16 იანვარი 2023, 11:49 / სანდო წყარო

გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების კონკურსის - „არა ფემიციდს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების კონკურსის - “არა ფემიციდს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, მხატვრები გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე და არტ-ნამუშევრების კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, ჟიურის წევრებს და აღნიშნა, რომ ფემიციდის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მათი ჩართულობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„ჩვენთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წლებია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და 2014 წლიდან დღემდე არაერთი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი“- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების ფარგლებში, პროკურატურა აქტიურად ცდილობს დანაშაულის პრევენციის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თემატური ღონისძიებები და კამპანიები გამართოს.

ირაკლი შოთაძემ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის, ასევე, არტ-ნამუშევრების ავტორებს კონკურსში მონაწილეობისთვის და საინტერესო ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის ხელმძღვანელმა კაორი იშიკავამ და აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა.

არტ-ნამუშევრების კონკურსში - “არა ფემიციდს” მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 75 ავტორმა მიიღო. არტ-ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შესრულებული 3 გამარჯვებული ნახატი გამოვლინდა. პირველი ადგილი გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლის, 9 წლის თამაზ ბეჟანიშვილის ნამუშევარმა დაიკავა, მეორე ადგილი - თელავის რაიონის სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის ქეთი შაშვიაშვილის ნახატს ერგო, ხოლო მესამე ადგილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების ერთობლივმა ნამუშევარმა და ხაშურის რაიონის სოფ. ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლის, 13 წლის მარიამ მახარაშვილის ნახატმა გაინაწილა. ასევე, ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ხაშურის რაიონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის ანი ბარბაქაძის ნამუშევარს.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის დასასრულს, ღონისძიება დამსწრე სტუმრებმა და ჟიურის წევრებმა შეაფასეს. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალურ პროკურორს კამპანიის ორგანიზებისთვის და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს, რადგან ფემიციდი კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები და საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდნენ.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა, საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

27 იანვარი 2023, 19:39

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: წალენჯიხის წყლით უზრუნველსაყოფად 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას, რისთვისაც 25 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ვიქტორ ორბანი

27 იანვარი 2023, 19:28

მსოფლიო

ორბანი: დასავლეთში არ ესმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი თავის თავს ომის წაგების უფლებას ვერ მისცემს და არც წააგებს, რადგან მომავალ წელს რუსეთში არჩევნები გაიმართება და ის ვერ წარდგება არჩევნებში, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ომი წააგო.

27 იანვარი 2023, 19:15

სამართალი

პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა.

27 იანვარი 2023, 19:08

მსოფლიო

Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა სულ მცირე 2-ჯერ გაზარდეს ბალტიის ქვეყნებში თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები, რომლის ნაწილის შემდეგ უკრაინამ შეიძინა. ამის შესახებ რეგიონში მოქმედ ტრეიდერებსა და ტვირთგადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯონ კირბი

27 იანვარი 2023, 18:58

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

27 იანვარი 2023, 18:55

რეგიონი

„მთის ტრასების სააგენტოს“ განცხადებით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული მასალა მიზანმიმართულად ემსახურება არამხოლოდ საქართველოს კურორტების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას

მთის ტრასების სააგენტო ეხმაურება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს კურორტების სათანადოდ მომზადება.

27 იანვარი 2023, 18:49

საზოგადოება

პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა.

27 იანვარი 2023, 18:39

საზოგადოება

19 დევნილ ოჯახს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

27 იანვარი 2023, 18:34

მსოფლიო

უკრაინული მედია: იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც წესი, ეს ადამიანები გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მიმართ სიძულვილის ენით

ტინი კოქსი სტაჟიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია ნიდერლანდებიდან და მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ეს პირველი არ არის მათი მხრიდან. თუ მათ არ აქვთ ვინმეზე კონტროლი და მათი თანამოაზრე არაა, როგორც წესი, ყველა ან რუსეთის აგენტია, ან კაცობრიობის მტერი. ეს არის მათი სიძულვილის ენა და ნარატივი, რომელიც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა

ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა, - თავმჯდომარე უფრო მეტი იქნებოდა ამ პარტიაში, ვიდრე წევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან

ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯია საქართვველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზორან მილანოვიჩი

27 იანვარი 2023, 18:06

მსოფლიო

ხორვატიის პრეზიდენტი: რაც შეეხება ტანკებს, რუსული და ამერიკული ტანკები ერთნაირად იწვის

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გააკრიტიკა დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი კინზინგერის განცხადებაზე: არ წყდება მცდელობები, რომ საქართველო როგორმე ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში

ძალიან მძიმე სანახავია ადამ კინზინგერის განცხადება, იმიტომ რომ ოდესღაც ის კონგრესმენი იყო და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 18:01

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია სამი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ადგილს იბევებენ პარლამენტთან, რომ სხვამ არ დაასწროთ

„მე რომ რაღაცის იმედი მქონდეს და ვთქვა, რომ ეს [გაერთიანება] შეიძლება პერსპექტიული იყოს, უნდა ვიცოდე, რომ ამხელა გაერთიანებაში ორი კაცი მაინც გულწრფელად მეგობრობს, ან გულწრფელი თანამოაზრეა. ამ სამეულში, ვისზეც ვსაუბრობთ, ყველამ ვიცით, რომ ორი ასეთი კაცი არ არის. იქ თუ მოძებნით ორ ადამიანს, რომელიც თანამოაზრეა, შეიძლება დავიჯერო რაიმე წარმატების, მაგრამ რადგან ვიცი, რომ იქ საერთოდ არავის ერთმანეთი არ მოსწონს, არ დგას ეს გაერთიანება არც იდეებზე, არც გულწრფელობაზე, უბრალოდ მგონია ადგილს იკავებენ, რომ 24-სთვის დაბევებული იყოს პარლამენტთან ტერიტორია და ვინმე სხვამ არ დაასწროთ დაანონსება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 იანვარი 2023, 17:58

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:51

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია 12 პუნქტზე მუშაობაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ შენიშვნები მქონდა ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მათ ფაქტობრივად ყველა პუნქტთან დაკავშირებით ქნეს

მთავარი შეშფოთებისა და შექების მიღების ობიექტიც ერთი და იგივეა - ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები ამაში ანგელოზები არიან, მაგრამ მთავარი ობიექტი შენიშვნებისა და მთავარი გამომსწორებელიც არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ კიდევ ერთი რეზოლუციას.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2023, 17:38

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა?!

ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:37

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის

„ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2012 წლის შემდეგ ვერცერთი გამოწვევის დაძლევა, ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას და ადამიანების დამშვიდებას იმ თვალსაზრისით, რომ ამას მომავალში ნამდვილად არ გაიმეორებენ, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

27 იანვარი 2023, 17:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი კინზინგერზე: როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს

მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.