02 ოქტომბერი 2022, 10:50 / სანდო წყარო

შსს-მ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავა, ხოლო 8 პირს ბრალი წარედგინა

უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი - 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ბრალი წარედგინათ: 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს - ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს - გ. წ.-ს.

დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - „pop up-ს“, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე. შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია. მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინგადახდის სისტემის გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ pop up-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

დავით მაღრაძე

09 დეკემბერი 2022, 01:23

საზოგადოება

დავით მაღრაძე: იმდენად ენატრებათ ერთხელ ნაგემი ხელისუფლება, მზად არიან, რომ ომი იყოს, დაიბომბოს, ყველაფერი განადგურდეს. თუ ეს შეუწყობს ხელს, რომ ნანგრევებზე მაინც ხელისუფლებაში მოვიდენ, ამაზეც თანახმა არიან

ეს ჩვენთვის არ არის ომი და მშვიდობა, ყოფნა-არყოფნაა ჩვენთვის. მშვიდობა ისეთი რამ არის, რომ ამის არ მოწონება, მიუღებლობა, ამის საყვედურის თემად ქცევა ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ, არის ის, რომ ფსკერიც გახვრიტო და იმის იქით ჩახვიდე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: არევის ერთადერთი ინტერესია ხელისუფლების შეცვლა, საბოლოო მიზანი - მეორე ფრონტის გაჩაღება

ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ყველაფერს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ამ ქვეყანაში რაიმე ააგორონ, რადგან საზოგადოება ხედავს ყველაფერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე: ის პირდაპირ იყო შესული პოლიტიკაში და მიჰყვებოდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს - ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამით ჩვენ რეალურად ვერაფერი დაგვაკლო

ნინო ლომჯარიას საქმიანობამ 5 წელი უსახელოდ ჩაიარა. დღეს ვსაუბრობდით იმაზე, რა უნდა იყოს სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმები. ესენი უნდა იყოს: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა, რაც ორივესთან არის კავშირში, - ლომჯარიას არც ერთი ჰქონდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფაქტორი, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს

„ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფაქტორი, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დიდი შავი ლენტი დაიკიდება აუცილებლად ყველა იმ ადამიანის ოფისზე, რომელიც ქვეყანას მტრობს.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა

შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კანონის დარღვევაზე ყველა სათანადო პასუხს მიიღებს.

09 დეკემბერი 2022, 00:35

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის კონგრესმა კანონი მიიღო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც ევროკავშირი და არც არაფერი

ჩადენილია დანაშაულები, შეფარდებულია სასჯელი და სამართალს სჭირდება აღსრულება. ეს არის მარტივი ლოგიკა - სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც ევროკავშირი და არც არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ტაივანური მედიაც კი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ლობისტური კონტრაქტით პირდაპირ დაამტკიცეს, რასაც ვამბობდით, არაფერი სამართალთან და ასეთ თემებთან საერთო არ აქვს ამ კამპანიას

ტაივანური მედიაც კი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. რეალურად გაშიფრეს ყველაფერი ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური პიარული კამპანია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს არათუ არ უწევს ისეთ სისტემაში ყოფნა, როგორიც თვითონ შექმნა თავის დროზე, არამედ ის არის პრივილეგირებულიც კი, სხვა პატიმრებთან შედარებით

პატიმარს, პაციენტს უნდა უმკურნალო - ეს არის ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ექიმი ქალბატონი, რომელიც ემოციურად საუბრობდა სააკაშვილის გადარჩენაზე, დღეს გაირკვა, რომ არის იმ სისტემის ერთ-ერთი ზონდერის, გეგეჭკორის და

დღეს, მაგალითად გაირკვა, რომ ერთ-ერთ ერთ ექიმი ქალბატონი, რომელიც ემოციურად საუბრობდა, რომ სააკაშვილი გადასარჩენია, არის იმ სისტემის ერთ-ერთი ზონდერის, გეგეჭკორის და, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

09 დეკემბერი 2022, 00:08

მსოფლიო

მაკრონის ინიციატივით, 2023 წლიდან საფრანგეთის აფთიაქებში 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, 2023 წლიდან საფრანგეთის აფთიაქებში18-25 წლის ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდება.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქმე ეხება დიდი სიმძლავრის გენერატორებს, რაც საქართველოში არც იწარმოება

გენერატორებს რაც შეეხება, ხალხი მართლა კითხულობდა, რა გახდა ეს გენერატორებიო და ეს ჰგონიათ, 90-იანი წლებში რაც გვქონდა „დვიჟოკები“ სახლში, ეს ჰგონიათ გენერატორები. საქართველოში არც იწარმოება ასეთი გენერატორები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კასიანოვი რომ ითხოვს იარაღის მიწოდებას, ირიბი ფორმით, ეს იგივე მოთხოვნაა

ნუ, უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რომ ითხოვს ამას, ეს არის ირიბი ფორმით იგივე მოთხოვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ სააკაშვილი ღირსეულად შეხვდებოდა სასჯელს - პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა

ეს არის პირდაპირი ზემოქმედება მოსამართლეზე, რაც კანონით დასჯადიც არის ხშირ შემთხვევაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილის სასამართლლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა, რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია

პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის. საქართველოში ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია. ადამიანის ყველა ტრაგიკული გარდაცვალება, მათ შორის ეს იყო ბოლო შემთხვევა „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კამპანიისთვის. სიკვდილი და „ნაცმოძრაობა“ არის ერთმანეთისგან განუყოფელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 დეკემბერი 2022, 23:42

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებს

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მათ უნდათ, რომ ეს იყოს საქართველოს ომი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი

ჩვენ მოვისმინეთ ფრაზები, რომ უკრაინის ომი არის საქართველოს ომიც. მე ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ: ომი ნახევრად შენი ვერ იქნება, ან შენია ომი, ან არ არის. შეიძლება პოზიცია გქონდეს დაკავებული სხვის ომთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ - პოლიტიკური მხარდაჭერა ჰააგით დაწყებული, ეუთოთი დამთავრებული, ყველგან გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და ამისთვის საკომისიოს იღებენ

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე - იღებენ საკომისიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები - ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში

მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან აბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

08 დეკემბერი 2022, 23:03

მსოფლიო

გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ჟურნალისტები პროფკავშირებთან ერთად ხელფასის გაზრდასა და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.