03 დეკემბერი 2022, 12:40 / სანდო წყარო

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტური ნივთმტკიცება.

პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ის ონფორმაციაში.

ყველა სიახლე

02 თებერვალი 2023, 16:27

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა

„პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გაწეული საქმიანობის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილა შესყიდვების კანონზე, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მან ასევე ისაუბრა სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის მიმართულებაზე, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებზე, მეწარმეობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ინოვაციებზე, რომელიც მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაშიც პრიორიტეტად დარჩება“.

02 თებერვალი 2023, 16:21

რეგიონი

ბათუმში ბიზნესფორუმი გაიხსნა

ბათუმში ბიზნესფორუმი გაიხსნა. ფორუმზე განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებასა და ამ მიმართულებით ინფორმირებულობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე იმსჯელეს ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

02 თებერვალი 2023, 15:45

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო

თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

02 თებერვალი 2023, 15:35

მსოფლიო

ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს მოუხსნა იმუნიტეტი

ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს მოუხსნა იმუნიტეტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24 ავრცელებს.

ნიკი ჰეილი

02 თებერვალი 2023, 15:25

მსოფლიო

ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი მზად არის გამოაცხადოს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით პრეზიდენტობისთვის ბრძოლა სურს.

02 თებერვალი 2023, 14:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტში „სააკაშვილის შესახებ დებატების“ დროს დარბაზში მხოლოდ გამომსვლელები იმყოფებოდნენ

დეპუტატები აცხადებენ, რომ საპატიმროში მსჯვრდებულის სიკვდილი დაუშვებელია. დებატების დროს დარბაზი ფაქტობრივად ცარიელი იყო.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა

რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ ქვეყანაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა ხალხში არსებობს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

02 თებერვალი 2023, 14:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, რადგან ადამიანები საკუთარ შეხედულებებს ღიად არ აფიქსირებენ

„ზოგადად, ასეთი ტიპის კვლევებით არასდროს ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება პოლიტიკურ ნაწილში. შეიძლება ამ კვლევებში სხვა რაიმე იყოს საინტერესო, ხალხის განწყობის გაგება. ზოგადად შენ თუ ვერ ახერხებ კვლევებში გაიგო ადამიანების განწყობაზე უფრო მეტი, ვიდრე ის, რომ ექვსმა [პროცენტმა] „ნაცები“ დაასახელა და 23-მა, თუ 25-მა „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, ამ კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია. ფაქტია, ადამიანები არ გეუბნებიან იმას, რასაც ფიქრობენ“, - აცხადებს ხვიჩია.

02 თებერვალი 2023, 14:35

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის 17 და 16-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: NDI კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ხელისუფლებას ენდობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ განწყობას გამოხატავს გამოკითხულთა უმრავლესობა იმ ნაწილშიც, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. ანუ გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ოლექსეი დანილოვი

02 თებერვალი 2023, 14:23

პოლიტიკა

ოლექსეი დანილოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, უკრაინელების ხარჯზე დაიბრუნოს საკუთარი მიწები

უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკა გრძელდება. ამჯერად ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოს პრეზიდენტს Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უწუნებს.

ზურაბ ჩხაიძე

02 თებერვალი 2023, 14:18

პოლიტიკა

ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს პირადად, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს - ქალბატონი ჯიშკარიანი ყველა ზღვარს გადავიდა

თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში, მედიკამენტზე უარს ამბობდა, პირდაპირ ვამბობ, ესეც ამ ორგანიზაციის [ემპათიას] ექიმების რეკომენდაციებით ხდებოდა, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

02 თებერვალი 2023, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე: ჩვენ ვართ შეშფოთებულები ქალბატონი კელის უსაფუძვლო შეშფოთებით

„ჩვენ ვართ შეშფოთებულები ქალბატონი კელის უსაფუძვლო შეშფოთებით. არ გვახსოვს, რომ ქალბატონ კელის გაეკეთებინოს კომენტარი მაგალითად იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც არის ხელისუფლების წარმომადგენელი ამ დარგში. ესეიგი კელი დეგნანი უჯერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არ უჯერებს ოფიციალურ ხელისუფლებას. გამოვიდეს და დააფიქსიროს მაშინ როგორც დიპლომატმა, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავისი პოზიცია და თქვას, რომ ის არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

02 თებერვალი 2023, 14:14

საზოგადოება

სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს HACCP-ის სისტემა და მოთხოვნები გააცნეს

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელი/გადამმუშავებელი/რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში ატარებს, - ამის შსახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე

02 თებერვალი 2023, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებეს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია

„აქტიურია მოწოდებები მათ შორის თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. თვითონ სააკაშვილი საუბრობს გარკვეულ პირობებზე და ამის სანაცვლოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე თანხმობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია“, - მიიჩნევს სარჯველაძე.

ბექა დავითულიანი

02 თებერვალი 2023, 14:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების შეწყალებაში და პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:09

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილისა და კეზერაშვილის მედიებიდან, რომ 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება

იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება, - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

კელი დეგნანი

02 თებერვალი 2023, 14:06

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, სერიოზული მდგომარეობაა, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს

ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

თამარ გაბუნია

02 თებერვალი 2023, 13:48

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ცენტრის სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.

ანდრია გვიდიანი

02 თებერვალი 2023, 13:47

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება

„საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა. ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება. ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.