www.imedi.ge /  07 აგვისტო 2022, 13:23 / სანდო წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ვაზნები.

სამეგრელოს პოლიციამ 1978 წელს დაბადებული ზ.ს. მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ერთლულიანი შაშხანა, ერთლულიანი გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა კალიბრის 6 ვაზნა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს "პარაბელუმის" ტიპის პისტოლეტი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.ყ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული ზ.ი., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს, 1963 წელს დაბადებული გ.ჩ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნა, ასევე, მჭიდები.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ბერეტას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ, წარსულში ნასამართლევ, 1974 წელს დაბადებულ რ.დ.-საც. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ოქტომბერი 2022, 01:20

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ხელშესახებ შედეგებს აღწევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და ხელშესახებ შედეგებს აღწევს.

01 ოქტომბერი 2022, 01:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია პუტინს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენების საშუალება აქამდე არ მისცემია

პუტინის სურვილია, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს, როგორც რუსეთის ნაწილი, რუსეთის ტერიტორიები და შემდგომში ნებისმიერი თავდასხმა აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, რაც საბოლოო ჯამში მას საშუალებას მისცემს, რომ შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გაზარდოს არმიაში და ომიც კი გამოუცხადოს ამ ტერიტორიებზე მყოფ პირებს. ამასთან ერთად მას საშუალება მიეცემა გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენების საშუალება აქამდე არ მისცემია, - ამის შესახებ CNN-ის ეთერში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.

01 ოქტომბერი 2022, 00:52

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია წარადგინეს.

ჯეიკ სალივანი

01 ოქტომბერი 2022, 00:29

მსოფლიო

თეთრი სახლი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს - ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

01 ოქტომბერი 2022, 00:14

მსოფლიო

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინის აღმაფრთოვანებელი სიმამაცე ნატოს მხოლოდ გააძლიერებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას ეხმიანება.

ენტონი ბლინკენი

30 სექტემბერი 2022, 23:58

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 23:56

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 23:32

მსოფლიო

ბაიდენი პუტინს: აშშ და ნატო მზად არიან, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ აშშ და ნატო მზად არიან, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 23:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია.

ემანუელ მაკრონი

30 სექტემბერი 2022, 22:44

მსოფლიო

მაკრონი: მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას

მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

30 სექტემბერი 2022, 22:40

რეგიონი

„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, კიდევ ორ ახალ პროექტზე - ქალაქ ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს გამოაცხადა.

30 სექტემბერი 2022, 22:14

საზოგადოება

ბერნის უნივერსიტეტში სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ გაიხსნა

შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი ძალისხმევით, ბერნის უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი სახელწოდებით -„საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ გაიხსნა. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

იენს სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 21:49

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

30 სექტემბერი 2022, 21:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება და თავის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

ენტონი ბლინკენი

30 სექტემბერი 2022, 21:19

მსოფლიო

ბლინკენი: აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს.

30 სექტემბერი 2022, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია

„შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“.

30 სექტემბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა სოცქსელით ვრცელდებოდა, ყალბია

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - თბილისში, თავისუფლების მოედანზე ვითომდა რუსული აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერები არ შეკრებილან და არც აპირებდნენ შეკრებას. ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა ერთ-ერთი Telegram-არხით, შემდეგ კი სოციალური ქსელით ვრცელდებოდა, ყალბია.

იენს სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 20:43

მსოფლიო

სტოლტენბერგი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე: ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს

ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადზე კითხვის საპასუხოდ.

ვახტანგ ჭარაია

30 სექტემბერი 2022, 20:27

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.