imedi /  08 დეკემბერი 2023, 12:11 / სანდო წყარო

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 487,55 გრამი) გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 49 870,6 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 15:17

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრები „ევრიმაჟის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

შეხვედრაზე განიხილეს „ევრიმაჟის“ - „სერიალების ერთობლივი პროდუქციის საპილოტე პროგრამაში“ საქართველოს გაერთიანება, რაც ახალი ქართული სერიალების დაფინანსებას გულისხმობს.

თემურ მღებრიშვილი

21 თებერვალი 2024, 15:17

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო, ფარული, ან ღია ხარჯები არ გაუწევია.

თეიმურაზ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 15:16

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება. ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა",- განაცხადა ჯანაშიამ.

21 თებერვალი 2024, 15:15

სამართალი

როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების, კუდის ყოფილი სპეცრაზმელების პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

21 თებერვალი 2024, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმოვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ დაუშვილი

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა

ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია

არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

21 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: რობერტა მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ის მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:58

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესში ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერა აღუთქვა

ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბუნებრივია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, - პრემიერი-მინისტრის შეხვედრა რობერტა მეცოლასთან ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეაფასა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 14:57

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად

ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „ქრონიკასთან“ აცხადებს.

მაია ბითაძე

21 თებერვალი 2024, 14:53

ეკონომიკა

მაია ბითაძე: მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
ჟოზეფ ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი ვოლსკი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე: შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით.“

ანრი ოხანაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დე იურე საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი.

ლევან ბეჟაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

„გუშინდელ მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათივე შეფასებითა და კონკრეტული მაგალითებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მომდინარეობს და ეს საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. თუ არ მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციური პარტიებისა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

21 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

რობინ დანიგანი

21 თებერვალი 2024, 14:36

პოლიტიკა

რობინ დანიგანი: ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები

„მკაფიოდ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, რომ საქართველო ნამდვილად არის მზად იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელოს გზა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული რამდენიმე გზავნილი“

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ტრაექტორია, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპულია - საქართველო მიდის სწორი გზით

უდავოა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან პოზიტიურია ევროკავშირის განზომილებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.