imedi /  30 სექტემბერი 2022, 19:29 / სანდო წყარო

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: პატიმრები აბსოლუტურად უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი სერვისებით, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება

პენიტენციური სამსახურის მიმართ პარლამენტში დასმულ კითხვებს თორნიკე ჭეიშვილმა უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ სისტემური თვალსაზრისით ე.წ. არაფორმალური მმართველობის პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში არ დგას.

პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის შესახებ არაერთხელ აღგვინიშნავს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სისტემური თვალსაზრისით არავითარი მსგავსი პრობლემა, თუ გამოწვევა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არ არის. თუ არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პატიმარი ცდილობს გარკვეული ზეგავლენის მოპოვებას სხვა პატიმრებზე ხდება შესაბამისი, მყისიერი რეაგირება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ხდება განცალკევება, გადაყვანა და სხვა ღონისძიებების გამოყენება, რომელიც იმთავითვე აღმოფხვრის საფრთხეს იმისა, რომ პატიმართა ჯგუფი შეიძლება მოექცეს გარკვეული ზეგავლენის ქვეშ. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში არის საუბარი და მე პირადად ვისურვებდი, რომ ეს ნაწილი იყოს გაცილებით უფრო გამყარებული კონკრეტული ფაქტებით და თუ ასეთი ფაქტები არსებობს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეაგირება ხდება დაუყოვნებლივ“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს ყურადღება მაღალ დონეზე ექცევა.

„2011 წელს თუ იყო 140 გარდაცვალების შემთხვევა, 2021 წელს 20 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ბუნებრივია, მე ამას არ ვამბობ არავითარი ნიშნის მოგებით - თითოეული პატიმრის სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ ყოვლისა ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებლები, მაგრამ მეორე მხრივ 7-ჯერ შემცირება სიკვდილიანობისა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება პატიმრების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისკენ არის უაღრესად მაღალ დონეზე.

რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რესურსები, პირველ ყოვლისა ეს არის სამედიცინო პერსონალი. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან არის, დაახლოებით, 500 შესაბამისი თანამშრომელი. ეს რაოდენობა ვიცით, რომ შეიძლება არ იყოს ბოლომდე საკმარისი, ამიტომ მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ დაემატოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გარკვეული სამედიცინო სერვისებით კიდევ უფრო მეტად იყვნენ უზრუნველყოფილი პატიმრები.

ვიტყვი ასევე იმასაც, რომ მოქმედებს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მოდელი პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებში არის სამედიცინო პუნქტი და, ამდენად, პირველადი რეაგირება, თუ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ხორციელდება სწორედ ამ პუნქტში. თუ არ არის საკმარისი ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება პატიმარს მიეწოდოს ადგილზე უკვე შემდგომ ხდება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და არის მესამე ალტერნატივა - როდესაც ხდება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პატიმრის გადაყვანა. ამაზე მინდა გითხრათ, რომ საანგარიშო პერიოდში, ანუ, 2021 წელს 5502 პატიმარი იყო გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ხოლო მიმდინარე წელს 4000-მდე პატიმრის გადაყვანა მოხდა. ეს გულისხმობს, იმას რომ პატიმრები არიან აბსოლუტურად უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენს დაწესებულებებში არის არაერთი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, ,,ც ჰეპატიტის“ ელიმინაციას, ტუბერკულოზთან გამკლავებასა და მართვას, რომელიც უკავშირდება აივ ინფექციის მკურნალობას და ა.შ.” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თორნიკე ჭეიშვილმა პატიმრების კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმრები სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.

„მინდა ყურადღება გავამახვილო პატიმართა კვების საკითხზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში მათ ჯანმრთელობასთან. რომ ავიღოთ ერთ პატიმარზე გაკეთებული დანახარჯი, ანუ თანხა, რომელიც არის კვებაზე გამოყოფილი, 40 პროცენტით აღემატება გასული წლების მაჩვენებელს. გასულ წლებში ვგულისხმობ 2015-2019 წლების მაჩვენებელს. დავამატებ იმასაც, რომ არის 50-მდე სხვადასხვა მენიუ პატიმართა რაციონში, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ისინი იყვნენ შესაბამისი სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფილები“ - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშშის მოსმენას ესწრებოდა.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 14:54

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაირკვევა. იმისათვის, რომ კანდიდატმა ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა ხუთი წლის ვადით დაიკავოს მან პარლამენტის წევრთა არანაკლებ 90 ხმა უნდა მოიპოვოს.

ანრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:51

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ - არა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ - არა,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:41

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება - რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ ვერ სთავაზობენ?

