30 ნოემბერი 2023, 11:46 / სანდო წყარო

პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის და ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე მსჯელობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ირაკლი შოთაძემ ისაუბრა პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოებასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მიღწევებზეც. ირაკლი შოთაძის თქმით, კიბერდანაშაული მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ამ ტიპის დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით სპეციალური დანაყოფი შეიქმნა.

ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს როლს და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს პროკურატურასა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, რათა იმ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, დაზარალებულთა უფლებამონაცვლეები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულები.

გენერალურმა პროკურორმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობაზე. ირაკლი შოთაძემ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსმა.

„აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ პროკურორთა ყოველწლიურ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მხარს უჭერს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პროკურორებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის, რეგულარულად განიხილონ სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, რაც პროკურატურის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლენა ოუენსმა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება - ახალი აღკვეთის ღონისძიების- ელექტრონული მონიტორინგის პროექტი; საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოება; სიცოცხლის ხელყოფის საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვის დროს გამოვლენილი სირთულეები და მათი გავლენა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე; თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები.

ასევე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები და ტენდენციები.

შეხვედრაზე, თბილისის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელებმა თბილისსა და რეგიონებში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

პროკურატურის მენეჯერების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2024, 00:28

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2024, 00:22

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ის დაიცავს ქრისტიანობას რადიკალი მემარცხენეებისგან, რომლებიც ჯვრების განადგურებას ცდილობენ

„ყველა კომუნისტური რეჟიმი, მთელი ისტორიის განმავლობაში, ცდილობდა ეკლესიების აღმოფხვრას ზუსტად ისე, როგორც ყველა ფაშისტირი რეჟიმი მათ გაკონტროლებას“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

25 თებერვალი 2024, 00:16

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზეც. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

25 თებერვალი 2024, 00:07

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას ჩვენგან „ვეტინგი“ არ მოუთხოვია

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები მოქმედებენ შურისძიებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მოდელით. მათ ერთადერთი ჩანაფიქრი აქვთ - ჰქონდეთ პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2024, 22:48

საზოგადოება

გია აბაშიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მაია ბითაძეს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება - კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ „მცოდნენო"!

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.