imedi /  04 ნოემბერი 2023, 10:59 / სანდო წყარო

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2023, 08:43

LIVE ისრაელი

„ჰამასმა“ გვიან ღამით კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა

ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება. პროცესი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ხორციელდება. გვიან ღამით ჰამასმა კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა. ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცეს და უკვე საავადმყოფოში არიან.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2023, 08:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება

გაერთიანებები აუცილებელია თუკი მათ [ოპოზიციურ პარტიებს] სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

01 დეკემბერი 2023, 08:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ღრმა კრიზისში, პარტიაში ორი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს ენდობა

რაც დათესეს იმას იმკიან. თავისი ქვეყნისთვის სურდათ დესტაბილიზაცია და დღეს დესტაბილიზაცია პარტიის შიგნით აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 დეკემბერი 2023, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყოველთვის გაჟღერდეს

ეუთოს ფორმატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე სწორედ ამ ფორმატებში ხდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაჟღერება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 08:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ეუთოს მინისტრთა 30-ე საბჭო დადებითად შეაფასა. მისი თქმით მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

01 დეკემბერი 2023, 08:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2023, 01:15

LIVE ისრაელი

ბლინკენი: „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2023, 00:47

LIVE ისრაელი

ბლინკენი: ყველამ, ვინც ზრუნავს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, უნდა მოითხოვოს „ჰამასისგან“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტული აქტები და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების ფარად გამოყენება

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 00:43

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 00:38

პოლიტიკა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

2023 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მაია ბითაძე

01 დეკემბერი 2023, 00:25

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ქვეყნის დაზიანების აქტიურმა კამპანიამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში ახორციელებს, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას

მისი თქმით, ქვეყნის დაზიანების აქტიურმა კამპანიამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში ახორციელებს, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას.

გიორგი კალანდია

01 დეკემბერი 2023, 00:24

კულტურა

გიორგი კალანდია: ის, რაც დღეს საქართველოს სამუზეუმო სფეროში ხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა

ის, რაც დღეს საქართველოს სამუზეუმო სფეროში ხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მაია ბითაძე

01 დეკემბერი 2023, 00:17

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ოპოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციაში მონაწილეობა წარმოუდგენია აჟიოტაჟის შექმნით, დასხდნენ, მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტების შემუშავებაში, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე

იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიაზრებენ კარგად, თუ რა ზიანს აყენებს მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არმონაწილეობა და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, იმიტომ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, ნაბიჯი, არის სწორედ ოპოზიციის მონაწილეობა უფრო აქტიურად, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო მანამდე, ან ვიდრე ეს თვითონ ოპოზიციას წარმოუდგენია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

01 დეკემბერი 2023, 00:16

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ შემდეგი არჩევნები მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება

უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ შემდეგი არჩევნები მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაია ბითაძე

01 დეკემბერი 2023, 00:08

პოლიტიკა

მაია ბითაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ალბათ, ადამიანურად დიდი ბოღმა და შური აქვთ, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს დაიკარგა ტერიტორიის 20 % და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაფორმებული დემარკაციის ხაზის გამყარება დღეს ხდება რუსეთის მხრიდან

რეალურად, ყველამ დაინახა, მათ შორის, ევროკავშირში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ძირს უთხრიან არა „ქართულ ოცნებას", არამედ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

მაია ბითაძე

01 დეკემბერი 2023, 00:08

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენ ნათლად ვნახეთ, ევროკავშირმა აღიარა, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა ევროკავშირმა შარშან საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ისინი წელს ცდილობენ ამის გამოსწორებას

ჩვენ ნათლად ვნახეთ, ევროკავშირმა, სხვადასხვა სტრუქტურისა და მაღალჩინოსნების პირით აღიარა, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა ევროკავშირმა შარშან საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ისინი წელს ცდილობენ ამის გამოსწორებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გური სულთანიშვილი

01 დეკემბერი 2023, 00:07

საზოგადოება

გური სულთანიშვილი: არსებობს ზეპარტიული საკითხები და იმის გამოყენება არ შეიძლება შიდა, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის

არსებობს ზეპარტიული საკითხები და იმის გამოყენება არაფრით არ შეიძლება შიდა, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

01 დეკემბერი 2023, 00:03

კულტურა

გიორგი კალანდია: ქართულმა კულტურამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი კულტურული იდენტობა ევროპასთან

ევროპა იყო ჩვენი ბევრი თაობის ნატვრა და ეს ბევრი თაობის ნატვრა ასრულდა. მე მჯერა გამოთქმის, რომ „ყველა ხალხი იმსახურებს იმ მთავრობას რომელიც ჰყავს და ყველა მთავრობა აკეთებს იმას, რასაც ხალხი იმსახურებს“. ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჩვენი ერის, ხალხის საუკუნოვანი ოცნება აღსრულდა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 00:02

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერი: „ცაჰალი“ მზად არის, განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ „ცაჰალი“ მზად არის, განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება.

ჯონ კირბი

30 ნოემბერი 2023, 23:49

LIVE ისრაელი

ჯონ კირბი: აშშ სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელს, როდესაც ისრაელი ღაზაში ოპერაციის განახლებას გადაწყვეტს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელს, როდესაც ისრაელი ღაზაში ოპერაციის განახლებას გადაწყვეტს.