03 დეკემბერი 2023, 11:35 / სანდო წყარო

თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ყოფილი ცოლი დაჭრა, ქმარი კი მოკლა.

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, 28 ნოემბერს მოხდა.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

21 თებერვალი 2024, 17:45

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ

„ათასობით უკრაინელი ლტოლვილი აფარებს თავს საქართველოს. დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოსთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანი რისკია თავისთავად ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს, უკრაინაში აწარმოებს აგრესიულ ქმედებებს და ჩვენ მოუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის. დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაზე - როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომელსაც ვულოცავ ქვეყანას და მოვუწოდებთ, რომ განახორციელოს რეფორმები უფრო დიდი ტემპით. ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რატი იონათამიშვილი

21 თებერვალი 2024, 17:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს” - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 თებერვალი 2024, 17:10

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს.

თემურ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 17:05

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში

„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {რადოსლავ სიკორსკი} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“

ლევან კობიაშვილი

21 თებერვალი 2024, 16:55

სპორტი

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

21 თებერვალი 2024, 16:55

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლები დროებითი კომისიის მუშაობის მანდატის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღინიშნა, რომ, უახლოეს პერიოდში, გასვლითი ღონისძიება გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.

21 თებერვალი 2024, 16:47

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.

21 თებერვალი 2024, 16:38

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

21 თებერვალი 2024, 16:36

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს.

21 თებერვალი 2024, 16:31

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი ხატია დეკანოიძეს: სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი

საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. ქალბატონმა ხატიამ მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 16:30

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.

დავით კაჭარავა

21 თებერვალი 2024, 16:07

პოლიტიკა

დავით კაჭარავა: ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას.

21 თებერვალი 2024, 16:06

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

21 თებერვალი 2024, 16:05

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი გიორგი ვაშაძეს: თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო

„თუ ავიღებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, სადაც ტრადიციულად შედარებით დაბალია ინფლაცია და ბუნებრივია ეკონომიკური ზრდაც დაბალია, მათთან შედარებითაც საქართველომ კარგად შეძლო ინფლაციის მოლოდინების მართვა. ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებს, უზრუნველყოფს რომ გრძელვადიან პერიოდშიც ინფლაცია ყოველთვის იყოს მიზნობრივ მაჩვენებელში. მიზნობრივ მაჩვენებელში იყო საშუალო წლიური ინფლაცია გასულ წელსაც, რომელმაც 2,5% შეადგინა, თუმცა, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ინფლაციის და ფასების დონე მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, განსხვავებით ძალიან ბევრ სამეზობლო ქვეყანასთან, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ქვეყნებთან შედარებით, სადაც შედარებაც არ შეიძლება იმდენად განსხვავდება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

21 თებერვალი 2024, 16:05

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან

ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი. ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

21 თებერვალი 2024, 16:02

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

21 თებერვალი 2024, 16:01

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home“ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

მიხეილ სააკაშვილი

21 თებერვალი 2024, 16:00

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: სპეციალურად მომწამლეს უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს

„მე მომწამლეს უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის იმედზე ვარ ისევ და თქვენს იმედზე - ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის“

21 თებერვალი 2024, 15:59

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში

ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

21 თებერვალი 2024, 15:59

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.