21 იანვარი 2023, 12:12 / სანდო წყარო

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა - საუბარია 41 მოქალაქის კუთვნილი 1 054 150 ლარის თაღლითურად დაუფლებაზე

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს „ორბი ჯგუფის“ საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა.

ასევე, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მოცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი ბრალდებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი პირი როგორც ე.წ. კოორდინატორები, შესაბამისი პირების მოძიებას და მათ პროექტში ჩართვას ახდენდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა.

აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არერთგზის დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2023, 19:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის

მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2023, 19:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი თუ გარეთ გამოვა, მაშინვე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და ეცდება ხელში აიღოს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობის ფუნქცია

გათავისუფლების ერთადერთი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის უზრუნველყოფაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2023, 19:06

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

თორნიკე რიჟვაძე

29 იანვარი 2023, 18:42

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. აჭარის მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს ფილიპინების რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან, ტურიზმის მინისტრთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

29 იანვარი 2023, 18:25

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. აცხადებდნენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს. აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორსაც შეხდნენ და მათი მოთხოვნები გააცნეს.

გიორგი პატარაია

29 იანვარი 2023, 18:08

პოლიტიკა

გიორგი პატარაია: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე

ის ადამიანები, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ვერ მიიღეს ვერიფიკაციის კოდი, დღის ბოლომდე ყველა მიიღებს ამ კოდს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

ოლეგ სერებრიანი

29 იანვარი 2023, 17:58

საზოგადოება

თეა ახვლედიანის მოწვევით, საქართველოს სამუშაო ვიზით მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი ეწვევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი.

გელა ნიკოლაიშვილი

29 იანვარი 2023, 17:42

პოლიტიკა

გელა ნიკოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა, მათი მიზანი სააკაშვილის მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია გათავისუფლება, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წავლენ

მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა და არა ის, რომ მაინცდამაინც მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გააგრძელოს მკურნალობა, - ასე გამოეხმაურა გელა ნიკოლეიშვილი გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას- არამედ სასჯელის გადავადებას.

ირაკლი ზარქუა

29 იანვარი 2023, 17:34

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს - ქალბატონმა გიულიმ ამისკენ უნდა მოუწოდოს თავის შვილს

პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები არის დადგენილი. ქალბატონმა გიულიმ ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვასნას - არამედ სასჯელის გადავადებას.

გიორგი ვოლსკი

29 იანვარი 2023, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გიული ალასანიას განცხადებაზე: საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან

გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ალექსანდრე მილორავა

29 იანვარი 2023, 17:12

პოლიტიკა

გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, არჩევნების დროში გახანგრძლივების საკითხს დააყენებენ

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, ისინი არჩევნების დროში გახანგრძლივების საკითხს დააყენებენ.

29 იანვარი 2023, 17:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე წუთის წინ, ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა. ჯილდო მას ქართულ- ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცეს.

29 იანვარი 2023, 16:42

მსოფლიო

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანის ჩრდილო დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ლევან ქარუმიძე

29 იანვარი 2023, 16:14

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ალასანიას განცხადებაზე: ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც სააკაშვილს აქვს?

„ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც მას აქვს? ნეტავ შემდეგ რომელ „ფეიკნიუსს“ ამხელს?“, - წერს ქარუმიძე.

29 იანვარი 2023, 15:55

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. ამბობენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს.

29 იანვარი 2023, 15:29

საზოგადოება

მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.

29 იანვარი 2023, 15:05

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

შემოსავლების სამსახური ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

29 იანვარი 2023, 14:48

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული 70 მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:27

პოლიტიკა

გიული ალასანია: ჩემი შვილი არაფრის სანაცვლოდ არ ჩამოსულა, მოენატრა თავისი ქვეყანა, ნოსტალგია ჰქონდა და ამიტომ ჩამოვიდა

ყოფილი პრეზიდენტის დედა „ქრონიკის“ კითხვამ გააღიზიანა - ვის გულისხმობდა პატიმარი სააკაშვილი, როდესაც გერმანულ გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა, რომ საქართველოში ფაქტობრივად მოტყუებით ჩამოიყვანეს და ამაში რუსეთში ჩანერგილი აგენტების ხელი ურევია, - გიული ალასანია ამბობს, რომ დეტალები არ იცის.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:26

პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩვენი თხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არამედ, არის ის, რომ სასჯელი გადაუვადონ

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არ არის, არამედ - სასჯელის გადავადება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.