს მოკავშირეების არჩევის თავისუფლება, მსურს, ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

თენგიზ ცერცვაძე

28 იანვარი 2022, 20:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი

ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 20:32

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები შევარიგო, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი

„მე ნაწილი ვარ ხელისუფლების, მაგრამ არ ვარ მთავრობა. თქვენ უნდა მიმართოთ. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე გავამაგრო, წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი. მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და სანამ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:17

პოლიტიკა

პრეზიდენტი: თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით

თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით. თუ მე, როგორც საზოგადოება, მივხვდი რა მინდა და როგორ, შემდეგ რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა, რომელიც ყველა ამ უარყოფით პრინციპს წარმოადგენს? მე აკრძალვების მომხრე არ ვარ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეიმედის“ წარმომადგენლის, გიორგი ფუტკარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რამე თუ არ ვიღონეთ და ამ ერთ წრეზე ვიარეთ, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის

საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

28 იანვარი 2022, 19:39

ეკონომიკა

წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 30 მლნ ევრო გამოყო

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.

მაია ბითაძე

28 იანვარი 2022, 19:33

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გადაცემა დაშვებულია მთელ მსოფლიოში და დაშვებული იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროსაც

აბსოლუტურად უტოპიური და სამარცხვინოა „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან შეძახილები გარემოსა და ტყეების დაცვაზე. ეს პოლიტიკური ძალა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში დაკავებული იყო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დერეგულაციით, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:23

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს

„ჩვენი დაპირისპირება სხვადასხვა შრედ გროვდება და ჩაბეტონებულია. თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა - დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვარ პასუხისმგებელი ერთიანობაზე. ილუზიაა, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვიქტორ ყიფიანი

28 იანვარი 2022, 19:14

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: ძალიან არსებითია, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ

ცალკეული პრეტენზიები, რაც დოკუმენტის მიმართ გამოითქმება, მე ამ პრეტენზიების ავტორებს მინდა ვუთხრა, ძალიან არსებითია, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ, - ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დაარეგისტრირა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:09

პოლიტიკა

პრეზიდენტი: სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს აგრესიას, რადგან ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ალექსეი რეზნიკოვი

28 იანვარი 2022, 18:59

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ის, რომ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურს, რუსეთის აგრესიას ახალისებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ის, რომ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურს, რუსეთის აგრესიას ახალისებს.

დავით ზაალიშვილი

28 იანვარი 2022, 18:55

პოლიტიკა

დავით ზაალიშვილი: თუკი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს, ეს ნიშნავს, რომ ამავე უფლებით სარგებლობს პრემიერ-მინისტრის მეუღლე

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა - ნუნუ თამაზაშვილმა და 5 958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას 49-წლიანი იჯარით გადაეცა, - ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი განცხადებას ავრცელებს, რითაც პრემიერ-მინისტრის მეუღლისთვის ტყის იჯარით გადაცემის ფაქტს ეხმიანება.

დავით მათიკაშვილი

28 იანვარი 2022, 18:54

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო გამჭვირვალე პროცესი, გამარჯვებული გამოვლინდა შესაბამისი პირობებით და ეს პირობები თუ არ ვცდები, ტყის შენახვას გულისხმობს

აუქციონი ჩატარდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისი პირობებით მოხდა ამ აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენა და ეს პირობები თუ არ ვცდები ტყის შენახვას გულისხმობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც ბაკურიანში ტყის ნაწილის იჯარით გაცემას აპროტესტებენ.

ჯონ სალივანი

28 იანვარი 2022, 18:42

მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩი: მოსკოვი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თუმცა მოლაპარაკების მაგიდაზე „პისტოლეტი უდევს“

რუსეთი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თუმცა აშშ-თან მოლაპარაკებებზე მაგიდაზე პისტოლეტი დადო, განათავსა რა უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯარი, - ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა განაცხადა. მან რუსეთის მიერ ჯარების მობილიზაციას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნებით ვერ აიხსნება.

28 იანვარი 2022, 18:36

COVID19

ევროკომისიამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენება დაამტკიცა

ევროკომისიამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.