imedi /  15 აპრილი 2022, 15:14 / სანდო წყარო

პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე სამ პირს - ზ.გ.-ს, შ.გ.-ს და დ.უ.-ს ბრალდება წარუდგინა და ერთი იურიდიული პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო სახელმწიფოს კი მიადგა - 978 004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი,

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. მათვე, სარეალიზაციოდ გაამზადეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად 30 637 ლარის საბაჟო (184 131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც დროულად ამოღებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.

ერთ-ერთი ბრალდებული ზ.გ. ამავე დროს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არის მიცემული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ ე. ლ.-ს ქონების გამოძალვის ფაქტზე და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 14 აპრილს დააკავეს. ზ.გ.-ს, შ.გ.-ს და დ.უ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულად იქნა ცნობილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირი - შპს „ზაჰესი 2007, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2022, 08:59

მსოფლიო

ჰავაიზე, მსოფლიოში ყველაზე დიდმა, აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

29 ნოემბერი 2022, 08:38

პოლიტიკა

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს, პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროეტქს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. პროექტის მიხედვით, ახალი ბიუროს მთავარი ფუნქცია იქნება ანტიკორუფციული კუთხით მოქმედი ყველა საგამოძიებო უწყების კოორდინაცია.

29 ნოემბერი 2022, 08:22

საზოგადოება

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტიაციო სამუშოების გამო, დედაქალის გარკვეულ ქუჩებზე, დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტიაციო სამუშოების გამო, დედაქალის გარკვეულ ქუჩებზე, დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

29 ნოემბერი 2022, 08:07

პოლიტიკა

დღეს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება

დღეს რუმინეთის დედაქალაქში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ალიანსის წარმომადგენლებმა მომავალ წევრებთან - ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინის დახმარების გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს, მოლდოვას, ბოსნია - ჰერცოგოვინასთვის მხარდაჭერაზე უნდა იმსჯელონ.

29 ნოემბერი 2022, 01:08

საზოგადოება

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ დღეს არცერთი მონაწილე არ დატოვებს

ორშაბათი „იმედზე“ ტრადიციულად მეგაშოუს დღეა. დღეს მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთერთმეტე სეზონის მეხუთე ეპიზოდი იხილა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტს ალესანდრო კარუზო და ანა ბირთველიშვილი გამოეთიშნენ.

29 ნოემბერი 2022, 00:45

კულტურა

თეა წულუკიანი ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ნოემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

ილონ მასკი: კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება

კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება.

29 ნოემბერი 2022, 00:22

რეგიონი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა რუსთავის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

29 ნოემბერი 2022, 00:03

საზოგადოება

კოკა კაციტაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან მიშელ პიტერმანსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

28 ნოემბერი 2022, 23:58

მსოფლიო

სტოლტენბერგი: პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს

პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

28 ნოემბერი 2022, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევდორაძე ესწრებოდნენ.

28 ნოემბერი 2022, 23:31

კულტურა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ კომიტეტის წევრებს ცენტრის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელმა კავკასიური პოეზიის ფესტივალზე „ანაკლია-2022“ ისაუბრა. მისი თქმით, ფესტივალი ჩერქეზული კულტურის ცენტრის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა პოეტებმა, მწერლებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა მიიღეს მონაწილეობა.

28 ნოემბერი 2022, 23:11

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

28 ნოემბერი 2022, 22:50

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს - ასეთი რამ არ გამიგია

საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს, ასეთი რამ არ გამიგია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

ეკა სეფაშვილი

28 ნოემბერი 2022, 22:28

პოლიტიკა

აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის წესები კანონმდებლობით განისაზღვრება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება, რომლის მიხედვითაც შემოდის „მედია მომსახურებების“ ცნება, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს, რადიო მაუწყებლობას და აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას მოიცავს. კანონპროექტით განსაზღვრული წესები ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.

28 ნოემბერი 2022, 22:00

პოლიტიკა

ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები რეფერენტული ფასების დადგენის გზით დარეგულირდება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს, რაც საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

28 ნოემბერი 2022, 21:41

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 21:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას. მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.

დავით მათიკაშვილი

28 ნოემბერი 2022, 21:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვერ შეცვალეს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ტექნიკური მთავრობით, ვერ დაანთეს ომის ცეცხლი საქართველოში და ახლა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდათ რადიკალების თავმოყრა

ეს ხაზს უსვამს სტაბილურობის სიძულვილის დონეს. არ სურს გიგაურს რომ სტაბილურად განვითარდეს პარლამენტი და პარლამენტარიზმი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

იენს სტოლტენბერგი

28 ნოემბერი 2022, 21:19

მსოფლიო

სტოლტენბერგი: განვიხილავთ გზებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა

ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.