27 ივნისი 2022, 19:12 / სანდო წყარო

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი გაძლიერების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამ ფორმატში სახალხო დამცველთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვადრაზე, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საჯარო ურთიერთობების მდივანი არის გენერალური პროკურორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

სახალხო დამცველთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

18 აგვისტო 2022, 14:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება უმკაცრესი ზომით აღიკვეთება

„ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება პირდაპირ მიუთითებს და ცხადყოფს თუ რა არის მათი მიზნები. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან და დაინახეს არაერთხელ, რომ ლეგიტიმური გზით მათ ხელისუფლებაში მოსვლა არ შეუძლიათ, რადგან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი პირდაპირ უარს ეუბნება მათ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება უმკაცრესი ზომით იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ბაჩო დოლიძე

18 აგვისტო 2022, 14:43

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ეს შემოდგომა ნამდვილად ცხელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“

„ბრძოლის რა ტაქტიკას გამოვიყენებთ, რა სტრატეგია იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი რაღა თქმა უნდა, არასერიოზულია, ნამდვილად არ ვაპირებ გავუადვილო საქმე სუსს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს შემოდგომა ნამდვილად ცხელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“,- აღნიშნა დოლიძემ.

დავით მათიკაშვილი

18 აგვისტო 2022, 14:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ზურაბ ჯაფარიძის დესტრუქციულ ქმედებებსა და მოსაზრებებს, მათი რეალიზების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ადეკვატური პასუხი გაეცემა

ზურაბ ჯაფარიძის დესტრუქციულ ქმედებებსა და მოსაზრებებს, მათი რეალიზების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ადეკვატური პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, კანონის წინააღმდეგ წავიდეს და კონსტიტუცია დაარღვიოს.

გივი მიქანაძე

18 აგვისტო 2022, 14:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აშშ-ის ელჩის განცხადება აბსოლუტურად ჯდება იმ პათოსში, რასაც რადიკალური ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენებზე აჟღერებს

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს კონკრეტული განცხადება აშშ-ის ელჩის მხრიდანა აბსოლუტურად ჯდება იმ პათოსში, რასაც რადიკალური ოპოზიცია აჟღერებს 19-20 ივნისის მოვლენებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

18 აგვისტო 2022, 14:38

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კელი დეგნანისგან განსხვავებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 20-21 ივნისის მოვლენებს აბსოლუტურად სწორად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კელი დეგნანისგან ნგასხვავებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 20-21 ივნისის მოვლენებს აბსოლუტურად სწორად აფასებს.

მიხეილ სარჯველაძე

18 აგვისტო 2022, 14:33

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ჯაფარიძის განცხადებაზე: ეს არის დესტრუქცია, ეს არის არეულობა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეექმნას უპირატესობა

„ცეცხლს ეთამაშებიან, პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად შეიძლება არ სიამოვნებდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ის, რასაც სთავაზობენ ამ კატეგორიის ოპოზიციონერები საზოგადოებას. სინამდვილეში ეს არის დესტრუქცია, ეს არის არეულობა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომელიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეექმნას უპირატესობა. რაც შეეხება ამ ტიპის თავქარიან განცხადებებს, ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ მოსახლეობამ ეს გაიზიაროს და მეორე მხრივ, განხორციელების არავითარი რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სანდრო რაქვიაშვილი

18 აგვისტო 2022, 14:30

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: მთავარია მივიღოთ დოკუმენტი, რომლითაც არჩევნებში ეჭვი აღარავის შეეპარება

აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქება და ამაში პრობლემა არ არის. მთავარია შევძლებთ თუ ვერა ისეთი კანონი და დოკუმენტი მივიღოთ, რომელიც ასე თუ ისე აკმაყოფილებს ყველა მხარეს და რომლის შედეგადაც არჩევნების შედეგებში ეჭვი აღარავის აღარ შეეპარება, - ამის შესახებ „გირჩი“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

ხათუნა სამნიძე

18 აგვისტო 2022, 14:25

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: შენობებზე თავდასხმა, ბლოკირება თუ სხვა არაკონსტიტუციური ფორმები პრობლემას შეუქმნის ქვეყანას

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა საკუთარი ნება კონსტიტუციური მეთოდებით უნდა გამოხატონ. ასე გამოეხმაურა ის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

პაატა მანჯგალაძე

18 აგვისტო 2022, 14:24

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: იქ, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ჩართული, პროტესტი ყოველთვის იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და არაძალადობრივი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სადაც ვიქნებით ჩართული, პროტესტი ყოველთვის იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და არაძალადობრივი. ჩემთვის კონსტიტუციური ფორმა არის, აქცია, პიკეტი, პერფორმანსები, ქუჩაში გასვლა, მანიფესტაცია, საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტი და ა.შ., - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რითაც გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს, თუ მასობრივი პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო შენობებს დაიკავებენ.

ლევან იოსელიანი

18 აგვისტო 2022, 14:24

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩემთვის მთავარია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნო პერიოდის გაუმჯობესება, რადგან მთავარი პრობლემები მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება

ჩემთვის მთავარია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნო პერიოდის გაუმჯობესება, რადგან მთავარი პრობლემები მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

18 აგვისტო 2022, 14:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: საუბრები, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ „კრედიტ სუისთან“ დავა, არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები

„რა თქმა უნდა, უფლება გვაქვს შეფასება მივცეთ კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე - ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ. მაგრამ რამდენად ქმნის ეს შეფასება საფუძველს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირებისთვის? ვთვლი, რომ აქ ორგანული კავშირი არ იკვეთება“, - აცხადებს ყიფიანი.

დავით მათიკაშვილი

18 აგვისტო 2022, 14:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ISFED-ზე: ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ასე გამოეხმაურა ის იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს.

ნიკა სიმონიშვილი

18 აგვისტო 2022, 14:15

პოლიტიკა

საია-ს თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა დატოვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გივი მიქანაძე

18 აგვისტო 2022, 14:00

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე

დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის საქმიანობას. ეს არის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვასთან დაკავშირებული ჯგუფის პირველი სხდომა. ამ ჯგუფის მიზანია, რაც პირდაპირ გაწერილია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

18 აგვისტო 2022, 13:49

პოლიტიკა

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

„გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

18 აგვისტო 2022, 13:47

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.

გია აბაშიძე

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: „ლიბერალმა“ ფაშისტებმა ნამდვილ ფაშისტებსაც გადაასწრეს. ისინი შვილებს ეხებოდნენ და შემდეგ თაობაზე აღარ ვრცელდებოდა მათი ტერორი

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეიშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის გაკეთებულ განცხადებას კელი დეგნანის მიმართ, კრიტიკულად აფასებს.

ცესკო

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკო 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 აგვისტო 2022, 13:26

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოზურგეთში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ქალაქ ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 13:26

რეგიონი

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი ფიქსირდება

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემით აჭარაში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები უსწრებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინებს და პროგნოზებს.