ეს არის სამართლებრივ ჭრილში და სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2022, 14:40

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: უკრაინას რომ საავადმყოფოებისთვის და სამშობიაროებისთვის გენერატორები გავუგზავნოთ, ვფიქრობ, ამის თავისუფლება სუვერენულ ქვეყანას ნამდვილად აქვს

საქართველომ რომ უკრაინას გენერატორები გაუგზავნოს, რომელიც მას სჭირდება საავადმყოფოებისთვის და სამშობიაროებისთვის, ვფიქრობ, ამის თავისუფლება სუვერენულ ქვეყანას ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ვასილ კაკაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:38

პოლიტიკა

გამომძიებლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა

„ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა, უარი განაცხადა მან დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ ნიმუშის აღებაზე უარი არ უთქვამს, ამიტომ მომდევნო დღეებში ჩატარდება“,- აღნიშნა კაკაშვილმა.

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

გიორგი ბოტკოველი

07 დეკემბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი: ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში 9 დეკემბრისთვის ადამიანების მობილიზებით არიან დაკავებული

„ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში არიან წასულები, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ისინი იმყოფებიან იქ ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს. იქ არიან დაკავებულები ჩვენს აქტივთან შეხვედრითა და ადამიანების მობილიზებით. რა თქმა უნდა, აქცია უნდა გაიმართოს“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

ანდრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:26

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გააგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები - ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა

გაგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები - ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

07 დეკემბერი 2022, 14:25

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მიმართავს პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს:

07 დეკემბერი 2022, 14:23

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებაზე.

ნანა კაკაბაძე

07 დეკემბერი 2022, 14:23

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილს აქვს ძალაუფლების ნოსტალგია, არ მოსწონს დღევანდელი სტატუსი და ამ ნიადაგზე აქვს სტრესი და დეპრესია, მისი გარემოცვის სურვილია, ის ამ სტრესულ გარემოს განარიდონ

სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი-სააკაშვილის წნევის, ჭამის მადის თუ კუჭის მოქმედების ამსახველი „დრამატული“ ინფორმაცია, რომელიც, ბოლო ერთი წელი განაპირობებს პოლიტიკურ დღის წესრიგს. წელიწადია სამედიცინო დასკვნის გარეშე გვესმის სააკაშვილის, გაუგებარი, ხელოვნურად დამძიმებული დაავადებების (სუნი ასდის, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს და ა.შ) შესახებ - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

ალუდა ღუდუშაური

07 დეკემბერი 2022, 14:19

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კაციანი აქცია არ მგონია საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დასრულების რეჟიმში აქტიურად გადასული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კაციანი აქცია არ მგონია საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს“, - განაცხად ალუდა ღუდუშაურმა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 14:18

სამართალი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ ის გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

გია გაბრიჭიძე

07 დეკემბერი 2022, 14:12

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება

როგორც გაბრიჭიძემ აღნიშნა, მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ.

ანა წითლიძე

07 დეკემბერი 2022, 14:11

პოლიტიკა

ანა წითლიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 14:08

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ - მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ. მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ცნობილია, რომ ადვოკატები სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ.

07 დეკემბერი 2022, 13:58

მსოფლიო

გერმანიაში დააკავეს მემარჯვენე ექსტრემისტების 25-კაციანი ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა

გერმანიის პოლიციამ დააკავა მემარჯვენე ექსტრემისტების, შეთქმულების თეორიის მომხრეებისა და ყოფილი სამხედროებისგან შემდგარი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 7 დეკემბერს 3000-მდე პოლიციელმა გაჩხრიკა 130-ზე მეტი სახლი და ბინა მთელი გერმანიის მასშტაბით. 52 ეჭვმიტანილიდან 25 დაკავებულია.

07 დეკემბერი 2022, 13:54

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა დააღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა სტრასბურგში ქალთა მიმართ ძალადობის დაოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) მხარეთა კომიტეტის მე-13 შეხვედრაშიმიიღო მონაწილეობა.

ზურაბ ქადაგიძე

07 დეკემბერი 2022, 13:51

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნებისმიერი მცდელობა, ოფიციალური თბილისი დააკავშირონ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, ყველა საშუალებით საქართველო დაფიქსირდეს მხარედ

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის აბსურდული განცხადებები, ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციული ქმედებები და დასავლელი ლობისტების მხრიდან პედალირებული კამპანია, ემსახურება ერთადერთ მიზანს-მეორე ფრონტის გახსნას! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

07 დეკემბერი 2022, 13:43

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა.