25 ნოემბერი 2023, 14:07 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით ახორციელებს. შედეგად, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხრიდან, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მიუთითებს.
მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე და მსხვერპლზე ორიენტირებული სამართალწარმოების განხორციელების ეფექტიანობაზე.

ალექსანდრე დარახველიძემ 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, რისკის შეფასების ინსტრუმენტში განხორციელებულ ცვლილებასა და მის შედეგად, მოძალადეთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მომატებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა. აქვე, ყურადღება გაამახვილა, რომ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მსხვერპლთა თანხმობა და მათი მხრიდან პოლიციასთან ინფორმაციული თანამშრომლობა.

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ევროკომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა დადებითად შეაფასა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია, აგრეთვე, ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფო სერვისებზე მათი ინფორმირება.

კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერითა და სახელმწიფო უწყებათა ჩართულობით, მათ შორის, მულტისექტორული შეხვედრა ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან; სამუშაო შეხვედრა საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან; საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალებთან; კვლავ გაიგზავნება მოკლე საინფორმაციო სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები, სადაც მოსახლეობას მოვუწოდებთ პოლიციისადმი მომართვიანობაზე და მივაწვდით ინფორმაციას მომართვის გზების შესახებ.
კამპანიის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ სამსახურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო და შვედეთი.

ყველა სიახლე

22 თებერვალი 2024, 10:41

კულტურა

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ🌊📷

კონკურსის მთავარი პრიზი და წლის წყალქვეშა ფოტოგრაფის წოდება ალექს დოუსონს გადაეცა - მის ფოტოზე ასახულია დაივერი, რომელიც ფსკერზე ვეშაპების ჩონჩხებს იკვლევს.

22 თებერვალი 2024, 10:35

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

22 თებერვალი 2024, 10:28

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,ქართული” ჩატარდება

ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

გემოფესტი

22 თებერვალი 2024, 10:16

საზოგადოება

მესტიაში 24-25 თებერვალს „გემო ფესტი“ ჩატარდება

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

22 თებერვალი 2024, 10:15

ჯანდაცვა

Telegraph: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

22 თებერვალი 2024, 10:14

რეგიონი

ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ( ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

22 თებერვალი 2024, 10:11

მსოფლიო

ესპანეთში აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს

ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს. ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება და კრიტიკის საგანი გახდა. კადრები გადაღებულია ყოველწლიურ კარნავალზე ტორევიეხაში, სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც ქვეყნის „არაოფიციალურ გეი დედაქალაქს“ უწოდებენ.

22 თებერვალი 2024, 10:01

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ქალი დააკავა. სპეცოპერაცია ეკატერინბურგში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უწყება განმარტავს, რომ 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა სახსრებს, რომელიც საბოლოოდ უკრაინულ არმიას უნდა მოხმარებოდა. დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.

22 თებერვალი 2024, 08:58

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 729-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მე-3 შემტევი ბრიგადის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსებს ავდიივკიდან საკუთარი შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარკოვსა და სამხრეთის ფრონტზე ვითარება უკიდურესად გართულდება. უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

22 თებერვალი 2024, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე

22 თებერვალი 2024, 08:20

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით დღეს წარდგება. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ 2023 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო და პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გაწია რომ საქართველოს არსებითი პროგრესი ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2024, 01:01

მსოფლიო

ზელენსკი: ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

22 თებერვალი 2024, 00:51

კულტურა

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.

22 თებერვალი 2024, 00:30

კულტურა

სემ მენდესი The Beatles-ის წევრებზე ფილმებს გადაიღებს

მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.

რიანა და A$AP Rocky

22 თებერვალი 2024, 00:12

კულტურა

A$AP Rocky-ს განცხადებით, რიანა ახალ ალბომზე მუშაობს

რეპერმა A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორი რიანა ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ამაზე საუბრობს სოციალურ ქსელში Х გამოქვეყნდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 თებერვალი 2024, 00:06

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.