03 ნოემბერი 2022, 18:30 / სანდო წყარო

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ყველა არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს წარმოება დაცული ჰქონდა

ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილი

სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ყველა არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს წარმოება დაცული ჰქონდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ციხიდან გიორგი მამალაძის გათავისუფლება. ძამაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ყველა წარდგენილი მტკიცებულება იყო კანონიერად მოპოვებული და ერთობლიობაში ის ქმნიდა საფუძველს, მიღებული ყოფილიყო ის გადაწყვეტილება, რაც ეროვნულმა სასამართლოებმა მიიღეს.

„ევროპული სასამართლოს შეფასებით, კი უმჯობესი იქნებოდა, რომ სასამართლო სხდომა მთლიანად არ დახურულიყო და რაღაც ნაწილი საჯარო ყოფილიყო, რათა ვთქვათ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა, მაგრამ ეს ხომ განაჩენის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. ანუ, განაჩენი დადგებოდა ისეთივე, როგორც დადგა დახურულ სხდომაზე, ღია სხდომის შემთხვევაშიც იგივე განაჩენი იქნებოდა. ანუ, შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. ანალოგიურად უდანაშაულობის პრეზუმციის შემთხვევაშიც ცალკეული საჯარო ფიგურების განცხადებები, ევროპულმა სასამართლომ რაღაც გარემოებათა ერთობლიობაში შესაძლოა, ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამობაში ჩათვალა, მაგრამ ესეც ხომ ვერ მოახდენდა გავლენას კონკრეტულ შედეგზე, რადგან სასამართლოს განაჩენი ეფუძნება არა საჯარო განცხადებებს, არამედ საქმეში არსებულ საკმაოდ მყარ მტკიცებულებებს. ეს მტკიცებულებების ერთობლიობა წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომელზეც დღევანდელ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ყველა ეს მტკიცებულება იყო კანონიერად მოპოვებული. ერთობლიობაში ის ქმნიდა საფუძველს, რომ მიღებული ყოფილიყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ეროვნულმა სასამართლოებმა.

საბოლოოდ, გადაწყვეტილებას აჯამებს სტრასბურგის სასამართლო და ამბობს, რომ ყველა ამ გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს წარმოება დაცული ჰქონდა. შესაბამისად, აქ ჩვენი აზრით, საკმაოდ მკაფიოა პასუხი. რაიმე გადასასინჯი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხარის პროფესიული უფლებაა. თუ ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, რომ მათ უნდა მიმართონ შიდა სასამართლოს რაღაც გადაისინჯოს, ამაზე შიდა სასამართლო გააკეთებს შეფასებას. თუმცა, ეს გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, აქ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაიმე გადაისინჯოს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ყველა სიახლე

ჟოზეფ ბორელი

01 დეკემბერი 2022, 22:06

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: უკრაინელ ხალხზე სასტიკი თავდასხმის გარდა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დესტაბილიზაციას და აუარესებს უსაფრთხოების ვითარებას ეუთოს მთელ ტერიტორიაზე

რუსეთის აგრესიულმა ომმა ფაქტობრივად გაანადგურა უსაფრთხოება ევროპაში. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს სიტუაცია და გავაძლიეროთ ეუთო, რათა გზა გავუხსნათ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის აღდგენას, - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ნატო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს კონსტიტუციურ ნორმადაა ქცეული ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 21:19

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტარიელ ნაკაიძე

01 დეკემბერი 2022, 21:15

პოლიტიკა

ტარიელ ნაკაიძე: შეიცვალა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, რომელიც სკოლებში გარიყულად წარმოაჩენდა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ძალიან წარმატებული იყო განათლების სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ უმცირესობების წარმომადგენლებიც და შეიცვალა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, რომელიც სკოლებში გარიყულად წარმოაჩენდა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს , რომელიც ამაზე მუშაობდა, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ლევან იოსელიანი

01 დეკემბერი 2022, 21:10

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი ჩხენკელს: სახელმწიფო თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია, რომ ათი წლის განმავლობაში ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ენის შესწავლა

მესმის, რომ ერთ წელიწადში შეუძლებელია 30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის გამოსწორება, მაგრამ 10 წელია თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ათი წლის წინ რომ დაგეწყოთ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართულს ასწავლით, რაც ძალიან კარგია, დღეს ხომ ამ პროგრამის აუცილებლობა საერთოდ აღარ იქნებოდა. დღეს რომ ბაღებში დაიწყეთ ქართულის ენის შესწავლა აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეებისთვის ეს ხომ შედეგს ათი წლის შემდეგ გამოიღებს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს.

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:10

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები მხარს უჭერენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვდგამთ

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები დეპუტატებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრთან - ეს არის მაღალი რანგის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ოლაფ შოლცი

01 დეკემბერი 2022, 21:00

მსოფლიო

შოლცი: ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი გადაწყვიტოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:00

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს

ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს. განათლების სისტემა ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში. თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მომავალი წლიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგები ექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს კონკრეტული შედეგები ექნება.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 დეკემბერი 2022, 20:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ექნება

დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და მალე ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

კნუტ აბრაჰამი

01 დეკემბერი 2022, 20:46

პოლიტიკა

კნუტ აბრაჰამი: საქართველოს შეუძლია გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მე გერმანიის პარლამენტის წევრი ვარ და ასევე წარმოვადგენ ოპოზიციურ პარტიას, ერთი რამ, რაც მთავრობასთან გვაერთიანებს ეს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით მისი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, კნუტ აბრაჰამიმ „ქრონიკას“ ბერლინში განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 20:31

საზოგადოება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.

01 დეკემბერი 2022, 20:26

მსოფლიო

შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო

01 დეკემბერი 2022, 20:22

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები

„პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა პოლიტიკური ანგაჟმენტის მოწყობა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2022, 20:15

მსოფლიო

მაკრონი ბაიდენს: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ

„ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას“.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 19:56

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 19:53

მსოფლიო

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს.