27 ნოემბერი 2023, 19:31 / სანდო წყარო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2010 წელს გასამართლებულების ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2010 წელს, ნელი ნავერიანი სხვა პირებთან ერთად გასამართლებული იქნა ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

„იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, კანადის მოქალაქე უ. ს-მ მესტიის რაიონის დაბა მესტიაში შეიძინა ტურისტული ბაზა „უშბა“ და მის სახელზე არსებული ქონების მართვაში თავის მინდობილ პირად - დანიშნა დ.ქ.

მესტიაში ყოფნისას დ.ქ.-მ გაარკვია, რომ დაბა მესტიის ზოგიერთ მკვიდრს გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შეხვდა ნელი ნავერიანს, შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს, ტ. ჯ.-ს და მათ ნათესავებს. შეხვედრისას დ.ქ.-მ აღნიშნულ პირებს განუმარტა, რომ ტურისტული ბაზა „უშბა“ მისმა პარტნიორმა შეიძინა კანონის შესაბამისად, თვითონ კი იყო მისი წარმომადგენელი და აპირებდა ბაზის ამუშავებას. მსჯავრდების საქმის თანახმად, ნელი ნავერიანმა და შეხვედრაზე მყოფმა სხვა პირებმა დ.ქ. -ს განუცხადეს, რომ მათ არ გააჩნდათ დასახელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ზემოხსენებული ტურისტული ბაზა წარსულში ეკუთვნოდა მათ. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა ძალადობის მუქარით დ.ქ. -ს მოსთხოვეს მათთვის 220 000 ლარი გადაეხადა. დ.ქ. -მ ნელი ნავერიანს და მის ნათესავებს შესთავაზა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ეტაპობრივად გადაუხდიდნენ, საიდანაც საწყის ეტაპზე 70 000 ლარს გადასცემდნენ.

2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. დაბა მესტიაში, სასტუმრო „მესტიაში“ შეხვდა შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს და მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 70 000 ლარი გადასცა. თანხის გადაცემის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს აღნიშნული პირები, ხოლო ნელი ნავერიანი საკუთარ სახლში იქნა დაკავებული.

2011 წლის 16 მარტს, სასამართლოს საბოლოო განაჩენით, ნელი ნავერიანი სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-თან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი არ ესწრებოდა დ.ქ.-ს მიერ მისი ნათესავებისთვის თანხის გადაცემის შეხვედრას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ნელი ნავერიანის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

რაც შეეხება მალხაზ ბარამიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, 2011 წლის 4 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით მალხაზ ბარამიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წელი პირობითი მსჯავრი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მალხაზ ბარამიძემ, მისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადასაცემად, 2007 წლის 12 დეკემბერს ყალბი შინაარსის განცხადება შეადგინა, რასაც საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკა დაურთო და ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა. კომისიის წევრები და თავმჯდომარე ნ.ა. ენდნენ რა წარდგენილ დოკუმენტაციას, სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 3007 კვ.მ მიწის ნაკვეთის მალხაზ ბარამიძის საკუთრებად აღიარების შესახებ, რაზეც გაცემული იქნა საკუთრების მოწმობა.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ბარამიძე 1991 წლიდან კანონიერად ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და მისი მხრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის განცხადებით მიმართვა იყო სრულიად ლეგიტიმური. გამოძიების ფარგლებში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრების გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მ.ბარამიძის მხრიდან კომისიის შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, რამდენადაც მისი მხრიდან კომისიისთვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ყალბი დოკუმენტი ან რაიმე სხვა ფორმით დამახინჯებული ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების: ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და პროკურატურამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 20 ნოემბერს ნელი ნავერიანის, ხოლო 22 ნოემბერს მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 474 პირი, რომელთაგან 332 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 121 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალების ერთობლივი წარმოება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალების ერთობლივი წარმოება შესთავაზა. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე გააკეთა. ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებოდნენ.

29 თებერვალი 2024, 09:04

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა და სავალი ნაწილის მონიშვნა.

29 თებერვალი 2024, 08:51

სამართალი

თბილისში, სამგორის რაიონში სოფელ წინუბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

თბილისში, სამგორის რაიონში სოფელ წინუბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე „ქრონიკის“ ინფორმაციით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მკვლელობა გუშინ მოხდა, 22 წლის ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

29 თებერვალი 2024, 08:47

სამართალი

წალენჯიხაში დაკავებული ოპოზიციონერი მერის თანაგუნდელებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხაში დაკავებული ოპოზიციონერი მერის თანაგუნდელებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ახალი დანაშაულისა და მიმალვის საშიშროება დაასაბუთა, რის გამოც მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ ქრთამის ბრალდებით დაკავებულებს, სხდომათა დარბაზში მათ დუმილი არჩიეს. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათში გაასაჩივრებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ანა ფოტიგა

29 თებერვალი 2024, 08:31

პოლიტიკა

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

29 თებერვალი 2024, 08:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა

ევროპარლამენტარების ტონი მკაცრია რუსეთის ფედერაციის მიმართ და მოსკოვს შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსნებს. ორგანიზაცია რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც.

29 თებერვალი 2024, 08:01

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 736-ე დღეს

ომის 736-ე დღე. რუსული ძალები დონეცკის ოლქში მასირებულ იერიშს განაგრძობენ. ავდეევკის შემდეგ უკრაინელებმა კონტროლი ორ სოფელზე, სტეპნოვოსა და სევეროვოზე დაკარგეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ძალებს შემდგომ წინსვლაში რთული რელიეფი შეუშლის ხელს. მესამე მოიერიშე ბრიგადის ინფორმაციით, მათ რუსებს დონეცკის ქალაქ კრასნოგოროვკიდან გასვლა აიძულეს. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ოკუპანტები 27 თებერვალს შევიდნენ.

კირილ ბუდანოვი

29 თებერვალი 2024, 02:17

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 01:54

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

29 თებერვალი 2024, 01:21

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი. უკრაინის დაფინანსების ფონდი Ukraine Facility ოთხ წელზეა გათვლილი და 50 მილიარდ ევროს მოიცავს გრანტებისა (17 მილიარდი ევრო) და სესხების (33 მილიარდი ევრო) სახით.

ადელი

29 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

ადელმა ავადმყოფობის გამო ლას-ვეგასში კონცერტები გადადო

ასეთი გადაწყვეტილება მომღერალმა ექიმების რჩევით მიიღო, რომლებმაც მას „კარგად დასვენება“ ურჩიეს. ადელის თქმით, მას „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მომღერალმა დასძინა, რომ თავისი ბოლო კონცერტებისა და მათ შემდეგ აღებული პაუზის დროს სულ ავად იყო და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

29 თებერვალი 2024, 00:28

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 00:27

ტექნოლოგიები

Bloomberg: Apple-მა ელექტრომობილზე მუშაობა შეწყვიტა

პროექტს „ტიტანი“ ერქვა. Apple-მა მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კომპანია სრულიად ავტონომიური ავტომობილის შექმნას გეგმავდა, რომელსაც საჭეც კი არ ექნებოდა, თუმცა შემდეგ ტრადიციული მანქანის კონცეფციას დაუბრუნდა. Apple-ს პროექტის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სოზარ სუბარი

29 თებერვალი 2024, 00:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შეიძლება უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება , მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს. ჩინეთთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული აშშ-ს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, უკრაინას და ა.შ. მათი ვაჭრობის დონზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსი. ეს პოტენციალი - როგორც შუა დერეფნის განვითარება, ისე ორმხრივი ვაჭრობის საკითხი, უნდა ავითვისოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სუბარმა.

ვასილ ბასილაძე

29 თებერვალი 2024, 00:06

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს

2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთ, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

29 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობაზე“: რუსთავის საკრებულოში კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა - უკვე კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებიან და სწორედ ამან გვაიძულა სასამართლოში მივსულიყავით

საკრებულო დღეს 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა თანამდებობები ისე გადაინაწილეს - გახარიას პარტიის წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარეები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვასილ ბასილაძე

28 თებერვალი 2024, 23:56

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: მომხმარებლის როლი სურსათის უვნებლობაში ძალიან დიდია

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სასურსათო მაღაზიაში ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს - ვადაგასული არის თუ არა მასზე დატანილი ინფორმაცია, კითხვადი თუ არის, ქართულად თუ აწერია და ა.შ. რესტორნის შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ მოგვეწონება, თავისუფლად შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501. ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში იღებენ შეტყობინებებს. შარშან დაახლოებით 4 000 შეტყობინება იყო შემოსული. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, - აღნიშნა ბასილაძემ.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა

დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფონდები არის სამთავრობო ფონდები, როგორიცაა „იუესაიდი“ თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 23:39

მსოფლიო

CNN: პენტაგონი განიხილავს უკრაინის დასახმარებლად დარჩენილი 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, ოპოზიცია კი იბრძვის, იმისთვის რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში

სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოზე უცხო ქვეყნის გავლენა გაიზარდოს.