12 აგვისტო 2022, 13:20 / სანდო წყარო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2022 წლის 1 მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს“, - ნათქვამია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 17:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.

გიორგი მიქაუტაძე

29 სექტემბერი 2022, 17:48

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა

გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოხვდა სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება.

29 სექტემბერი 2022, 17:38

სამართალი

შსს-მ საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ბათუმიდან დაიწყო

შსს-ს ცნობით, კამპანიას „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

29 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

29 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან

კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 17:26

ტაბლოიდი

აშშ-ში დათვი ავტომობილში შეძვრა და სალონი გაანადგურა. ვიდეო

აშშ-ში, პენსილვანიაში, დათვი 49 წლის ქალის ავტომობილში შეძვრა და სალონი დაგლიჯა. როგორც ავტომობილის მძღოლი ამბობს, სახლთან გაჩენების შემდეგ, მანქანა არ დაუკეტავს, თუმცა, ზუსტად არ იცის, როგორ აღმოჩნდა მტაცებელი ცხოველი სალონში.

29 სექტემბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იუოზას ოლეკასი: ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება - აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ეს არის ავტორიტარული რეჟიმების სისუსტე. ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სოლიდარობის გამოვლენაა, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, იუოზას ოლეკასმა „ქრონიკასთან“ განაცხადა , - განაცხადა

პეტრას აუსტრევიჩიუსი

29 სექტემბერი 2022, 16:58

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ლუკაშენკო თვითგამოცხადებული პრეზიდენტია. ვის შეხვდა ის აფხაზეთში? ასევე თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენელს

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია არალეგიტიმური პირები არიან. ასე აფასებს ევროპარლამენტის წევრი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.

29 სექტემბერი 2022, 16:48

კულტურა

კულტურის სამინისტრომ მუნიციპალური და კერძო სამოყვარულო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველად გამოაცხადა კონკურსი „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პიტერ სტანო

29 სექტემბერი 2022, 16:36

პოლიტიკა

პიტერ სტანო: ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში

ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიაში არსებული კულტურის პოლიტიკისა და სახელმწიფო მიდგომების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

29 სექტემბერი 2022, 16:34

რეგიონი

ბათუმმა ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შესაძლოა ისევ მოიპოვოს

„2023 წელს, World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში გამართვა ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. წელს, „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი“.

29 სექტემბერი 2022, 15:44

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს მუჰამედ ჰასან აბდულას შეხვდა. შეხვედრას, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და დუბაის პროკურატურის პირველი მოადგილე იუსუფ ალმატოვა ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2022, 15:32

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

29 სექტემბერი 2022, 15:29

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორვატიის გენერალურ პროკურორს ზლატა ჰრვოი შიპეკს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორვატიის გენერალურ პროკურორს ზლატა ჰრვოი შიპეკს შეხვდა. შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ხორვატიის გენერალური პროკურორის მოადგილე იოსიპ ჩულე ესწრებოდნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 15:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ეტაპზე ბელორუსიის ელჩის სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად - ამ ნაბიჯმა შეიძლება, დააჩქაროს ის ვერსია, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად

სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია - ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. რას აძლევს ისეთს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

29 სექტემბერი 2022, 15:21

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე, სასამართლოში კითხვებს მამა მიქაელ ბოტკოველმა უპასუხა

კითხვები კი საპატრიარქოს პოზიციას და იმ განცხადებებს ეხებოდა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა. დღეს დაიკითხება კიდევ ერთი მოწმე, მამუკა ბალავაძე, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 2005-2007 წლებში იყო და კომისიის სხდომებს ესწრებოდა.

29 სექტემბერი 2022, 15:20

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

კობა გვენეტაძე
გედიმინას სიმკუსს

29 სექტემბერი 2022, 15:14

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციას - ცენტრალური ბანკების მომავალი (Future of Central Banking) მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ლიეტუვის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელი ესწრება.

29 სექტემბერი 2022, 15:13

პოლიტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, დავით დევიძეს სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.