imedi /  10 მარტი 2023, 11:25 / სანდო წყარო

თეიმურაზ კუპატაძე: საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები

თეიმურაზ კუპატაძე

თეიმურაზ კუპატაძე

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

თუმცა, დღის ბოლოს აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში გაგრძელებულიყო, შეკრებილები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზა გაუხსნეს, გაათავისუფლეს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და მათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ. ასევე მიზანმიმართულად აზიანებდნენ სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებსა და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობას.

მოგვიანებით, შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების და პიროტექნიკის სროლა.

ყველამ კარგად ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში, გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

აქცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე დღესაც გაგრძელდა.

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განთავსდნენ.

პოლიცია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა.

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია.

მიუხედავად ამისა, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები.

მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება.

შეკრებილებმა დააზიანეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, დააზიანეს რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს, შეღებეს და დააზიანეს სახანძრო ავტომანქანა. აგრეთვე, დააზიანეს თბილისის მერიის კუთვნილი მატერიალური ქონება.

აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს.

მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.

დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 16:47

თავდაცვა

სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა.

20 მარტი 2023, 16:46

პოლიტიკა

წესებისა და ნორმების დარღვევით წიაღით სარგებლობისათვის ჯარიმა 500 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება

კომიტეტის სხდომაზე სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ ნანა ზამთარაძემ წარადგინა პროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს შეეხება, რომლებიც წიაღით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს განსაზღვრავს.

მანქანიდან გამონაბოლქვი

20 მარტი 2023, 16:39

პოლიტიკა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებით, სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დადგენილი ნორმების დარღვევისათვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის, ასევე გამოსწორდება კოდექსში არსებული ხარვეზები.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2023, 16:25

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენს წერილში აშკარა ფაქტებია მოყვანილი - ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, რომელიც, როგორც ყოველთვის, სწორ დასკვნას გამოიტანს და სწორ არჩევანს გააკეთებს

„ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში - ჩვენ ხაზს ვუსვამთ გლობალური ომის პარტიის იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგ და რომლის ერთადერთი მიზანიც“

რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 16:21

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: არც სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ, სამინისტრო არ იქნება წინააღმდეგი, თუ წარმოადგენენ სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ. მისივე თქმით, არც სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან უწყებაში არ შესულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ.

რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 16:16

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს, წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას.

ირაკლი ხმალაძე

20 მარტი 2023, 16:02

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: 1-ელ აპრილს სისტემა, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ტაქსების ნებართვას დააგენერირებს

„taxi.tbilisi.gov.ge-ზე არის ერთ-ერთი ველი, სადაც განთავსებული იქნება გასაყიდად გამოტანილი ნებართვები. ვისაც სურვილი ექნება, რომ ნებართვა გაყიდოს, ამ ველზე უნდა განათავსოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ნებართვის შეძენა სურს, შეუძლია ამ ველზე მოიძიოს ინფორმაცია გასაყიდი ნებართვების შესახებ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი; გიორგი ამილახვარი

20 მარტი 2023, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და წარმატებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებული მინისტრი იქნება

დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:49

პოლიტიკა

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილსა და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 15:47

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება

„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას“

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მარტი 2023, 15:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას

მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:28

რეგიონი

21-22 მარტს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მარტი 2023, 15:16

პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

20 მარტი 2023, 15:05

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია.

მიხეილ სააკაშვილი

20 მარტი 2023, 15:04

პოლიტიკა

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ისევ არ შეაქვს

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს. ალასანია ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

გიორგი ჩაკვეტაძე; თენგიზ შარმანაშვილი

20 მარტი 2023, 14:58

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან

გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

სი ძინპინი

20 მარტი 2023, 14:54

პოლიტიკა

სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 14:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია

ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 14:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას

20 მარტი 2023, 14:47

საზოგადოება

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა

ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.