imedi /  18 იანვარი 2022, 14:12 / სანდო წყარო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ბექა კვიციანმა მანაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია „ESOL B.V“, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე - რ.ა. წარმოადგენდა.

„სს ,,კაპიტალ ბანკის“ აქციათა მესაკუთრედ გახდომისა და ბანკის მართვაში უშუალოდ ჩართვის შემდეგ, რ.ა.-მ, ბანკის მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირებს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქე - ს.პ. წარუდგინა, რომლის მიერ გაცემული მითითებები რ.ა-ს დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს უპირობოდ უნდა შეესრულებინათ.

რ.ა.-ს და ს.პ.-ს განზრახული ჰქონდათ საბანკო დაწესებულების გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა, რის უზრუნველსაყოფადაც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განახორციელეს ქმედებათა ჯაჭვი. კერძოდ, სს „კაპიტალ ბანკში“ ანგარიშები გაუხსნეს რ.ა.-სთან და ს.პ.-სთან დაკავშირებულ ორმოცამდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომლებს არსებული საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონო დავალებებს აძლევდნენ.

უკანონო დავალების შესასრულებლად, სს ,,კაპიტალ ბანკის“ პასუხისმგებელი პირები - გ.გ., ს.ს. და ლ.ხ. სრულყოფილად არ ახორციელებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, არ აწარმოებდნენ იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, არ სწავლობდნენ კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებს, გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას.

რ.ა. და ს.პ. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და საბანკო რეგულაციების გვერდის ავლით, ფიქტიური დანიშნულებებით და რიგ შემთხვევებში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საბანკო დაწესებულებაში რიცხავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელ თანხებს. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის და ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.

რ.ა.-მ და ს.პ.-მ, სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომელთა - გ.გ.-ს, ს.ს.-ს და ლ.ხ.-ს აქტიური დახმარებით, მათთან კავშირში მყოფი ათეულობით იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის ლეგალიზაცია.
იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, - ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. პროკურატურის მიერ ტარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოსართმევად.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოსავლენად“, - განაცხადა პროკურორმა.

ყველა სიახლე

19 მაისი 2022, 14:59

საზოგადოება

„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტისგან ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს

ჯგუფის წევრების თქმით, ოფიციალური განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს, რაზეც პასუხად მოკლე ინფორმაცია მიიღეს.

ზაალ ანჯაფარიძე

19 მაისი 2022, 14:54

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე დღევანდელ აქციაზე: ეს ის „ურნალისტები“ არიან, კომფორტში რომ იყვნენ „ნაცების“ დროს დამონებული მედიის პირობებში და გვარიან ფულსაც და სხვა სარგებელს ქაფავდნენ „მიშას ტელეარხებზე“

„ამაზრზენი სანახავი იყო დღეს „მერიოტთან“ შეკრებილი პირწაკრული ნაც-ურნალისტების „შაბაში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაკავების გამო ჟურნალისტების გამართულ საპროტესტო აქციას.

19 მაისი 2022, 14:47

საზოგადოება

მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, იმისთვის რომ ჰქონდეთ აღქმა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

„განწყობა არის ასეთი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს განხილული ამ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და გერმანიის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება, იყოს ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია. ჩვენი მიზანია ეს გადაწყვეტილება ივნისში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული. გერმანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ბუნდესტაგში აქტიურად მუშაობენ და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან კომუნიკაცია და დისკუსია, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ აღქმა თუ როგორ ხედავს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

19 მაისი 2022, 14:34

პოლიტიკა

მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

19 მაისი 2022, 14:34

სამართალი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება ვიდეომასალას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა უწყებაში გამართული ბრიფინგი.

კომპანია „ბორჯომი საქართველო“

19 მაისი 2022, 14:32

რეგიონი

„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს გახსნილი სამივე ქვეყნისთვის

გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს მინიჭებული და გახსნილი სამივე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:26

მსოფლიო

მოლდოვის ექსპრეზიდენტზე კორუფციის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგორ დოდონი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. საქმე ეხება 2019 წელს გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს, კადრები მოლდოვას დემოკრატიული პარტიის მაშინდელ ლიდერთან ვლადიმერ პლახოტნიუკთან შეხვედრას ასახავს.

19 მაისი 2022, 14:19

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა

„მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

19 მაისი 2022, 14:09

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ქალაქ გალაცში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში მერმა ასოციაცია „ტექნოპოლ გალაცთან“ მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ლაშა ტალახაძე

19 მაისი 2022, 14:00

სპორტი

ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელებისთვის, ხმის მიცემა მიმდინარეობს. როგორ შეგიძლიათ ლაშა ტალახაძის მხარდაჭერა

ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენდად, გამოკითხვა მიმდინარეობს. ნომინანტთა შორისაა მსოფლიოს მრავალგზის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც.

ამირან გულუაშვილი

19 მაისი 2022, 13:51

სამართალი

ამირან გულუაშვილი: გვარამიას დავალებით, მისმა მეგობარმა და დაახლოებულმა პირმა გვარამიას მეგობრებისთვის საცხოვრებელი სახლები და ძვირადღირებული ავტომანქანები შეიძინა

„ იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად „ინტერმედია პლუსის“ სასარგებლოდ გაფლანგა „რუსთავი-2“-ის 6 700 000 ლარი, სანაცვლოდ მან თავისი პირადი საჭიროებებისთვის და პირადი სარგებლის მიღების მიზნით გარკვეული ქმედებები განახორციელა. ინტერმედია პლუსმა, თანხა, რომელიც არ გადაურიცხა „რუსთავი-2“-ს, შემდგომში დივიდენდების სახით გასცა მის დამფუძნებლებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა გვარამიას მეგობარი და მასთან დაახლოებული პირი და ნიკა გვარამიას დავალებით, ამ ადამიანმა, გვარამიას მიერვე მითითებული პირებისთვის, მისი მეგობრებისთვის შეიძინა საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები. ამის შემდგომ ნიკა გვარამიამ პირადად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას და ამ ბინების შეძენა განხორციელდა ასევე „ინტერმედია პლუსის“ მიერ. სწორედ იმ 6 700 000 გაფლანგული ლარის სანაცვლოდ, რომელიც „რუსთავი-2“-ს უნდა მიეღო , თუმცა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ეს მოგება აისახა „ინტერმედია პლუსში“, - განაცხადა გულუაშვილმა.

ამირან გულუაშვილი

19 მაისი 2022, 13:49

სამართალი

ამირან გულუაშვილი: გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იყოს წარმოჩენილი

გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან აქვს მცდელობას ადგილი, გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

19 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან

მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.

19 მაისი 2022, 13:35

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე

19 მაისი 2022, 13:33

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: 6 წლის წინ გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

19 მაისი 2022, 13:09

საზოგადოება

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

19 მაისი 2022, 13:04

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

ზურაბ აბაშიძე

19 მაისი 2022, 13:02

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: გადავეცი კარასინს, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთუს ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა და განუცხადა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.