29 მარტი 2023, 10:54 / სანდო წყარო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი, ერთი პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ხუთი ფაქტი გახსნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა.

„გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ბ.ტ. 2023 წლის 14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ხ.-მ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 23 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ლ.ხ. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე მხილებული იქნა 1974 წელს დაბადებული გ.ქ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ქ.-მ, 2020 წლის სექტემბერში, სხვა პირისადმი მესაკუთრეობითი დამოკიდებულების მოტივით, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და მოახდინა მიმოწერის ამსახველი ფოტოების, ე.წ. „სქრინშოთების“ გადაღება.

მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, გ.ქ. კუთვნილ მობილურ ტელეფონში მათ უკანონოდ ინახავდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი მიმოწერის საიდუმლოება. გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი -გარდაბანის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია სპეცილური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2023, 13:35

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი ძალადობის და მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში მომხდარი ძალადობის და მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

06 ივნისი 2023, 13:28

რეგიონი

ოთარ შამუგიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზეთისხილის პირველი სანერგე დაათვალიერა

„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ჩვენ 16-მდე სანერგე მეურნეობა გვაქვს უკვე დაფინანსებული, მათ შორის, ეს სანერგე მეურნეობაც, რომელიც ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობაა და წელს დაახლოებით 500 000 ათასი ნერგის გამოყვანას გეგმავს; მომავალ წლებში მასშტაბი 1 მლნ ნერგამდე გაიზრდება“.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა

ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება ან როგორც მინიმუმ, მისი განახევრება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი

რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, გუშინ მე მქონდა შეხვედრა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მანამდეც, მოლდოვაშიც ლიდერებთან, ჩვენს კოლეგებთან მქონდა საუბარი. ყველასთან ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო და არის დღესაც, რომ ზედმიწევნით შესრულდეს, რომ იტყვიან პირნათლად, ხელისუფლების მხრიდან ყველა ეს რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:21

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:20

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კახოვკის ჰესი ერთ-ერთია. ამაზე გვაქვს სწორედ საუბარი, როდესაც ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომის, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ეს ახალი არ არის. კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%. ქალაქები, სოფლები მიწასთანაა გასწორებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:17

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარებია და ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება

ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარებია და ამ დროს ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:14

პოლიტიკა

პრემიერი: გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია ზელენსკისთან, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი

მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის გაახლებულ სტადიონზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები - ეს არის მარგინალიზებული და დეგრადირებული ოპოზიციის სახე

მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 13:02

პოლიტიკა

პრემიერი: ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, 21 წლამდე, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის; 10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის

„მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის“ და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში,“- განაცხადა პრემიერმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 ივნისი 2023, 13:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა

„კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“ - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ელენე ხოშტარიაზე: პროტესტი არ უჩნდება და დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან რუსული ფული მიიღოს, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას

ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი - არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა გვარამიას საქმეზე ჩემგან კომენტარს ნუ ელოდებით. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე

ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. ვფიქრობ, საზოგადოებამ, კარგად იცის, რომ გვარამიამ, 6 მლნ-ით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება

ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ჩვენი ქვეყნის მტერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:44

პოლიტიკა

პრემიერი: სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას

მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია, დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილის მიერ

გავიხსენოთ, რომ რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის არ ჩაუდენია, დადასტურებულია რომ 1 მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი, ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღრიბაშვილი

06 ივნისი 2023, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ

გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ქარსელაძე

06 ივნისი 2023, 12:30

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქუთაისის განახლებულ სტადიონზე პირველი სატესტო მატჩი წარმატებით ჩატარდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისის განახლებულ სტადიონზე ჩატარებული სამუშაოები გააცნო. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 21 წლამდე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ განახლებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იძლევა ამის შესაძლებლობას.