www.imedi.ge /  14 იანვარი 2022, 23:29 / სანდო წყარო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა. გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

სასამართლომ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორ-ეპიზოდიანი დანაშაულის ჩადენისათვის სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. ჯარისკაცების საქმის ფარგლებში, 2021 წლის 13 დეკემბერს კიდევ ერთი საქმე - არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულის დ.დ.-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.დ.-მ 2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „იაღლუჯას“ ბაზაზე) ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნისთანავე, მყისიერად მოახდინა სამართლებრივი რეაგირება და ორივე ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ასევე ,,ჯარისკაცების საქმეში“ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის, მსჯავრდებულების გ.ბ.-ს და დ.დ.-ს უშუალო უფროსის, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის მ.ბ.-ის მიმართაც, რომლის მიმართ მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. გამოძიების ფარგლებში ნებისმიერი საჯარო მოხელის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

ყველა სიახლე

ლოიდ ოსტინი

29 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროს კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან ათიათასობით რუსი სამხედროს კონცენტრაციას ძალიან სერიოზულად ეკიდება.

29 იანვარი 2022, 00:03

მსოფლიო

მალაიზიაში 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის გაყიდვის აკრძალვა სურთ

მალაიზიის მთავრობა 2005 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის სიგარეტის და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამგვარად ქვეყანაში სურთ, აღზარდონ თამბაქოზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი ახალი თაობა.

28 იანვარი 2022, 23:30

ეკონომიკა

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს

რეზო სოხაძე

28 იანვარი 2022, 23:22

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება - ქურდობა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალური ინსპექციის მიერ ორხევში განხორციელებულ სახლის დემონტაჟს ეხმაურება. როგორც რევაზ სოხაძე აცხადებს, მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება.

28 იანვარი 2022, 23:11

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი დასავლეთის თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 იანვარი 2022, 22:15

მსოფლიო

იტალიაში პრეზიდენტის არჩევის მეხუთე მცდელობა ჩავარდა

იტალიის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მეხუთე ცდაზე აირჩია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატის „კონსერვატორი“ ლიდერმა, მარია ელიზაბეტა კასელატიმ, რომელიც პარტიებმა „წინ, იტალია“, „ლიგა“ და „იტალიის ძმები“ წარადგინეს, 382 ხმა მიიღო, 406-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტად არჩევისთვის კასელატის 505 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:40

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციაზე: უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის - უკრაინა წინ მიდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 21:11

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში გაწევრიანებაზე: კონკრეტიკა გვჭირდება! ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით - რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

კახაბერ ილურიძე

28 იანვარი 2022, 20:54

საზოგადოება

რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

დღეს ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა. პროცესს კანონდამრღვევთა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით აქტიურობდა მოქალაქე კახაბერ ილურიძე, რომელიც აცხადებდა, რომ უკანონო მშენებლობისკენ გაჭირვებამ უბიძგა. მისი თქმით, არის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული და სახლმწიფომ მას მხოლოდ „მიზერული თანხა“ გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სერგეი ლავროვთან როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს მოკავშირეების არჩევის თავისუფლება, მსურს, ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 იანვარი 2022, 20:32

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.

თენგიზ ცერცვაძე

28 იანვარი 2022, 20:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი

ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები შევარიგო, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი

„მე ნაწილი ვარ ხელისუფლების, მაგრამ არ ვარ მთავრობა. თქვენ უნდა მიმართოთ. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე გავამაგრო, წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი. მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და სანამ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 20:17

პოლიტიკა

პრეზიდენტი: თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით

თუ საზოგადოება ჩამოაყალიბებს თავის პრინციპებს და რომელიმე ძალა ყველა ამ პრინციპს უარყოფს, ეს ძალა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან არა რაღაც აკრძალვებით, არამედ არჩევნებით. თუ მე, როგორც საზოგადოება, მივხვდი რა მინდა და როგორ, შემდეგ რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა, რომელიც ყველა ამ უარყოფით პრინციპს წარმოადგენს? მე აკრძალვების მომხრე არ ვარ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეიმედის“ წარმომადგენლის, გიორგი ფუტკარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რამე თუ არ ვიღონეთ და ამ ერთ წრეზე ვიარეთ, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის

საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში – რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

28 იანვარი 2022, 19:39

ეკონომიკა

წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 30 მლნ ევრო გამოყო

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.

მაია ბითაძე

28 იანვარი 2022, 19:33

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გადაცემა დაშვებულია მთელ მსოფლიოში და დაშვებული იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროსაც

აბსოლუტურად უტოპიური და სამარცხვინოა „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან შეძახილები გარემოსა და ტყეების დაცვაზე. ეს პოლიტიკური ძალა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში დაკავებული იყო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დერეგულაციით, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:23

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს

„ჩვენი დაპირისპირება სხვადასხვა შრედ გროვდება და ჩაბეტონებულია. თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა - დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვარ პასუხისმგებელი ერთიანობაზე. ილუზიაა, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვიქტორ ყიფიანი

28 იანვარი 2022, 19:14

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: ძალიან არსებითია, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ

ცალკეული პრეტენზიები, რაც დოკუმენტის მიმართ გამოითქმება, მე ამ პრეტენზიების ავტორებს მინდა ვუთხრა, ძალიან არსებითია, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ, - ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დაარეგისტრირა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2022, 19:09

პოლიტიკა

პრეზიდენტი: სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს აგრესიას, რადგან ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.