14 მაისი 2023, 15:22 / სანდო წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 57 ვაზნა ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნ.ლ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ა., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ ნ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო ვ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან
ამოღებულია 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. ლ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა. ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
1992 წელს დაბადებული ტ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, კარაბინი და ოპტიკური სამიზნე ნივთმტკიცებად ამოიღო. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ს.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა. 1959 წელს დაბადებული ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ ამოიღო 2 სანადირო თოფი, "ეკოლის" სისტემის პისტოლეტი, კარაბინის სისტემის თოფი, სანადირო თოფის ლულა, კარაბინის თოფის 3 ვაზნა, საზენიტო იარაღის ვაზნა, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 14 ვაზნა. 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, დანა ქარქაშით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის
განკუთვნილი 43 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება 1978 წელს დაბადებული გ.ქ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ხელყუმბარა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული რ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი, სანადირო თოფი და 23 ვაზნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს, მესტიის რაიონული სამმართველოს და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი - 1976 წელს დაბადებული გ.ა. და 1976 წელს დაბადებული მ.ჭ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 118 ვაზნა. მ.ჭ.-ს სახლიდან საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია შაშხანა, 6 მჭიდი, ხელყუმბარა, პისტოლეტი და 123 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2023, 21:51

მსოფლიო

ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა

ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

02 ივნისი 2023, 21:23

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პასუხი, თუ როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 ივნისი 2023, 20:54

მსოფლიო

ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია, რამაც შეამცირა რუსეთის გავლენა და ინტერესები მომდევნო წლების განმავლობაში.

02 ივნისი 2023, 20:48

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა უკვე დაძლია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს საკითხი დიდ გამოწვევად რჩება

„ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“.

დაჩი ცაგურია

02 ივნისი 2023, 20:26

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი

უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი, - ამის შესახებ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

02 ივნისი 2023, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს

ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

ბექა გრიგორიადისი

02 ივნისი 2023, 20:04

სამართალი

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

ხვიჩა კვარაცხელია

02 ივნისი 2023, 20:01

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნიკოლ ფაშინიანი

02 ივნისი 2023, 19:53

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

02 ივნისი 2023, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერისა და რომის პაპის იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით

არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2023, 19:36

მსოფლიო

ზელენსკი: გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

თამაზ გაიაშვილი

02 ივნისი 2023, 19:32

ეკონომიკა

თამაზ გაიაშვილი: ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით - ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს

1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისის” საფრენოსნო დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 ივნისი 2023, 19:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილზე: „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს

„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა. .

02 ივნისი 2023, 19:28

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

02 ივნისი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივნისი 2023, 18:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა - კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა და ეს მის სინდისზეა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2023, 18:50

მსოფლიო

ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის, მიჭირს იმის თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას - მთავარია, რომ რუსეთი ამას ხედავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის შედეგი უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ხელშესახები.

დავით სონღულაშვილი

02 ივნისი 2023, 18:26

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილი

02 ივნისი 2023, 18:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სხვა რეგიონებშიც ფაქტობრივად დასრულებულია ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება.

გია აბაშიძე

02 ივნისი 2023, 18:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია, ახლა აღარ „კვდება“ და აღარ „ხმება“ ეს ბოროტი ქოსატყუილა?

ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.