14 მაისი 2022, 10:47 / სანდო წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 10 ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ. და 1994 წელს დაბადებული ი.ა. თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

„სამართალდამცველებმა მ.ჯ.-ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის - ი.ა.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, კ. ს.-ის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.

სამართალდამცველებმა, ზ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 ვაზნა, ო.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა, ხოლო ბ.ა.-ს სახლის ჩხრეკისას - პისტოლეტი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ვ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.ფ. და 2000 წელს დაბადებული ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ყველა სიახლე

25 მაისი 2022, 12:33

სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 მაისი 2022, 12:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი; მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ

საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.

25 მაისი 2022, 11:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში ☀️

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

კახა კალაძე

25 მაისი 2022, 11:52

პოლიტიკა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

25 მაისი 2022, 11:45

საზოგადოება

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს.

25 მაისი 2022, 11:42

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ვაკის რაიონის ბაღების მდგომარეობას გაეცნო

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სკოლამდელი განათლების დახვეწასა და განვითარებას ემსახურება. კახაბერ გვანცელაძემ და გიორგი ტყემალაძემ ოთხივე საბავშვო ბაღში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

კახა კალაძე

25 მაისი 2022, 11:40

საზოგადოება

პირველი ივნისის ღონისძიებების კვირეული 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

„თქვენ იცით, რომ პირველ ივნისს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. შესაბამისად, მერიამ დაგეგმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს რაიონის, ვაკის რაიონისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობების ერთობლივი ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქის სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, „მზიურის“ პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

25 მაისი 2022, 11:33

მსოფლიო

„ომის კვლევის ინსტიტუტი“: გასულ კვირაში, წინა კვირებთან შედარებით უკრაინაში რუსული ჯარის წინსვლა უფრო წარმატებული იყო

ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტი“ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ინსტიტუტის ექსპერტების მთავარი ყურადღება დონბასში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო.

25 მაისი 2022, 11:30

საზოგადოება

500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685-მა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

25 მაისი 2022, 11:28

საზოგადოება

თბილისში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება, რის გამოც ის სრულად ჩაიკეტება

„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს, გვყავს კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

25 მაისი 2022, 11:27

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იწყება.

25 მაისი 2022, 11:23

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას.

25 მაისი 2022, 11:15

რეგიონი

კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70-წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

25 მაისი 2022, 11:14

საზოგადოება

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

25 მაისი 2022, 11:07

საზოგადოება

ევროკავშირის ელჩი: როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით - ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარადაა ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელ, რომელიც გურიას სტუმრობდა, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

25 მაისი 2022, 11:02

საზოგადოება

შრომის უსაფრთხოების თემაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი მოეწყო

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამუშაო ადგილებზე შეიქმნას ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, ამის გარანტი არის ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ამ გარემოს შექმნა. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვინ შეიძლება გახდეს უსაფრთხოების სპეციალისტი, რა უფლება მოვალეობები ეკისრება მას და როგორ შეიძლება მან შექმნას სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი გარემო“.-განაცხადა ქეთევან დარციმელიამ - შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

25 მაისი 2022, 10:50

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით. მისი განმარტებით, ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

25 მაისი 2022, 10:44

ტექნოლოგიები

არგენტინაში მფრინავი რეპტილიის უძველესი ნაშთები აღმოაჩინეს

სიკვდილის დრაკონი - ასე შეარქვეს მეცნიერებმა მფრინავი რეპტილიის ახლადაღმოჩენილ სახეობას, რომლის ნაშთებსაც არგენტინაში მიაკვლიეს.

25 მაისი 2022, 10:30

საზოგადოება

გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირთან საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში.

25 მაისი 2022, 10:30

რეგიონი

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის 10 სოფლის მოსახლეობას ციფრული სერვისების გამოყენებაში ტრენინგი ჩაუტარა

„ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტით დაიწყო. პროექტის შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” კი კომუნიკაციების კომისია ახორციელებს“.